ინტერვიუ აქსესუარების დიზაინერთან

გაიცანი – ქეთრინ რომეირი. სწორედ მან გამოიგონა აქსესუარების საზაფხულო ეგზოტიკური კოლექცია, რომლებსაც ხედავ კატალოგის ფურცლებზე და საიტზე.

რატომ სწორედ კერვა? და რატომ მოდური აქსესუარები და არა, მაგალითად, ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი? 
კერვამ ბავშვობიდანვე გამიტაცა. დედის ტანსაცმლის კარადა ჩემთვის განძით სავსე სკივრივით იყო: 60-70-იანი წლების ყველაზე მოდური კაბები, კოსტუმები, ქვედატანები და პერანგები. იდუმალი აზრიც კი მქონდა: დედის რამოდენიმე ნივთი ამეღო და ჩემთვის გადამეკეთებინა. მეგონა, რომ ასე მეც "მაგარი" გავხდებოდი, ჰა-ჰა-ჰა! როგორც კი დავიწყე ნივთების კერვა გასაყიდად, მივხვდი, რომ დასრულებული სახის, იმიჯის შესაქმნელად რაღაც მაკლდა. ამ ჯაჭვში ნაკლულ რგოლად აქსესუარები იქცა. სწორედ ისინი მოგვითხრობენ ისტორიას.  

რა ეხმარება იდეის დაბადებას?
ჭკუას ვკარგავ ქალაქგარეთ ყოფნაზე! გაემგზავრო შორს, რათა იგრძნო სიმშვიდე და თავი დააღწიო სტრესსა და მღელვარებას. ასეთი ლაშქრობები ჩემთვის მედიტაციის ტოლფასია. ცოტა ხანში ის განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება, როდესაც იდეები ერთმანეთის მიყოლებით მოდის და რაღაცის შექმნის და მოქმედების სურვილი მიჩნდება.      

Яდავიბადე და გავიზარდე სტოკჰოლმში, 20 წლის ასაკში ჩინეთში გავემგზავრე და იქ რვა წელი გავატარე. ვსწავლობდი ენას, ვეცნობოდი კულტურას, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი: მორჩა, საკმარისია. ახლა მხოლოდ შვედეთში ცხოვრება მინდა. აქ არის ჩემი სახლი და ჩემი სული. ამიტომაც ჩემი საყვარელი ხერხი  შთაგონების პოვნისა არის — ქალაქგარეთ, პატარა შვედურ სოფელში გამგზავრება.

აგრეთვე, თვალყურს ვადევნებ მინიმალისტურ სტილში მომუშავე დიზაინერების მუშაობას. ეგზოტიკური კოლექციის «ოკეანე და ტროპიკები»-ს ბეჭდური გამოსახულებების (პრინტების) შექმნას საფუძვლად დაედო აბსტრაქცია და ქალაქის ჩირაღდნები, განათება. შვედური ბუნება მინიმალისტურია, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მისი შევსება ეგზოტიკური პრინტების და ხასხასა ფერების საშუალებით.    

როგორია აქსესუარების კოლექციაზე მუშაობა კომპანია ორიფლეიმისთვის? 
გასაოცარია! დიდებულია ასეთ ნიჭიერ ადამიანებთან ერთ გუნდში ყოფნა. უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, მეხმარებიან ფორმა შევძინო ჩემს იდეებს. ვერ აგიღწერთ განცდას, როდესაც პირველად ვნახე ჩემი ნამუშევარი კატალოგში, საიტზე და კონფერენციაზე. სიამაყე, სიხარული და კმაყოფილების გრძნობა. სახალისო ისტორია იყო! ერთხელ ორილეიმთან თანამშრომლობით გავაკეთე ჩანთა, რომელზეც ჩემი, როგორც კოლექციის ავტორის, სახელი და გვარი იყო მითითებული. და რა მოხდა მერე? ფეისბუქზე უამრავი წერილი მივიღე ლათინური ამერიკის კონსულტანტებისგან მეგობრების სიაში დამატების თხოვნით, მივიღე აგრეთვე რამდენიმე შეტყობინება მეგობრებისა და ნაცნობებისგან. საკმაოდ მორცხვი ადამიანი ვარ, რთულად განვიცდი ხოლმე გადამეტებულ ყურადღებას. და ასეთ ეფექტს არ მოველოდი!  

რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
დარჩე საკუთარი თავის ერთგული, იყო გულწრფელი და ხალხს პატივისცემით მოექცე. ბუნება და მდგრადი განვითარება. ვფიქრობ, ისინი ურთიერთდაკავშირებული არიან. ჩემთვის გარემოზე ზრუნვა ტრენდი არ არის. ასეთი ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო. ძალიან ვაფასებ ორიფლეიმთან თანამშრომლობას. ეს კომპანია საერთოდ არ ჰგავს «ერთჯერად» ფეშნ-ბიზნესს. როდესაც ახალ კოლექციებს და პროდუქტებს ვიგონებ, ვქმნი მათ არა ერთი თვის ვადით, არამედ ისინი სეზონებზეა გათვლილი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მყიდველს არ უხდება ზედმეტის ყიდვა, აღარ არსებობს მობეზრებული ნივთების გადაგდების საჭიროებაც ახლის შეძენის მიზნით. ბიუჯეტის ეკონომია და ბუნების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სიხარულით ვიმუშავებ აქსესუარების კიდევ ერთ კოლექციაზე, რომელიც შეიქმნება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. ორიფლეიმი შვედური კომპანიაა, რომელსაც იცნობენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. და მეც ვგრძნობ, რომ ჩემი საქმიანობა კიდევ უფრო უკეთესს ხდის ჩვენს სამყაროს. 

გვიამბეთ აქსესუარების საზაფხულო კოლექციის შესახებ. რომელია ყველაზე საყვარელი ნივთები?

ჯერ ერთი, ეს არის შარფების ნაკრები ლურჯ-ნარინჯისფერი პრინტებით. თითოეული მათგანის ტარება უამრავი ხერხით შეიძლება: როგორც ტოპი, ქვედატანი, კაბა, ქამარი, ჩანთა ან დოლბანდი. ეს არის ჩინებული აქსესუარი საზაფხულო სეზონითვის, რომელიც ხელბარგში დიდ ადგილს არ დაიკავებს.

მეორე, პერფორირებული ჩანთა პატარა კოსმეტიკურ ჩანთასთან ერთად. დიდი ტევადობის და უნივერსალური დიზაინის წყალობით მისი ტარება შესაძლებელია როგორც პლაჟზე, ისე ოფისში.  

და მესამე, სამკაული! მიყვარს უნივერსალური გადაწყვეტა. საქმიანი შეხვედრა გაქვს? გაიკეთე კოხტა, ყურზე მიმჯდარი სყურეები, რომლებიც ნებისმიერ კომპლექტს მოუხდება. საღამოს წვეულებაზე მიდიხარ? დააფიქსირე ამავე საყურეზე ფოთლები-საკიდები, წააშველე სამაჯური ან თასმა მოოქროსფრო მეტალის ჩანთაზე.  მეტი სიკაშკაშე გსურს? დაამატე საკიდი ფერადი კრისტალებით.     

ტექსტი: ფოტო: ფრიდა სატტერბერგი