დებულებები და პირობები
ონლაინ- მომხმარებლებისა და წევრებისთვის
წინამდებარე დებულებები და პირობები (შემდგომში "პირობები"), ისევე როგორც მასში მოხსენიებული ყველა დოკუმენტი, თქვენს მიერ მიღების შემთხვევაში, წარმოადგენს სავალდებულო შეთანხმების საგანს (შემდგომში "შეთანხმება") ჩვენსა, შპს „ორიფლეიმ ჯორჯიას“, რომლის იურიდიული და ფიზიკური მისამართია: ქ. თბილისი 0160, მ. ალექსიძის 13, საიდენტიფიკაციო კოდი: 202166459, ("ორიფლეიმი", "ჩვენ", "ჩვენთან","ჩვენს მიერ") და თქვენს (" თქვენს მიერ", "მომხმარებელი") შორის.
პირობები განსაზღვრავენ სამართლებრივ მდგომარეობასა და ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ Oriflame სავაჭრო პლატფორმის გამოყენებას Oriflame.ge ("ვებ-გვერდი") თქვენს მიერ პროდუქციის შესაძენად საქართველოს ტერიტორიაზე ("ტერიტორია") და ჩაანაცვლებს ყველა წინა შეთანხმებას, განცხადებასა თუ ვალდებულებას. ჩვენ გამოვაქვეყნეთ წინამდებარე პირობები ვებ-გვერდზე, რომელიც თქვენთვისაც ხელმისაწვდომია, გირჩევთ, ჩამოტვირთოთ, ამობეჭდოთ ან შეინახოთ წინამდებარე პირობებისა და ყველა სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც ამ შეთანხმებას განეკუთვნება.
1. უფლებამოსილებები
1.1. პროდუქცია, რომელსაც ვყიდით ვებ-გვერდზე, არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანთა შესაძენად. 18 წლამდე ასაკის პირების ვებ-გვერდზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ მშობლების ან კანონიერი მეურვეების თანხმობისა და ზედამხედველობის ქვეშ.
1.2. ამავე დროს თქვენც აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ ხართ სრულად ქმედუნარიანი და კომპეტენტური დადოთ შეთანხმება ყველა ამ პირობის, დებულების, ვალდებულების, დადასტურების, განცხადების, გარანტიის შესაბამისად, ასევე შეასრულოთ და დაიცვათ წინამდებარე პირობები.
1.3. თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით რომ ძალგიძთ განახორციელოთ გადახდა საბანკო ბარათის გამოყენებით ან ვებ-გვერდზე დაშვებული გადახდის სხვა მეთოდის გამოყენებით.
2. თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერი
თუ დარეგისტრირდით ჩვენს ვებ-გვერდზე ("კლუბის წევრად"), იგულისხმება რომ იღებთ პასუხისმგებლობას სანდო პაროლის შერჩევაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ 6 სიმბოლოს, თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვისა და თქვენს კომპიუტერზე ან მოწყობილობაზე უცხო პირთა წვდომის აღსაკვეთად და თანახმა ხართ აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა ქმედებაზე, თქვენი ანგარიშის ან პაროლის გამოყენებისას. ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ მომსახურებაზე, დავხუროთ ანგარიშები, წავშალოთ ან შევცვალოთ სააღრიცხვო ჩანაწერი, ან გავაუქმოთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.
3. პროდუქცია
"Oriflame პროდუქცია" ან "პროდუქცია": იგულისხმება კოსმეტიკური და მასთან დაკავშირებული დამხმარე პროდუქცია, ასევე გარკვეული საკვები და დიეტური დანამატები, რომლებიც იყიდება კონპანია Oriflame-ის ბრენდის სასაქონლო ნიშნის ქვეშ; ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი, ფასი, შეთავაზება და აქცია მოქმედია და სავალდებულო მხოლოდ განსაზღვრულ პერიოდში ან, თუ ვადა არ არის მითითებული, თქვენი ნახვის სესიის განმავლობაში. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიცავს პროდუქციის ძირითადი მახასიათებლების აღწერას.
