ქ. ვარშავას მახლობლად მდებარე უშველებელი სახლი ოთხი დღით გადაიქცა გადასაღებ მოედნად. კომპანია ორიფლეიმმა აქ მოიწვია 13 გმირი რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, ყაზახეთიდან და მოლდოვადან, რათა ყველას აჩვენოს, თუ რა არის სილამაზე. ბევრ მათგანს მანამდე არ უმოგზაურია მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ზოგიერთი პირველად მოხვდა პოლონეთში.
არცერთი გმირი არ ელოდა, რომ მთავარ როლში აღმოჩნდებოდა და გახდებოდა პროექტ "ანტიკასტინგის" რჩეული. პროფესიონალთა საერთაშორისო გუნდი სიყვარულით და პროფესიონალური მიდგომით ქმნიდა ახალ იმიჯს თითოეული მონაწილისთვის: მაკიაჟს, ვარცხნილობას, მანიკურს. გადაღებებს ატარებდა ცნობილი გლამურული ფოტოგრაფი აგატა პოსპეჟინსკა.
აგატა პოსპეჟინსკა მუშაობს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან და იღებს ფოტოებს მოდის წამყვანი ჟურნალების ყდებისთვის. გადასაღებ მოედანზე აგატა ცდილობს შექმნას უშუალო გარემო, რათა გმირებმა თავისუფლად იგრძნონ თავი: «მე არ ვაიძულებ მათ არაბუნებრივ და უმოძრაო პოზებში გადაღებას. ჩემი მისიაა ავსახო მათი ბუნებრივი და ჭეშმარიტი სახე. თითოეული კადრი უნდა იყოს ნამდვილი».
გმირები ბედნიერები იყვნენ ნომინაციებით, მადლობას უხდიდნენ ახლობლებს და მეგობრებს თბილი სიტყვებისთვის და ვერ მალავდნენ ემოციებს. ისინი არიან არაორდინალური, თამამი და განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აღწევენ წარმატებას საკუთარ საქმეში, ზრდიან შვილებს და შვილიშვილებს, კარგად უთავსებენ ერთმანეთს ოჯახს, ბიზნესს და ხელოვნებას, შთააგონებენ ადამიანებს თავიანთ ქალაქებსა და ქვეყნებში და აბედნიერებენ მათ. სწორედ ამაშია მათი სილამაზე.