იდეალური დღე ფრანგულად ფრანსუა ეკლასგან

ჭეშმარიტ ფრანგ ქალებზე ლეგენდები დადის: ქალურობის, ბუნებრივი სილამაზისა და მიმზიდველობის ეტალონი, რომლის ცდუნებასაც ვერავინ უძლებს. რომელ გოგონას არ უცდია ამ იმიჯის მორგება! მოემზადე და აქციე 8 მარტი განსაკუთრებულ დღედ: ჩვენმა ექსპერტმა - ფრანსუა ეკლამ ელეგანტური ფრანგი ქალბატონების შთაგონებით შეადგინა გეგმა.

ნუ იჩქარებ მაღვიძარასთან ერთად ადგომას

ფრანგი ქალის დილა — ეს არის შესაძლებლობა დარჩე მარტო საკუთარ თავთან და შეიქმნა მშვიდი განწყობა მთელი დღით. არავითარი სისწრაფე და სტრესი, მა შერი! შეანელე მოქმედებები, მიეცი საკუთარ თავს ამის უფლება. საწოლიდან წამოდექი მაღვიძარას ხმის გაგონების შემდეგ 5-10 წუთში: გაიზმორე, წარმოიდგინე რაიმე სასიამოვნო, რაც დღეს გადაგხდება თავს. მშვიდად მოიმზადე საუზმე და აირჩიე სამოსი, ნაცვლად იმისა, რომ ჩაიცვა პირველივე ჯინსის შარვალი, რომელიც ხელში მოგხვდება და მშიერი გაიქცე სახლიდან.

 

მოამზადე საუზმე — სასარგებლო, მაგრამ გემრიელი

იდეალური საუზმე ფრანგულად - ეს არის ყავა საწოლში, რომელიც სხვამ მოამზადა შენთვის. მაგრამ, თუ შენ დღეს გადაწყვიტე საკუთარ თავთან მარტო დარჩე, მაშინ დაივიწყე იოგურტები და შვრიის ფანტელები! აირჩიე სასურველი საუზმე ფოტოდან, რომელზეც თვალი გქონდა დადგმული. ფაფა კენკრით, ლამაზი ტოსტი, ან მაჭკატები. აუჩქარებლად გააწყვე ყველაზე ლამაზი სერვიზი და მოიმზადე საუზმე. ფრანგებს უყვართ კვების პროცესის რიტუალად ქცევა: მათ შეუძლიათ სუფრასთან საათობით ჯდომა, გემოებითა და საუბრით დატკბობა. თუ კერძი ჯანსაღია, ესე იგი გემრიელი და ლამაზია, საკუარი ღავის კრუასანით განებივრება კი მიზეზისა და დანაშაულის შეგრძნების გარეშეც დასაშვებია.

 

მოუარე თავს

ფრანგებს უყვართ მოვლის საშუალებები, განსაკუთრებით სხეულისთვის. ლოსიონის არჩევა საყვარელი არომატით, კანის დატენიანება და მსუბუქი მასაჟი - აი ზრუნვა და სიყვარულის ნამდვილი გამოვლინება ფრანგულად. მათ შეუძლიათ უყვარდეთ თავიანთი სხეულის თითოეული სანტიმეტრი და არ ღელავენ რამდენიმე ზედმეტ კილოგრამზე. ფრანგები დარწმუნებულნი არიან თავიანთ მშვენიერებაში - და ეს თავდაჯერებულობა გადაეცემა გარშემო ყველას. დაიწყე დღე საკუთარ თავზე ზრუნვით. დღესასწაულის აღსანიშნად კი ქაფიანი აბაზანის მიღებაც კი შეიძლება - დიახ, დილიდან!

 

შექმენი ფრანგული სტილი

ფრანგები არასოდეს აუთოებენ სამოსს და არ ირჩევენ იდეალურ კომპლექტებს: მათ უყვართ როდესაც გამოიყურებიან ისე, თითქოს რამდენიმე წუთი დახარჯეს მომზადებაზე. დამერწმუნე, ეს ასეც არის! კლასიკური ფრანგული მაკიაჟი - ბუნებრივი, სქელი ტონალური ფენისა და მუქი ჩრდილების გარეშე. მსუბუქი ბზინვარება კანზე, სქელი წარბები, ფაფუკი წამწამები და მკვეთრი ტუჩის საცხი. იმიჯის მთავარი აქცენტი არომატია. მის გარეშე ნამდვილი ფრანგი ქალი მეზობელ ბულანჟერიაშიც კი არ მიდის კრუასანის შესაძენად. ამ გაზაფხულს აირჩიე მსუბუქი და ქალური ECLAT LAMOUR იის, ზამბახის და კედარის ნოტებით.

 

ისიამოვნე ყურადღებით

წელს მე ვაქცევ 8 მარტს დაუვიწყარ დღედ, შეღი! მე შენთვის მოვამზადე განსაკუთრებული მოლოცვა: ნამდვილი ფრანგული სიმღერა. გადადი საიტზე GE.SPRINGORIFLAME.COM და ისიამოვნე პერსონალური სიმღერით!

 
ტექსტი: ფოტო: Oriflame