როგორ აღვზარდოთ ლიდერი და შევქმნათ საკუთარი ბრენდი?

ლიდერის აღზრდა ბავშვობიდან უფრო ადვილია. ოქსანა სელენდეევა უფრო შორს წავიდა: 2016 წლის ბოლოს მან შექმნა პროგრამირების სკოლა CODDY (coddyschool.com) 5-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, სადაც ასწავლიან გადაწყვეტილებების მიღებას და პოტენციალის გახსნას თამაშების, კოდირების, დიზაინის, კრეატიული პროექტების და მეწარმეობის გზით. ჩვენ ოქსანას, Coddy-ის ერთ-ერთ ოფისში შევხვდით მოსკოვში და ვისაუბრეთ ტექნოლოგიების და მუდმივი სწავლების მნიშვნელობის, საკუთარი ბრენდის, ლიდერობის და მოლაპარაკებების შესახებ — ყოველივე ის, რაც ახლა თითოეულ ადამიანს სჭირდება.

ოქსანას ერთი წელიც კი არ დასჭირდა CODDY-ის განყოფილებების შესაქმნელად მოსკოვში და პარტნიორების მოსაზიდად სანქტ-პეტერბურგში, სამარაში, კაზანში, როსტოვში. მოსკოვის განყოფილებებში 250 ბავშვი სწავლობს. სკოლას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: Programming — ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კოდის დაწერასთან (საიტების, აპლიკაციების და თამაშების შექმნა). Creative & Art — დიზაინის შექმნა პროგრამა-ილუსტრატორების და ვიდეოს დამუშავების მეშვეობით. განვითარება — დიზაინ-აზროვნება, ორატორობა, ფინანსური საკითხების შესწავლა, თამაში "გო". სულ — 50 მიმართულებაზე მეტი. 

სოციალური ქსელები და პირადი ბრენდი

«თუ ჩვენ კომპანია ორიფლეიმის შესახებ ვსაუბრობთ, ყოველი ადამიანი პირადი ბრენდია. ძალიან მნიშვნელოვანია სათანადო რეპუტაციული ველის შექმნა. ის, რაც ადამიანს მასებისთვის მოაქვს, იქნება ბრენდის და მისი საკუთარი თავის ნაწილი. მე ერთ-ერთ თქვენს ღონისძიებას დავესწარი. თავიდან სპეციფიური მომეჩვენა, მაგრამ, საღამოს დასასრულს —  არ ვიცი, რა მოხდა —  ვიდექი სცენასთან, ტაშს ვუკრავდი, დავხტოდი და ვყვიროდი „ორიფლეიმ! ორიფლეიმ!“ ეს ენერგეტიკაა! იმ ხალხის ენერგეტიკა, რომელიც ჩემს გვერდით იყო. ის ძალიან გულწრფელი და გამჭვირვალე იყო, ეს შინაგანი ძალა იყო. ის, რაც ყველა ლიდერს სჭირდება».

 

რაც არ უნდა თქვა იმის შესახებ, რომ ჩვენს დროს ეზოში დავრბოდით, ველოდით პროგრამას „სტუმრად ზღაპართან“, ყველაფერი იცვლება. ჩვენ ტელეფონებსა და პლანშეტებში „ვსხედვართ“, რასაც ათი წლის წინაც კი ვერ წარმოვიდგენდით. იგივე მოხდება ტექნოლოგიებთან დაკავშირებითაც, ბავშვს არ უნდა ეშინოდეს მათი. როდესაც ბავშვი პროგრამირებას, დიზაინის შექმნას ან სხვა ტექნიკურ მეცნიერებას სწავლობს, ის უფრო მეტად მომზადებული ხდება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, უმაღლეს სასწავლებელში (არა რომელიმეში, არამედ კარგში) ჩაბარებისთვის. ასეთი ბავშვი წინ უსწრებს თანატოლებს. 

