ფაბრისი დაიბადა საფრანგეთში პარფიუმერის ოჯახში და ამიტომ, პარფიუმერიის სამყაროს ადრეულ ასაკში ეზიარა. ის აღფრთოვანებული იყო მამის მუშაობით და ძალიან მალე თვითონ დაიწყო მუშაობა სტაჟორად Robertet-ში. შემდეგ ის თანამშრომლობდა Mane და Hermès სახლებთან და აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა ცნობილი არომატების შექმნაში მოდის სახლებისთვის როგორიცაა Thierry Mugler, Diptyque, Giorgio Armani და, რაც მთავარია ორიფლეიმისთვის.
მისი ბოლო ნამუშევარი – არომატი Giordani Gold Essenza, რომლის კომპოზიციაშიც იხსნება მზის და ბედნიერების ნოტები.
იტალიის პეიზაჟებით შთაგონებული, არომატი შეიცავს ფლენდორანჟის დახვეწილ ნოტებს. მაგრამ ამ ნოტის გამოყოფა რთული აღმოჩნდა:
«ფორთოხლის ხის ყვავილების გამოკვეთა ტექნოლოგიურად არ იყო მარტივი – გვიხსნის პელეგრენი. კვირაში ერთხელ, ჩემი კოლეგების დახმარებით, ვაკონტროლებდი ტემპერატურას და წნევას, რათა მიმეგნო საუკეთესო არომატისთვის».
არომატის შექმნა მოითხოვს დროს და ხელოვნებას. პელეგრენს ფორთოხლის ყვავილების სრულყოფისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. საბოლოოდ მიიღო არომატი, რომლის გულშიც იხსნება ფლერგორანჟის ხოლო მის ზედა ნაწილში კი იკვეთება ციტრუსის და ბერგამოტის ნოტები და როგორც იტალიურ სტილს შესაბამისად – ძირითადი ნოტი – ტოსკანური კიპარისი.
პელეგრენის აზრით, ფორთოხლის ყვავილის ნოტები იქცა სწორედ იმ «მაგიურ ინგრედიენტიად», რომლის გარეშეც ეს არომატი არ იქნებოდა განსაკუთრებული. ასე რომ, ეს ნოტები გამოყენებული იქნება მხოლოდ Giordani Gold Essenza არომატში.