სიკეთის და სილამაზის ძალა

მსოფლიო ბავშვთა ფონდი დაარსა შვედეთის დედოფალმა სილვიამ. სწორედ ამიტომ გახდა ორიფლეიმი შვედეთის დედოფლის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელი.

ბავშვობა თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარი და განუმეორებელია. რა არის მისი უდიდებულესობის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და რაზე ოცნებობენ ბავშვები განვითარების ამ ეტაპზე?

ამ პერიოდში პატარებს საკვებზე და თავშესაფარზე მეტად სიყვარული, მზრუნველობა და უდარდელი ბავშვობა სჭირდებათ. სამწუხაროდ, მსოფლიოში ბევრი ბავშვი ძალადობის და ექსპლუატაციის  მსხვერპლია, სწორედ ამიტომ ძნელია უწოდონ მათ თავიანთ ბავშვობას უდარდელი და ბედნიერი 


როგორ ეხმარება მსოფლიო ბავშვთა ფონდი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში?

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული და ბედნიერი, ითამაშოს, გაერთოს. დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა და შეიცნოს სამყარო მთელი თავისი ბრწყინვალებით. მსოფლიო ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს 100-ზე მეტ პროექტს მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, რომლბიც არიან ან შეიძლება გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი, ასევე უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენი ფონდი არა მარტო ფინანსურ დახმარებას უწევს, არამედ არეგულირებს სტრატეგიულ საშუალებათა გამოყენების გზებს და ხელს უწყობს ორგანიზაციებს შორის მყარ პარტნიორობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ურთიერთთანამშრომლობას, განათლებას და საქველმოქმედო ინიციატივებს, რათა დავეხმაროთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. ამავდროულად, ჩვენი სამუშაო გეგმა ითვალისწინებს მუშაობის ხარისხის ეფექტურობას და ხარჯების რაციონალიზაციას.


“ყველა ბავშვს სჭირდება სიყვარული”


ჩვენ, კომპანია ორიფლეიმი ვიზიარებთ ბავშვთა მისწრაფებებს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანადგომა დაეხმარება მათ ოცნენების ასრულებაში. მისი უდიდებულესობის აზრით როგორ აისახება ყოველივე ეს მსოფლიო ბავშვთა ფონდის მუშაობაზე?

მე დიდ პატივსცემას გამოვხატავ კომპანია ორიფლეიმის საქველმოქმედო ფონდის მუშაობის მიმართ, როგორც მსოფლიო ბავშვთა ფონდის თანადამფუძნებელი ორიფლეიმი უკვე 15 წელია თანამშრომლობს ჩვენთან და ამ ხნის მანძილზე 2 მლნ ევროს შეგროვება შეძლო ბავშვთა ფონდისთვის. მისი ახალი ინიციატივა ზუსტად ასახავს კომპანიის სტრატეგიას დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და აჩუქოს მათ ბედნიერი ბავშვობა. ყველა ბავშვი ხომ ამაზე ოცნებს.

“ერთად ჩვენ შევძლებთ, ვაჩუქოთ ბავშვებს  ბედნიერი ბავშვობა”


როგორ მოიაზრებს მისი უდიდებულესობა მსოფლიო ბავშვთა ფონდის საქმიანობას მომავალში?

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ორგანიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება, რათა რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა და დახმარება გავუწიოთ ბავშვებს. ძალადობა და ექსპლუატაცია მსოფლიო საზოგადოების სენია. მინდა მჯეროდეს, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გააცნობიერა ბავშვთა დაცვის მნიშვნელობა და გამონახა შესაძლებლობა გვერდში დაუდგეს და დაეხმაროს მსგავს ორგანიზაციებს. სწორედ ამიტომ დავიწყე კამპანია სიტყვებით «მადლობა მსოფლიო ბავშვთა ფონდს» - რათა ადამიანებმა გაიხსენონ ბავშვობის ყველაზე ბედნიერი წუთები და მადლიერნი იყვნენ იმ ადამიანების ვინც მათ ეს წუთები აჩუქა. ყველანი ერთად ჩვენ შევძლებთ, შევუნარჩუნოთ ბავშვებს ბავშვობის ბედნიერი მოგონებები.


დამატებით

სასიყვარულო დაპირება

По-королевски щедрый и женственно-нежный букет цветочных нот, как ласковое объятие и робкий поцелуй ребенка, затронет тончайшие струны души. Кремовый аромат благородной белой лилии оставит след в твоем сердце.

 

ПОДАРИ РЕБЕНКУ СВОЮ ЛЮБОВЬ

Покупая туалетную воду Tenderly Promise, ты становишься участником благотворительной акции и помогаешь детям.

შეიძინე Tenderly Promise



ტექსტი: ფოტო: Oriflame