ყველაფერი 1967 წელს დაიწყო სტოკჰოლმში მდებარე პატარა ოფისში, სადაც ორმა ძმამ, იონას და რობერტ აფ იოკნიკებმა, მეგობარ ბენგტე ჰელსტენესთან ერთად, გადაწყვიტეს თავიანთი პროდუქტის გამოშვება. უფრო სწორედ, ბუნებრივ კომპონენტებზე დაფუძნებული კოსმეტიკური პროდუქციისა, რომელიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებდა მაღალ შვედურ ხარისხს, არამედ საშუალებას მისცემდა ადამიანებს მიეღოთ შემოსავალი. მე-20 საუკუნის შუა წლების შვედეთისთვის ეს იდეა უჩვეულოზე მეტი იყო. მაგრამ სწორედ მისგან დაიწყო Oriflame-ის ხანგრძლივი, წარმატებული და, ამ სიტყვის ყველა გაგებით, ლამაზი ისტორია.
1967 წელს ბაზარზე გამოჩნდა პირველი საპროდუქტო ხაზი, რომელიც მოიცავს კანის კრემებს, ტუჩსაცხს და წამწამების ტუშს. მთავარი გზავნილი, რომელსაც დღესაც ეფუძნება Oriflame-ის კოსმეტიკური საშუალებების წარმოება, არის ნატურალური ექსტრაქტებისა და ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება.
სამი წლის შემდეგ, მეწარმეები გადაწყვეტენ რევოლუცია განახორციელონ გაყიდვებში და ფოკუსირება მოახდინონ პირად შეხვედრებზე კატალოგის საშუალებით. იმავე 1970 წლის აგვისტოში გამოჩნდა Oriflame-ის პირველი კატალოგი 1 000 ეგზემპლარის ტირაჟით, რასაც მოჰყვა ამჟამინდელი ბესტსელერი, Tender Care. თავდაპირველად პროდუქტი ცნობილი იყო, როგორც თვალის კრემი და მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა მისი ფანტასტიკური დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ეფექტის წყალობით (განსაკუთრებით მშრალი კანისთვის). ამჟამად გაყიდულია Tender Care-ის 40 მილიონზე მეტი ქილა.
1977 წელს ორიფლეიმი აფართოებს საკუთარ საზღვრებს და გადის პარფიუმერიის ბაზარზე - კომპანიის სურნელოვან პორტფელში ირიცხება კომპოზიციები, რომლებმაც მოახერხეს გახდნენ ლეგენდარულნი და რომლებზეც მუშაობდნენ და, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, განაგრძობენ მუშაობას მსოფლიოს საუკეთესო «ცხვირები».
დიდი სახელის მქონე ბრენდის მნიშვნელოვანი შემადგენელია გაჭირვებულთა დახმარება - 1999 წელს, შვედეთის დედოფალთან, სილვიასთან ერთად, Oriflame-მა დააარსა მსოფლიო ბავშვთა ფონდი.
5 საამაყო ფაქტი Oriflame-ის ისტორიიდან
საკუთარი კვლევისა და განვითარების ცენტრი
კომპანია Oriflame-მა მიზნად დაისახა ამოცანა არა მხოლოდ ეწარმოებინა ნატურალური პროდუქტები, არამედ ფეხი მოეკიდა სამეცნიერო სარბიელზე. ამგვარად, 2008 წელს შეიქმნა გაუმჯობესებული კვლევითი ცენტრი, სადაც განთავსებულია ლაბორატორია კლინიკური კვლევებისთვის მოხალისეთა მონაწილეობით - მაქსიმალურად ზუსტი შედეგების მისაღებად. ერთი წლის შემდეგ სტოკჰოლმში ამოქმედდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დაკავებული იყო კანის მოვლის სფეროში უნიკალური ტექნოლოგიებით. დღეისათვის Oriflame-ში დასაქმებულია 100-ზე მეტი მეცნიერი სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ალენ მავონის ხელმძღვანელობით. კანის კვლევით ინსტიტუტში ხდება ინგრედიენტების ტესტირება და ახალი ტექნოლოგიების დაპატენტება, პროდუქტების შემუშავება მიმდინარეობს კვლევისა და განვითარების ცენტრში, რომლებიც შემდეგ Oriflame-ის ლაბორატორიაში იგზავნება.
ქველმოქმედება
კომპანია ორიფლეიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქველმოქმედება. ორიფლეიმი მისი დაარსების დღიდან ცდილობს დაეხმაროს მათ, ვინც ცდილობს აიხდინოს ოცნებები, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდა ქალბატონებს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი დახმარება მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
ჩვენ კატალოგში გვაქვს წარმოდგენილი პროდუქცია, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ქველმოქმედებისთვის, რომელთა შეძენისას თანხის ნაწილი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში. ორიფლეიმი თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციასთან, რომელთა დახმარებით ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, რომლებიც ჩვენს ყურადღებას და ზრუნვას განსაკუთრებით საჭიროებენ.
2020-2021 წლის ფარგლებში ორიფლეიმი თანამშრომლებდა ორგანიზაციასთან - ,,პირველი ნაბიჯი’’
ორგანიზაციაში 10-ზე მეტი პროგრამა ხორციელდება და 700-ზე მეტ ბავშვს აწვდის მომსახურებას ყოველთვიურად. პირველი ნაბიჯის დღის ცენტრი ერთადერთია, რომელიც მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებს ემსახურება, ცენტრი მათთვის მეორე ოჯახია, სადაც თითქმის მთელ დღეს ატარებენ, საღამოს კი ოჯახებში ბრუნდებიან. თქვენი დახმარებით ორგანიზაცია ბავშვებისთვის აუცილებელი განმავითარებელი სენსორული მასალასა და სათამაშოებს იძენს.
პროექტი Secret Santa Challenge
2021 წელის ორიფლეიმ საქართველო ჩაერთო პროექტში - Secret Santa Challenge, რომელის Buckswood Volunteers' Club - BVC - ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი-ს ორგანიზებით ტარდება უკვე მე-6 წელია. პროექტის წყალობით უამრავ სოციალურად დაუცველ ბავშვს უსრულდება საახალწლო ნატვრა.
2022 წლის დადგომასთან დაკავშირებით ორიფლეიმმა, კომპანიის ბრენდ პარტნიორების დახმარებით, 70 ბავშვს აუსრულა თოვლის ბაბუასთან მიწერილი საახალწლო სურვილები და ჯადოსნური გახადა მათთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.
გაცნობიერებული მიდგომა
ჩვენ ცალსახად გვესმის, რა ეკოლოგიური ვითარებაა 21-ე საუკუნეში და რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს მასზე სილამაზის ინდუსტრია. 2011 წლიდან ჩვენ ვქმნით მოწინავე, ბუნებრივ, ეთიკური გზით წარმოებულ პროდუქტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ ეკოლოგიურ ნორმებს და რომლებიც დამტკიცებულია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა Fairtrade, «ვეგანური საზოგადოება», «ტყეებზე მზრუნველთა საბჭო». ასევე ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია CO2-ის ნახშირბადის დიოქსიდის (ნახშირორჟანგის) გამოფრქვევების შემცირება - ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ 76%-ით შევამცირეთ ემისიები. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ Oriflame 38-ე ადგილს იკავებს 300 ევროპულ კომპანიას შორის, რომლებმაც მიაღწიეს სათბურის გაზების ემისიების ყველაზე დიდ შემცირებას, Climate Leaders 2021 წლის რეიტინგში Financial Times-ისა და Statista-სგან.
არომატების ბრმა ტესტირება
2021 წელს ჩვენ ჩავატარეთ Oriflame-ის არომატების ფართომასშტაბიანი გლობალური ტესტირება - ვთხოვეთ 500-ზე მეტ ადამიანს 5 ქვეყნიდან, შეედარებინათ ჩვენი სუნამოები პრემიუმ-კლასის კომპოზიციებთან. კვლევის შედეგები შთამბეჭდავზე მეტი აღმოჩნდა. აქ არის რამდენიმე მათგანი: 10 მონაწილედან 8-მ თავისი გული დაუთმო Oriflame-ის სუნამოებს, 10-დან 7 მზად იყო დაუყოვნებლივ შეეძინა ჩვენი არომატები - მათ არჩევდნენ 91%-ით უფრო ხშირად, ვიდრე პრემიუმ- ბრენდებს.
ჯილდოები 2021 წელს
ყოველწლიურად Oriflame-ის პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიიდან ხდება წამყვანი რუსული და მსოფლიო პრემიების გამარჯვებული. გასულ 2021 წელს ლიდერი პროდუქტების სია შემდეგნაირად გამოიყურებოდა. კანის სიმკვრივის გამაძლიერებელი შრატი-კონცენტრატი პეპტიდებით NovAge Proceuticals და წამწამების ტუში «5-1-ში THE ONE WonderLash» დაჯილდოვდნენ Glamour 2021: Meal Replacement პრემიით. სუნამომ Giordani Gold Essenza Blossom გაიმარჯვა ნომინაციაში Fifi Summer 2021 Fragrance Festival, ისევე როგორც პრებიოტიკური სასმელი საკვები ბოჭკოებით Wellness გახდა საერთაშორისო პრემიის «ინოვაციური პროდუქტი» მფლობელი. სუპერ მდგრადი გლუვი ტუჩსაცხი «THE ONE Color Unlimited Ultra Fix» გახდა «ოჯახური კერა Beauty Award»-ის გამარჯვებული, ხოლო Wellness ხაზმა გაიმარჯვა ნომინაციაში «Wellness ხაზის სილამაზის და ჯანმრთელობის პროდუქტების საუკეთესო მწარმოებელი» ( «სპორტი და რუსეთი - 2021»). კანის სიმკვრივის გამაძლიერებელი კონცენტრატი პეპტიდებით NovAge Proceuticals და პრებიოტიკური სასმელი საკვები ბოჭკოებით Cosmopolitan 2021 პრემიის პრიზიორები არიან.