პაიცარ ნერსესიანი, სომხეთი
სილამაზე შიგნიდან მოდის
ანიკასტინგზე მეგობრებმა დამასახელეს — ჩემზე და ჩემს ვაჟიშვილზე დაწერეს. ის ჭკვიანი და თამამი ბიჭია, მას ბავშვთა ცერებრული დამბლა აქვს, თუმცა ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს და ცოტა ხნის წინ სიარულიც დაიწყო დამხმარე დამჭერებით! მომდევნო მიზანი დამოუკიდებლად სიარულია.
ლამაზი ადამიანი — გულწრფელი ადამიანია, როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემომყოფებთან. წესიერი, კარგად აღზრდილი და ჭკვიანი. სილამაზე შიგნიდან მოდის: თუ ეს ყველაფერი გაქვს, მაშინ სახეზეც აისახება.
ჭეშმარიტი სილამაზე ერთი შეხედვით ჩანს! არსებობენ მოვლილი და მოწესრიგებული ადამიანები. უყურებ მათ სახეებს და თითქოს კედელს ეჯახები: თვალები არაფერს გეუბნებიან, შინაგანი სიცარიელე მოდის. ჩვეულებრივი ადამიანები გაცილებით ლამაზები არიან.
ელზა ავქოფაშვილი, საქართველო
საკუთარი თავის რწმენა
მე საქართველოდან ვარ. ვცხოვრობ ქალაქ თბილისში ოჯახთან ერთად. ორიფლეიმში უკვე 14 წელია ვმუშაობ. პროექტ ანტიკასტინგის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, ხოლო ნომინაციაში გამარჯვება და ვარშავაში გამგზავრება ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო.
ჩემთვის სილამაზე პირველ რიგში ნდობა, გულწრფელობა და საკუთარი თავის რწმენაა. უმნიშვნელოვანესია ის, თუ რას ხედავენ ჩემში ადამიანები, ჩემი ახლობლები. ისინი მეხმარებიან გავხდე უფრო თავდაჯერებული, გამოვამჟღავნო ის თვისებები, რასაც სხვები აფასებენ ჩემში.
ვფიქრობ ადამიანის სილამაზეს ერთი შეხედვით ვერ შეამჩნევ. საჭიროა გარკვეული დრო, რომ ადამიანებმა შეძლონ ამ სილამაზის დანახვა.
ანნა დუნეცი, ბელორუსია
სილამაზე განსხვავებულობაშია
ადრე ვფიქრობდი: «ნუთუ რთულია მოდელობა?». ამ წიგნის გადაღებებზე მივხვდი, თუ რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ ერთი კარგი კადრი გამოვიდეს. დავინახე, რომ ყველანი განსხვავებულები ვართ და ჩვენი ძალა ინდივიდუალიზმსა და განსხვავებულობაშია.
მე უმცროსმა დამ — მარიამ დამასახელა. ეს ძალიან სასიამოვნო და ემოციური იყო. დებს შორის ურთიერთობაში ყოველთვის არის კამათიც, გაუგებრობებიც, ჩვენ კი პირიქით, ძალიან ვმეგობრობთ, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
მისთვის ეს ნომინაცია იყო ერთ-ერთი გზა გადმოეცა ჩემთვის თავისი სითბო და სიყვარული. ნამდვილი სილამაზე ერთი შეხედვით არ ჩანს. ვფიქრობ, რომ ჩემი სილამაზე სიკეთესა და გულწრფელობაშია. ყოველთვის ვცდილობ ყველა ადამიანში დავინახო მისი საუკეთესო მხარე.
ნატალია შმიდტი, რუსეთი
სილამაზე ღიმილშია
ყოველთვის მინდოდა მსახიობის როლის მორგება. ვარშავაში გადაღების დროს ვარსკვლავად ვიგრძენი თავი. ემოციებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, გარშემო საქმიანი აურა და უდიდესი ყურადღება სუფევდა.
ჩემი სილამაზე - სამყაროს აღქმაშია. მე ვტკბები სიცოცხლით და ვაფასებ თითოეულ წუთს, ყურადღებით ვეპყრობი ადამიანებს, მიყვარს ჩემი ოჯახი და მშობლები. ნამდვილი სილამაზე ერთი შეხედვით ჩანს. ეს სულიერი მდგომარეობაა, ეს ღიმილია. როდესაც ადამიანი იღიმის, იგი აუცილებლად იღებს საპასუხო ღიმილს.
შეიძინე ანტიკასტინგის წიგნის სპეციალური გამოშვება და გაეცანი დანარჩენი გამარჯვებულების ფოტოსესიას და ინტერვიუს.