ირინა გორბაჩოვას ანტიკასტინგი

ირინა გორბაჩოვა, მსახიობი და Instagram-ის ვარსკვლავი, რომელმაც ორიფლეიმის ახალ ვიდეო რგოლში ხუთი როლი შეასრულა მოგითხრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია იყო გაბედული და იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, როგორ გააღვიძო საკუთარ თავში ქალურობა და, რატომ არის აუცილებელი ნებისმიერ სიტუაციაში მოუსმინო, გიყვარდეს და გესმოდეს საკუთარი თავის.

თქვენთვის ნაცნობია სიტუაცია, რომელშიც ჩვენი ვიდეო რგოლის მთავარი გმირი აღმოჩნდება – როცა თავად აანალიზებ, რომ გაფასებენ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაც თქვენთან არანაირი კავშირი არ აქვთ? 
მსგავსი რამ გამოვცადე, როცა მოზარდი ვიყავი. და, თუ თვითდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდი მაშინ მხარდაჭერას გარშემომყოფთა შორის ეძებ. მე ვერ ვაცნობიერებდი ჩემს ქალურობას. ვიცმევდი და ბიჭივით ვიქცეოდი, დროის უმეტეს ნაწილს კი ბიჭების კამპანიაში ვატარებდი —  მე ხომ ორი ძმა მყავს. თუმცა, როცა წვეულებაზე წასვლას ვაპირებდი, ვიკეთებდი მაკიაჟს და ისე გავდიოდი ქუჩაში. საკმარისი იყო ნაცნობის გამოჩენა, რომ სახლში მოვრბოდი და პირს ვიბანდი, მეშინოდა, რომ დამცინებდენ.

 

როგორ დაძლიეთ ეს პრობლემა?
თავიდან მინდოდა ყველა გამეოცებინა: გავიკეთე პირსინგი, შევიღებე თმა. შემდეგ დავიწყე თვითგანვითარება, კითხვა, მოგზაურობა... 14 წლის რომ ვიყავი ჩემი მეგობარი მომწონდა და მასაც მოვწონდი. ერთმანეთს ვხვდებოდით ერთი კვირის მანძილზე, მაგრამ შემდეგ შემეშინდა საკუთარი თავის და ქალურობის — ძალიან უცხო და უცნაური იყო, რომ მანამდე ამას ჩემს თავში ვერ ვამჩნევდი და ვერ ვაცნობიერებდი  —  და გადავწყვიტე დავშორებოდი.

ამ ისტორიას და ადამიანს შორის, რომელსაც ინსტაგრამზე 2 მილიონი მიმდევარი ჰყავს დიდი კონტრასტია.
ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა თეატრალურმა ინსტიტუტმა. პედაგოგები მაიძულებდნენ, რომ კაბა ჩამეცვა —  მე კი ბოლომდე ვეწინააღმდეგებოდი, თუმცა ჩემს ქალურობას უკვე საკმარისად აღვიქვავდი. ერთხელ, კი მეგობარ გოგოსთან ერთად ბარსელონაში ორი კვირით გავემგზავრე დასასვენებლად და ვიგრძენი რომ ქალი ვარ, ლამაზი, მიმზიდველი, რომ მამაკაცები ყურადღებას მაქცევენ და მე ეს მსიამოვნებს. შემდეგ იყო შემოთავაზებები ფოტოსესიებზე, რაც გარდამავალ ეტაპად იქცა ჩემს ცხოვრებაში. როცა გიკეთებენ მაკიაჟს, განსხვავებულად გაცმევენ შენი გარდასახვა ხდება. თავდაპირველად ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ორგანული ყოფილიყო ჩემთვის. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ბევრი ფიქრი საჭირო არ არის, რომ ბუნებით ასეთი ვარ. მე მიყვარს მხიარულება და გარდასახვა. ფოტოგრაფებმა, რომლებთანაც მომიწია მუშაობა შემმატა საკუთარ სილამაზესა და მომხიბვლელობაში თავდაჯერებულობა, დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი მე მეკუთვნის.

როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ქალბატონებს იყვნენ თავდაჯერებულნი საკუთარ სილამაზეში?
50 წელს გადაცილებული ბევრი ქალბატონი თავიანთი 18-19 წლის სურათების დათვალიერებისას აღნიშნავს, რომ საკუთარი თავი ამ ასაკში არ მოსწონდათ. ნუთუ ეს შესაძლებელია? ადამიანები ცხოვრობენ გრძნობით, რომ ლამაზები არ არიან! ჟურნალებში რა თქმა უნდა, ყველაფერი ლამაზია — ყოველგვარი იუმორის, თამაშის და ირონიის გარეშე. ჩვენ არ შევესაბამებით ჟურნალში არსებულ გამოსახულებებს, რომელსაც შურის თვალით ვუყურებთ, არ გვიყვარს და არ ვაღიარებთ საკუთარ თავს. ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ბავშვს არ ეუბნებიან, რომ ის უნიკალური და განუმეორებელია, რომლითაც ის ცხოვრობს და დისჰარმონიაშია გარე სამყაროსთან.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გაამართლოთ გარშემომყოფთა მოლოდინი?
გაამართლო მოლოდინი — დაუფასებელი შრომა. რა თქმა უნდა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მამამ, დედამ, ბებიამ და მეუღლემ ჩემით იამაყონ, ამიტომ ყოველთვის გადაწყვეტილების მიღებისას მათზე ვფიქრობ. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი უნდა გეყოს გამბედაობა იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, სხვების მიბაძვის გარეშე.

შეატყობინე მთელ სამყაროს, რომ სილამაზე ხელოვნური სტანდარტების მიღმაც არსებობს! ცნობილი ბლოგერები და ორიფლეიმის წარმატებული ლიდერები უკვე შემოუერთდნენ ანტიკასტინგის მოძრაობას, გაგვიზიარეს ჭეშმარიტი სილამაზის ისტორიები. იხილე ნომინაციები და შენც შემოუერთდი ანტიკასტინგს.

ტექსტი: ფოტო: Oriflame