შესაძლებლობების სამყარო

ორიფლეიმის მთავარი ამოცანა შესანიშნავია თავისი სიმარტივით: დაეხმაროს ადამიანებს მათი ოცნებების განხორციელებაში. ცოტა არ იყოს ამბიციურად ჟღერს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი კონსულტანტების წარმატებების უამრავ შთამაგონებელ ისტორიას, სავსებით რეალისტურია. ჩვენ შევხვდით ორიფლეიმის უფროს ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ სერველს, რათა უფრო დაწვრილებით გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც გვთავაზობს კომპანია.

1. რით არის მომხიბვლელი შესაძლებლობები, რომლებსაც წარმოგვიდგენს ორიფლეიმი?
რამოდენიმე ფაქტორი ერთად მაშინვე ნამდვილად უნიკალურს ხდის ჩვენს წინადადებას და პრაქტიკულად ყოველ მათგანს შეხება აქვს ჩვენს შვედურ ფესვებთან. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ჩვენი შესაძლებლობებით. ეს კი ნიშნავს, რომ იმისათვის, რომ გახდე ორიფლეიმის კონსულტანტი, საჭირო არ არის შენატანები, ანუ ამაში არ არის არავითარი რისკი - და ეს მომგებიანად განგვასხვავებს სხვა კონკურენტებისგან. არავითარი ხრიკი! ეს მხოლოდ ზრდისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობაა ჩვებს პირობებზე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს აროს პროგრესული ბიზნეს-მოდელი.  

2.  შეგიძლიათ მაგალითის სახით მოიყვანოთ წარმატების რომელიმე ისტორია?
არც კი ვიცი საიდან დავიწყო. საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ ასეთი უამრავი ისტორიაა, არამედ იმაშიც, რომ ეს ისტორიები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ფინანსური მაჩვენებლებით, ასევე ადამიანური, ემოციური თვალსაზრისით. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ მე შევიტყვე ერთი კონსულტანტის შესახებ პოლონეთში, რომელიც მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე სახელმწიფო დაწესებულებაში და მოგვიანებით შემოუერთდა ორიფლეიმს, რომ დასაქმებულიყო თავისუფალ დროს. დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გარდა, ის მოიხიბლა ახალი ადამიანების გაცნობისა და მათთან ურთიერთობის პერსპექტივით.  საბოლოოდ მან შექმნა კლიენტების უზარმაზარი ბაზა და გაიცნო თავისი ქალაქის თითქმის ყოველი მაცხოვრებელი. მას არ ქონდა მიზნად დასახული დიდი სტრუქტურის აგება, უბრალოდ მოსწონდა ადამიანებთან ურთიერთობა და საარსებოს მოპოვება. მან შეძლო თავისი ცხოვრების მთლიანად შეცვლა და უფლება აქვს იამაყოს თავისი თავით. ეს წარმატების შესანიშნავი მაგალითია.   

მრავალი სხვა კომპანიისგან განსხვავებით ჩვენ მოვუხმოთ ჩვენს კონსულტანტებს ჩადონ თანხები ჩვენს პროდუქციაში, შეიძინონ ის მსხვილ პარტიებად. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ შეიძლება ვერ გაუმკლავდნენ მოცულობებს და არამყარად მივიჩნევთ ასეთ მიდგომას ბიზნესის წარმართვაში.

კიდევ ერთი მაგალითი – წყვილი ინდოეთიდან, რომელიც ჩაერთო ორიფლეიმში ერთადერთი მიზნით: უზრუნველყონ თავიანთი ქალიშვილისთვის კარგი განათლების მიღება და ამით გზა გაუკვალონ სრულყოფილი ცხოვრებისკენ. ორიფლეიმის და, რა თქმა უნდა, მათი შრომისმოყვარეობისა და უდრეკობის  წყალობით ქალიშვილმა დაამთავრა აშშ-ს ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაქულტეტი და სამუშაოდ მოეწყო მსოფლიოში ცნობილ კომპანიაში. ხოლო მისმა მშობლებმა მაღალ წოდებებს მიაღწიეს ორიფლეიმში და დაეხმარნენ არა მხოლოდ თავიანთ ქალიშვილს, არამედ ათასობით ადამიანს უკეთესი ცხოვრების აწყობაში.

3. თამილა პოლიჟაევა ორიფლეიმის წარმატების სიმბოლოდ იქცა. შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ მის შესახებ? 
თამილამ მიგვატოვა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის შთაგონების წყაროა ათასობით კონსულტანტისთვის, რომლებსაც წილად ხვდათ ბედნიერება მასთან ემუშავათ. მე მასთან რამდებჯერმე ურთიერთობის, აგრეთვე გლობალურ კონფერენციებზე მისი წარმატებების აღნიშვნის პატივი მერგო წილად. ის ენერგიის განსახიერება იყო. პოზიტიური, მიზანდასახული – ვფიქრობ, რომ არავის შეეძლო ისე მუშაობა პროდუქციაზე უარის თქმასთან და შეპასუხებებთან, როგორც ამას თამილა ახერხებდა.   

თამილას და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ჩვენ ერთად ავაგეთ სერიოზული ბიზნესი. ამის სასარგებლოდ უკვე ის ფაქტიც  მიუთითებს, რომ სწორედ თამილასთვის იყო შექმნილი დამატებითი საფეხურები ჩვენს წარმატების კიბეზე - მისთვის უბრალოდ ვიწრო იყო არსებული ჩარჩოები.

მის შესახებ ყვებიან ასეთ ისტორიას: ერთხელ ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი მივიდა მასთან და უთხრა: «თამილა, მე ვაპირებ თქვენზე უფრო წარმატებული გავხდე». რაზედაც თამილამ სახეზე ყველაზე გულწრფელი გამომეტყველებით უპასუხა: «რით შემიძლია დაგეხამაროთ ამაში?»

ეს ფანტასტიური მაგალითია იმის, თუ რამდენად შთამაგონებელი, მოყვარული და მზრუნველი პიროვნება იყო თამილა პოლეჟაევა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე მემკვიდრეობით მიიღეს მისმა მეუღლემ ვლადიმერმა და ქალიშვილმა სნეჟანამ.

4. არსებობს თუ არა წარმატების წეცეპტი 
რეცეპტები არა, მაგრამ არსებობს გარკვეული ზოგადი წესები ან განვითარების ვექტორი, რომელიც საერთოა წარმატებული ლიდერებისთვის და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის. საქმე უზარმაზარ ეგოში კი არა, არამედ ძლიერ შიდა მოტივაციაშია, რომელიც უბიძგებს ადამიანებს საუკეთესო ქმედებებისკენ. იმიტომ, რომ ყველა, ვინც წარმატებას მიაღწია ორიფლეიმში ეგრეთ წოდებული "ჩვეულებრივი" ადამიანებია და არა ვარსკვლავები. ჩვეულებრივი რეალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ ნებდებიან.     


5.
როგორი იქნება კომპანიის შედგომი ნაბიჯები შესაძლებლობების თვალსაზრისით მათთვის, ვისაც სურვილი ექნება დაიწყოს თავისი საქმე ორიფლეიმთან? 

უდავოდ, ეს ციფრული ტექნოლოგიების და ინსტრუმენტების განვითარებაა. მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და სწორი საბაზრო სტრატეგიების მოხერხებული გაერთიანების შემთხვევაში ზრდის პოტენციალი იქნება ჩვენთვის უზარმაზარი. განსაკუთრებით ჩვენს კულტურასთან და შვედურ ფესვებთან შეხამებაში.

ტექსტი: ფოტო: Oriflame