სრულყოფილებისაკენ სწრაფვა. ორიფლეიმის ხარისხის სტანდარტები

ხარისხის სტანდარტები, რომელიც კომპანია ორიფლეიმშია მიღებული, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ინდუსტრიაში. ჩვენ ვთხოვეთ ხარისხის დირექტორს კატალინ გელენდასის მოგვითხროს, რის ხარჯზე ახერხებს კომპანია შეინარჩუნოს ასეთი მაღალი ხარისხი და დონე.

1. რატომ არის ხარისხი მნიშვნელოვანი? 
ეს შეიძლება ჩვეულებრივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთის მხრივ აშენებულია პირადი რეკონმენდაციის სისტემაზე, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პროდუქტების პორტფელიო საკმაოდ დიდია, ხარისხი ჩვენთვის წარმოადგენს მნიშველოვან ფაქტორს. უბრალოდ იმიტომ, რომ მასზეა დამოკიდებული ჩვენი კონსულტანტების რეპუტაცია.
 
2. რამდენად მაღალია ორიფლეიმის ხარისხის სტანდარტები?
ჩვენ გვაქვს მიზანი: დავაკმაყოფილოთ და გადავაჭარბოთ ჩვენი კლიენტების მოლოდინი პოდუქციასთან მიმართებაში. ჩვენ ამაყნი ვართ, რომ ჩვენი სტანდარტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სილამაზის ინდუსტრიაში, ხოლო ჩვენი პროდუქტები – ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა ბაზარზე ყველა კოსმეტიკურ პროდუქტებთან შედარებით..

3. როგორ ვახერხებთ მივაღწიოთ ხარისხის ასეთი მაღალ დონეს?
იმ ადამიანების მონდომებით, რომლებიც მუშაობენ ორიფლეიმში. ჩვენი ახალი პროდუქტების შემუშავების ექსპერტები მეტ ყურადღებას აქცევს დეტალებს ტექნოლოგიური ჯაჭვის მთელი მიმდინარეობის მანძილზე, დაწყებული ნედლეულის მომარაგებისგან დამთავრებული ტესტებით და განმეორებითი ტესტებით, რომლებიც მიდიან იმაზე ადრე, როგორც კი პროდუქტი მიდის სარეალიზაციოდ.
ჩვენი მიზანია – სტანდარტების და უმაღლესი ხარისხის დონე, საუკეთესო შედეგი, რათა ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს მხოლოდ საუკეთესო.
 
4. რაში მდგომარეობს ხარისხის განსამზღვრელი სპეციალისტების შრომა? 
ჩვენ ვქმნით ხარისხის კულტურას, რომელიც აღწევს ჩვენი ბიზნესის ყველა ფუნქციაში. თუ ორი სიტყვით ვიტყვით, ჩვენ ვიღწვით გავზარდოთ ჩვენი საქმის ხარისხი ყველა კუთხით. ეს  ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობის ნაწილია, მიუხედავად თანამდებობის და საქმიანობის სფეროსი. ჩვენს საქმეში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მხოლოდ საერთო მონდომებით შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველ შედეგს.  
 
5. ვრცელდება თუ არა ეს პრინციპები ჩვენს მწარმოებლებზე
ჩვენ ვუყენებთ მაღალ მოთხოვნებს ჩვენს მწარმოებლებს და მუდმივად ვადარებთ მათი შრომის ხარისხს პროდუქტზე მოთხოვნის მიხედვით. ჩვენ ვამოწმებთ ხარისხს ბიზნესის ყველა ასპექტში, დაწყებული საკადრო პოლიტიკიდან დასრულებული უკანასკნელი პროდუქტით. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნედლეულის მწარმოებლებზე, საბაზისო პირობებზე, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამშრომლობა – ეს წარმოების უმაღლესი ჰიგიენაა. გამართული აღჭურვილობა და ექსპერტიზა თავის სფეროში. 
 
მას შემდეგ, როგორც კი დავადგენთ ამა თუ იმ მომმარაგებელს, ჩვენ ვატარებთ დამატებით ტესტებს. ხარისხის აღქმა შეიძლება იცვლებოდეს ქვეყნიდან ქვეყანაში და ამორჩეული მომწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ბაზრის მოთხოვნებს, ვინაიდან ჩვენ გლობალური კომპანის ვართ და ჩვენი სტანდარტები ყველგან ერთნაირად მაღალია, ხოლო ზოგიერთ რეგიონებში ისინი აჭარბებენ მათ, ვინც მიღებულია ადგილობრივად. 

ამის გარდა, ყოველ ნახევარ წელიწადში ჩვენ ვატარებთ დამატებით შეხვედრებს ჩვენს მომწოდებლებთან, ვატარებთ ტესტებს და ვმსჯელობთ შემდგომი მუშაობის შესახებ.

ტექსტი: