განახლების, დაქვეითების და ხელახალი რეგისტრაციის პოლიტიკა
წევრი
წევრის ანგარიში აქტიური დარჩება Oriflame-ის სისტემაში 3 კალენდარული წლის განმავლობაში რეგისტრაციიდან/ჩამოქვეითებიდან ან ბოლო შეკვეთის განთავსებიდან.
მონაწილეს 6 თვის უმოქმედობის ან შეკვეთის განთავსების გარეშე შეუძლია ხელახლა დარეგისტრირდეს იგივე სახელის, ელ. ფოსტის და ტელეფონის გამოყენებით ახალი სპონსორის ქვეშ. შეინარჩუნოს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა ანგარიშის ნომერი და შეკვეთების ისტორია.
ამ შემთხვევაში, ძველი ანგარიში (რომელიც ჯერ კიდევ აქტიურია, როგორც ეს აღწერილია ზემოთ პუნქტში 1) დაიხურება და მის ქვეშ არსებული სტრუქტურა დარჩება თავდაპირველ სპონსორს.
მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია გახდეს ბრენდ პარტნიორი როდესაც გადაიხდის რეგიცტრაციის თანხას.
ბრენდ პარტნიორად გახდომის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგისტრაციის საფასური დაემატება თქვენს კალათას და სტატუსის განახლება ძალაში შევა მხოლოდ რეგისტრაციის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. Oriflame-ის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბრენდ პარტნიორის უპირატესობები ხელმისაწვდომია იმავე გზით.
ბრენდ პარტნიორი
წლიური განახლების საფასური ირიცხება Oriflame-ის ვებგვერდზე რეგისტრაციის დღიდან ზუსტად ერთი წლის თავზე. ეს გადასახადი დაირიცხება თქვენს პირველ შეკვეთაზე.
ბრენდ პარტნიორის სტატუსი ავტომატურად წყდება: რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ, თუ არ განახლდება წესებისა და პირობების შესაბამისად. ან, თუ ბრენდ პარტნიორმა 12 თვის განმავლობაში არ განათავსა შეკვეთა.
იმ შემთხვევაში, თუ ბრენდ პარტნიორი არ განაახლებს რეგისტრაციას, მისი ხელშეკრულება Oriflame-თან როგორც ბრენდ პარტნიორი ავტომატურად წყდება, მაგრამ ის დარჩება დარეგისტრირებული Oriflame-ში, როგორც წევრი, წევრის წესებისა და პირობების და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც მას საშუალებას მისცემს განაგრძოს Oriflame-ის პროდუქციის შეძენა. გარდა ამისა, მისი ქვემოდგომი ხაზი დარჩება მისი ზედა სპონსორის ქვეშ.