სიტყვა ლიდერს: ინტერნეტში წარმატებული მუშაობის 4 რჩევა

ჩვენ ვთხოვეთ ოთხ სწრაფად მზარდ მსოფლიო ლიდერს, მოეცათ ჩვენთვის ონლაინ ბიზნესის წარმართვის რჩევა. და აი რა თქვეს მათ.

ოლგა და რობერტ შაიმარდანოვები (რუსეთი)

«მთავარი რჩევა წარმატებული ონლაინ ბიზნესის შესაქმნელად — ხარისხიანი და რეგულარული კონტენტი სოციალურ ქსელებში და დიდი აუდიტორიის მოცვა. ინსტრუმენტებისგან ჩვენ დაგვეხმარა ჩატები და ვებინარული ოთახი. მათ მოგვცეს სწრაფი კომუნიკაციის შესაძლებლობა პარტნიორებს შორის და დახმარება გაგვიწიეს სწავლების სისტემის აწყობაში».


მეგან სტრიკლენდი (ინგლისი)

«თქვენ არ შეგიძლიათ ძლიერი და დიდი გაერთიანების შექმნა სოციალურ ქსელებში მუდმივი უკუკავშირის გარეშე. წინასწარ გაითვალეთ აუდიტორიის შესაძლო რეაქციები და მოამზადეთ პასუხები ყოველივე მათგანზე. უპასუხეთ დადებით გამოხმაურებებს და კონსტრუქციულ კრიტიკას, ხოლო დესტრუქციულ შეტყობინებებს სჯობს იგნორირება გაუკეთოთ».

სინდი სილმეა (ინდონეზია)

«ყველაზე მთავარია — შექმენით ძლიერი ბრენდი სოციალურ ქსელებში. გაუზიარეწთ თქვენი ოცნებები, მიზნები და ამბიციები. მოყევით თქვენი ისტორიები. მოიწვიეთ ახალი ადამიანები ცხოვრების ისეთი სტილით იცხოვრონ, რომელზეც ისინი ოცნებობენ. სოციალური ქსელები — იდეალური ადგილია ამისათვის». 

დიანა და ხუან პაბლო (მექსიკა)

«მოყევით სოც. ქსელებში თქვენი გუნდის წარმატების შესახებ — გადაიღეთ ვიდეო, შექმენით ისტორიები და გადით პირდაპირ ეთერში. ასეთი მეთოდიკა ორმაგ ეფექტს იძლევა: დანარჩენებს თქვენი გუნდის მიღწევებს აჩვენებს და იზიდავს ახალ ადამიანებს. «თუ მათ ყველაფერი გამოსდით, მეც გამომივა!» — ფიქრობენ ისინი. წარმატების კიდევ ეწრთი ფაქტორი — რეალური ხალხი. ყველა დაიღალა ლამაზი პროდუქტების ფოტოსურათებისგან და აქციებისგან. მომხმარებლები რაღაც სხვას ეძებენ, რაც ემოციებსა და გრძნობებს იწვევს. ეს რეალური ადამიანების ისტორიებია, ამიტომ მოყევით მათზე სოციალურ ქსელებში.

ტექსტი: ფოტო: ოლგა და რობერტ შაიმარდანოვები, მეგან სტრიკლენდი, სინდი სილმეა, დიანა და ხუან პაბლო