ბლოგერები Lip Sensation ტუჩის საცხის შესახებ

6 ბიუთი-ბლოგერმა მსოფლიოს ყველა კუთხიდან საცდელად კომპანია ორიფლეიმისგან მიიღო სიახლე – თხევადი ტუჩის საცხი-მუსი Lip Sensation, რომელმაც შთააგონა ისინი სხვადასხვა იმიჯის შესაქმნელად.

მექსიკა
ალექსანდრა ივანიშევიჩი, MexAlex
ფერი: კარამელი

"მე ვერ ვიტრაბახებ სახის გამოკვეთილი, მსხვილი ნაკვთებით და ამიტომ უპირატესობას ვანიჭებ გლუვ ეფექტს ის ერთი შეხედვით ადიდებს ჩემს ტუჩებს. ამიტომ მე შევქმენი ასეთი იმიჯი:  ბუნებრივი მაკიაჟი და მსუბუქი სამოსის სინთეზი.  შედეგად,  ჩემი ტუჩები აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში და გლუვი ეფექტის შემთხვევაში ეს ზუსტად ისაა რაც მჭირდება. მარტივი და გამომხატველი".

დიდი ბრიტანეთი
ნატაშა ნგანი, Girl in the Lens
ფერი: მარჯნისფერი


"მაკიაჟი გლუვი ეფექტით ყოველთვის შთამბეჭდავია და ძალიან სექსუალურად გამოიყურება. თუ არჩევანი გავაკეთე გლუვ ტუჩის საცხზე, შესაბამისად მაკიაჟს ბუნებრივ ფერებში ვიკეთებ კონტურული ფანქარი და ცოტა პუდრი, სრულიად საკმარისია. ტუჩების გამოსაკვეთად თმას ვიკრავ, ხოლო ტანსაცმლიდან უპირატესობას ვანიჭებს თეთრ პერანგს და ჯინსებს. ხოლო იმისთვის, რომ ჩემს იმიჯს შევმატო მეტი ელეგანტურობა, საკმარისია ფეხსაცმელი ქუსლზე. საღამოს წვეულებისთვის იმიჯის შესაქმნელად კაბას ვუხამებ ტუჩის საცხს ზაფხულში განსაკუთრებით კარგად გამოიყურება მარჯნისფერ ფერთ გამა".


"არ შეგეშინდეს ექსპერიმენტის ჩატარება: ეს შენი შანსია გამოიყურებოდე შესანიშნავად!"

რუსეთი
ვიქტორია მოისეევა, Koffka the Cat
ფერი: ქლიავისფერი


"გემრიელი, მოდური და სუპერ უნივერსალური ტუჩის საცხი, რომელიც იდეალურად ერწყმის ნებისმიერი კანის ტონს.  ქლიავისფერი ჰაეროვანი მუსი დნება ტუჩებზე და ქმნის წარმოუდგენლად გლუვ საფარს. ამიტომ მე მომინდა გოთიკური იმიჯის შექმნა, მაქსიმალურად ბუნებრივი თვალებითა და წარბებით".

ჩეხეთი
ადელა მაზანკოვა, The Aesthet
ფერი: კარამელი

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივობა, როგორც მაკიაჟში ასევე ტანსაცმელშიც: ამიტომ მე უბრალოდ შემიყვარდა ორიფლეიმის ახალი საცხის ბუნებრივი ფერი. გლუვი და დამატენიანებელი ის იდეალურად უხდება ჩემს ტუჩებს. არაწებოვანი ტექსტურა, დიდხანს ინარჩუნებს მდგრადობას. ის სწრაფად იქცა ჩემს უსაყვარლეს პროდუქტად.  საცხის გლუვი საფარი ერწყმის ნებისმიერ ჩაცმულობას.

ტუნისი
ფატიმა ზახი, Street Style Tunisia 
ფერი: მარჯნისფერი

"მე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ტუჩის საცხის გარეშე. მიყვარს ექსპერიმენტები, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებს წითელ ფერთა გამას ნებისმიერ სიტუაციაში. ამასთან ერთად, ასეთი იმიჯის შესაქმნელად არაა საჭირო დიდი ძალისხმევა ტუჩის საცხი თვითონ ახდენს ეფექტს".

პორტუგალია
სოფია ნოვალის დე პოლა, Diario de Batom
ფერი: წითელი


"მე მომწონს ტყავის ტანსაცმელი და ეს მუსი-ტუჩსაცხი იდეალურად ერწყმის ჩემს ჩაცმულობას. მე მასში ყველაფერი მომწონს: ის იოლად ისმევა და უნარჩუნებს ტუჩებს სირბილეს და მდგრადობას. ჯერ ვიხატავ ტუჩებს კონტურული ფანქრით, შემდეგ კი ვისმევ საცხს. თუ ხელმეორედ მჭირდება მისი წასმა, ვსარგებლობ მაკიაჟის მოსაშორებელი სითხით ან სველი ხელსახოცით. თუ არასოდეს არ წაგისვავს გლუვი საცხი, არ შეგეშინდეს ექსპერიმენტის ჩატარება: ეს შენი შანსია გამოიყურებოდე შესანიშნავად".





ტექსტი: