კანის მოვლა: 2022-ის სიახლეები
WAUNT: ბედნიერების ფორმულა შენი კანისთვის
2022 წელი იყო ბედნიერი კანის წელი! რატომ? რა თქმა უნდა, Waunt-ის ახალი ხაზის წყალობით! ამ ბრენდმა დაგვიპყრო Hydrosphere-ის ტექნოლოგიით, რომელიც ზრდის კანის დამცავ ფუნქციას, თავიდან აცილებს ტენიანობის დაკარგვას შიგნიდან, გარედან კი ქმნის აკვა აპკს, რომელიც ნელა ათავისუფლებს სინოტივისგან და უზრუნველყოფს კლინიკურად დამტკიცებულ ტენიანობას 24 საათის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ Waunt-ი ჯერ ერთი წლისაც კი არ არის, უამრავი პროდუქტი უკვე ბესტსელერი გახდა! ეს არის მხოლოდ რამდენიმე მათგანი: დღის კრემი «ძენ-ეფექტი» , გამწმენდი ბალზამი სახისთვის «გარდაქმნის ეფექტი» , ნიღაბი «განახლების ეფექტი» და რა თქმა უნდა სტიკი თვალების ირგვლივ კანისთვის «ახალი მზერის ეფექტი».
პროდუქტის დასახელებები თავად მეტყველებს საკუთარ თავზე. ჩვენ შეგვიყვარდა ბრენდი ღრმა დატენიანებისა და მაკიაჟის ეფექტით მოვლის გამო.
ახალი Tender Care
ლეგენდა, რომელმაც 2022 წელს საკუთარ თავს გადააჭარბა: შენი ფავორიტი ვარდისფერ ქილაში უფრო უკეთესი გახდა! ჩვენ გავაუმჯობესეთ ფორმულა, გავმდიდრდით იგი ბუნებრივი ზეთებით და ეხლა პროდუქტი შეიცავს 99,9% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ შეფუთვაზე - გავხადეთ იგი უფრო მოსახერხებელი და ეკოლოგიური.
2022 ფერებში: მაკიაჟის სიახლეები
ეხლა კი ვისაუბროთ იმ პროდუქტებზე, რომლებმაც ეს წელი ფერებით შეავსეს. დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ კოსმეტიკაზე. გაიცანით 2022 წლის ყველაზე შთამბეჭდავი მეიკაფ-სიახლეების!
43129 ტუში 360° დადებული წამწამების ეფექტით THE ONE
ინოვაციური დასაკეცი ფუნჯი პანორამული შეღებვისთვის, ასევე დადებული წამწამების მყისიერი ეფექტი. აბსოლუტური მასტჰევი კოსმეტიკურ ჩანთაში - ეფექტი დადასტურებულია კლინიკურად.
ფუნჯები მაკიაჟისთვის
შესაძლოა, თქვენი მაკიაჟი არასოდეს გამოიყურებოდა ასე კარგად. და საქმე ეხება არა მხოლოდ პროდუქტებს, რომლებსაც იყენებთ, არამედ იმას, თუ როგორ აკეთებთ ამას. მაკიაჟის ფუნჯების განახლებული კოლექციით, თქვენი მეიკაფი ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან იყავით ვიზაჟისტთან. ეს თავად ვიზაჟისტების აზრია!
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პუდრის ფუნჯს და ტონალურის ფუნჯს, ასევე ფუნჯებს თხევადი და კრემის ტექსტურისა და კონტურინგისთვის.
ულტრაკრემის ტუჩის პომადა 5 1-ში THE ONE Colour Stylist Ultimate
დიახ, დიახ, ეს ის პომადებია, რომლებიც ყველას აქვს ტუჩებზე!
პომადების ლიმიტირებული კოლექცია THE ONE Colour Stylist Ultimate – ეს არის სამი რბილი ნიუდი და სამი კაშკაშა ფერი THE ONE-ის 5 1-ში პომადის ყველა უპირატესობით: მკვრივი დაფარვა პირველივე წასმიდან, გაჯერებული ფერი, კრემიანი ფინიში, აქტიური დატენიანება და კვება, მდგრადი ფორმულა.
ულტრაპიგმენტირებული ტონალური ფუძე სტიკში THE ONE
ტონალური ფუძეს კომპაქტურ სტიკში მთლიანად მალავს კანის ნაკლოვანებებს, გაჩნია მყარი მქრქალი ფინიში, ატენიანებს კანს, იდეალურად დაიტანება და არ იგრძნობა სახეზე. დერმატოლოგიურად ტესტირებული ფორმულა შესაფერისია მგრძნობიარე კანისათვის.