ტექნოლოგიების მნივნელობა 
«ჩვენ არ ვამბობთ, რომ თითოეული მათგანი პროგრამისტი უნდა გახდეს. ჩვენ გვსურს, ბავშვებში განვავითაროთ ლოგიკა, სისტემური აზროვნება, მეხსიერება, ლოგიკური კავშირების აწყობის და ანალიზის უნარი, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გვსურს, რომ ბავშვი ჭკვიან ადამიანად იქცეს, თუმცა, ასეთი მცნება არც არსებობს. თითოეულ მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა შესძლოს საკუთარი თავის რეალიზება მომავალში და ასეთივე მოტივაცია აქვთ ჩვენი ბავშვების მშობლებსაც. ჩვენ გვსურს, ბავშვებს მივცეთ ახლის შესწავლის შესაძლებლობა, მშობლებს კი — იმის შესაძლებლობა, რომ მიაგნონ იმას, რაც ბავშვს აინტერესებს. თუ მიზანი ნათელია, ინსტრუმენტები კი ცნობილი, ბავშვების მომზადება შესაძლებელია ჩვენზე უკეთესი ცხოვრებისთვის». 

ვინ არის და როგორ უნდა გახდე ლიდერი 
«ლიდერის 70% — ცხოვრებისეული გამოცდილებაა. მე არ მინახავს ლიდერები, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ საკითხები საკუთარ თავთან. ყველა გახსნილი და კარგი ადამიანია. რის ხარჯზე? საკუთარ თავში გაერკვნენ. ეს კი ნიშნავს, რომ ხალხშიც ერკვევიან. არ ფიქრობენ იმაზე, თუ სად აიღონ, ნაცვლად ამისა, ფიქრობენ, როგორ გასცენ, როგორ შექმნან სინერგია ადამიანებს შორის. დანარჩენი 30% — ფუნდამენტალური რამაა, რაც ვითარდება სამუშაო გამოცდილების, შრომისმოყვარეობის, ცოდნის წყურვილის და მსხვერპლის შედეგად.         

ადამიანი თავად იწყებს წინსვლას და მიჰყავხარ ახალი იდეის, პროექტის ან აზრისკენ. მასაც და შენც სინთეზი გამოგდით. ეს ჩვევა გამომუშავდება. მაგრამ, თავიდან ცოტაოდენი მოთმინება გმართებს. ცხოვრება ჩვევებისგან შედგება — კარგი და ცუდი ჩვევებისგან. რაც უფრო მეტ კარგ ჩვევას გამოიმუშავებ, მით უკეთესი იქნები. დღეში ნახევარი საათის განმავლობაში იკონტაქტე ჭკვიან ხალხთან. და როგორც კი ჩვევა განგიმტკიცდება, ახალზე გადადი. ასე ყოველთვის მოთხოვნადი იქნები და გზიდან ვერავინ გადაგახვევინებს».

მოლაპარაკებები: შეძენილი თუ გამომუშავებული ცოდნა 
«ჩემი აზრით, ეს არის გამოცდილება და თავდაჯერებულობა. არის ერთი ასეთი კარგი წიგნი "არასოდეს ჭამო მარტომ".  გირჩევთ მის წაკითხვას, მაგრამ, დაახლოებით მე-40 გვერდიდან (იცინის). რაში მდგომარეობს მისი არსი? თუ გინდა, რომ ვინმემ რაიმე გაგიკეთოს, ჯერ გაარკვიე, რა უნდა ამ ვინმეს. ეს ემპათიის საფუძველია. გაიგე კომპანიის პოტენციური საჭიროება და ამოცანები, შემდეგ კი მოიფიქრე, რით შეგიძლია მას დაეხმარო საკუთარი ბიზნესის ან პროექტის მეშვეობით. 

მოლაპარაკებებზე, დროის 90% საკუთარ თავზე არ საუბრობ. საუბრობ ცხოვრების, მიზნების და კონკურენტების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა ხდება მათთან. 

საქმიანი სამყარო ისევე ვითარდება, როგორც არაფორმალური. მთელი ბიზნესი სწორედ ხალხია. ხალხი, რომელმაც იცის კომუნიკაცია, პატივისცემის გამოხატვა, დაინტერესება, სწორედ ასეთი ხალხი იპყრობს მსოფლიოს. რამდენ კარგ ხელმძღვანელს ვიცნობ და ყოველი მათგანი კომუნიკატორია. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ კარგად კონტაქტობენ და მათ გვერდით ყოფნა სასიამოვნოა».

ტექსტი: ფოტო: Coddy / პირადი არქივიდან