ფერუმარილი-ბრონზერი ბურთულები Giordani Gold
ლეგენდარული ბურთები დაბრუნდა და უფრო უკეთესი გახდა!
განახლებული ფორმულა გამაახალგაზრდავებელი შრატით და ჰიალურონის მჟავით ხდის კანს უფრო სუფთა და ახალგაზრდა.
თითოეული ქილა შეიცავს 3 სახის ბურთულებია: ბრონზერი, ფერუმარილი და ჰაილაითერი – მაქსიმალურად ბუნებრივი მაკიაჟისთვის. სხვათა შორის, შეიძლება ბურთულების შერევა სასურველი ეფექტის მისაღებად.
წლის არომატები: რით დაგვამახსოვრდა 2022?
და რა თქმა უნდა, 2022 საუკეთესო გამოშვებების განხილვისას, არომატების შესახებ გაჩუმება შეუძლებელია!
Eclat Nuit
წყვილი არომატი გახდა 2022-ის პირველი პარფიუმერული გამოშვება.
პირველად ბრენდმა Eclat-მა წარმოადგინა არომატი პარფიუმერული წყლის კონცენტრაციით! და ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ გამძლეობას და ინტენსივობას ყოველ ნოტში. Eclat Nuit-ის არომატები შთაგონებულია ღამის პარიზის რომანტიკით, ქალაქის, სადაც სიყვარულს არასოდეს სძინავს.
ქალის პარფიუმერული წყალი Eclat Nuit
ამ ბოჰემურ სურნელს ხსნის ლურჯი მოცვის, ატმის და ხავერდას ხასხასა ნოტები. კომპოზიციის შუაგულში კლასიკური ჟასმინია და ამ ყველაფერს ასრულებს ვანილის, მუშკის და პაჩულის მგრძობიარე შლეიფი.
მამაკაცის პარფიუმერული წყალი Eclat Nuit
მანდარინისა და ბერგამოტის მხიარული ნოტები, როზმარინის სიმწარე და პიკანტური ნემსიწვერა კონტრასტირებს ამ ბრწყინვალე არომატში შავი ტყავის მგრძობიარე დასრულებით.
Nordic Waters
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ზაფხული ბევრს დაამახსოვრდება თავისი საოცრად სურნელოვანი არომატით, რომელიც განასახიერებს შვედეთის წყლების სიგრილეს. არომატები ეფუძნება Nordic Waters-ის ექსკლუზიურ აკორდს, რომელიც შექმნილი Cascalone® მოლეკულის საფუძველზე და ანიჭებს წყლის გამაგრილებელი წვეთების შეგრძნებას ცხელ კანზე.
მამაკაცის პარფიუმერული წყალი Nordic Waters
Nordic Waters-ის გრძნობების ამაფორიაქებელი საავტორო აკორდი და იის ფოთლების და ლიმნის გამამხნევებელი ნოტები.
ქალის პარფიუმერული წყალი Nordic Waters
ხილის ნახევარტონების და ოკეანეს მოლეკულის მინერალური ნიუანსების გამახალისებელი სიმსუბუქე გაძლიერებულია ცქრიალა ლიმნის სურნელით. ქალის პირველი აქვა არომატი Oriflame-ის კოლექციაში!
და რა თქმა უნდა Giordani Gold-ის ძვირფასი სიახლეები: კლასიკური სურნელების ხელახალი გაშვება თუ რაღაცა ახალი:
პარფიუმერული წყალი Giordani Gold Good as Gold
ეს არომატი შექმნილია იმისათვის, რომ გარდაქმნას თქვენი ცხოვრების თითოეული მომენტი სუფთა ოქროდ აქციოს.
მდიდრული აკორდი «ოქროს ბზინვარება» შექმნილია ფლორდორანჟის ყვავილის ფურცლების მზიანი ნოტებისა და საგულდაგულოდ შერჩეული ზაფრანის ექსტრაქტისგან – ძვირფასი სანელებლისა, რომელიც ფორთოხლის ყვავილთან ერთად სურნელს განსაკუთრებულ ოქროსფერ აურას ანიჭებს.
პლანეტაზე ზრუნვით: 2022-ის ნატურალური სიახლეები
რაც შეეხება სხეულის მოვლის საშუალებებს, 2022 წელს ძირითადი აქცენტი გაკეთდა ეკოლოგიურობასა და პლანეტების ჯანმრთელობაზე. Love Nature – ამ წლის სიახლეების «მთავარი სპონსორია». შხაპის გელები, კრემები, შამპუნები ახლა უკვე გაუმჯობესებული ფორმულით, რომლებშიც უფრო მეტი ბუნებრივი ექსტრაქტია და უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს პლანეტას.