პროდუქციის სურათები ჩვენს კატალოგში ან ვებ-გვერდზე მხოლოდ საილუსტრაციო დატვითვისაა: თქვენთვის მიწოდებული პროდუქციის ფორმა, ფერი და ზომა შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩვენს კატალოგში ან ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ნიმუშებისგან და ასეთი განსხვავებები არ წარმოადგენს პროდუქციის დეფექტს.
4. შეკვეთის განთავსება
4.1. გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ სასურველი პროდუქცია კატალოგიდან და გააფორმოთ შეკვეთა. შეკვეთის გაფორმებით თქვენ გვატყობინებთ არჩეული პროდუქციის შეძენის განზრახვას.
4.2. შეკვეთა ითვლება გაფორმებულად, როდესაც დასრულებულია შემდეგი ქმედებები:
4.2.1. ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში თავად შეარჩიეთ შესაძენი პროდუქცია, ოფცია„კალათაში დამატება“ გამოყენებით; ამასთან ნებისმიერ დროს გაქვთ შესაძლებლობა გადახედოთ და შეცვალოთ კალათის შემადგენლობა: საქონლის რაოდენობა, ზოგი წაშალოთ ან სულაც დააცარიელოთ კალათა;
4.2.2. თქვენ გააცნობიერეთ და მიიღეთ წინამდებარე პირობები;
4.2.3. მოგვაწოდეთ შეკვეთის მიღების, დამუშავებისა და შესრულებისათვის საჭირო პერსონალური მონაცემები, მათ შორის თქვენი მომხმარებლის ანგარიშის რეკვიზიტები; და
4.2.4. აირჩიეთ მიწოდებისა და გადახდის სასურველი მეთოდი.
4.3. ონლაინ შეკვეთის გაფორმების შემდეგ, მისი შეცვლა ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლებელია; საჭიროა დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს, მისამართზე: info@oriflame.ge. თუ გსურთ შეკვეთის გაუქმება, იხილეთ პუნქტი 9.
4.4. შეკვეთის მიღების დადასტურება ჩვენს მიერ გაიგზავნება მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე, რის შემდეგაც ძალაში შევა ნასყიდობის ხელშეკრულება. გვაქვს უფლება შეკვეთის მიღებაზე უარი განგიცხადოთ მიზეზის მითითების გარეშე. ამასთან ჩვენ დაგიბრუნებთ ნებისმიერ გადახდას, რომელიც უკვე გატარებულია სრულად.
4.5. შეკვეთის დადასტურების გარდა, თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას შეკვეთილი პროდუქციის შესახებ და სხვა სათანადო ინფორმაციას.
4.6. თუ შეკვეთა ხორციელდება ონლაინ, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
4.6.1. ეს წესები და პირობები, თქვენი შეკვეთის დადასტურებასთან ერთად, თქვენსა და კომპანია Oriflame-ს შორის პროდუქციის გაყიდვისა და შეძენის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია (გირჩევთ ამობეჭდოთ ან შეინახოთ) და ჩვენ მოგაწვდით კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით;
4.6.2. ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე და არცერთ სხვა ენაზე;
4.6.3. კომპანია oriflame ხელმძღვანელობს პირობების მე-10 პუნქტში წარმოდგენილი ქცევის წესებით.
4.7. დასრულებული და გადახდილი შეკვეთები არ შეიძლება გაუქმდეს თქვენს მიერ, გარდა მე-5 პუნქტში აღწერილი შემთხვევებისა.
4.8. შეკვეთები შეიძლება განხორციელდეს დღის ნებისმიერ შუალედში, გარდა შეზღუდული ხელმისაწვდომობის ზოგიერთი შემთხვევებისა, კამპანიის დასრულების პერიოდში, რაც კატალოგის განახლებით არის გამოწვეული.
4.9. ყველა პროდუქტი ყოველთვის როდი იქნება ხელმისაწვდომი. თუ შეკვეთის გაფორმების მომენტში საქონელი არ არის მარაგში, ჩვენ გამოვიყენებთ გონივრულ ძალისხმევას, რომ შეგატყობინოთ ეს შეკვეთის გაფორმების დასრულებამდე, რათა შეიტანოთ ცვლილება შეკვეთაში ან სულაც გააუქმოთ იგი.
4.10. კატალოგი შესაძლოა დროდადრო მიუწვდომელი იყოს ტექნიკური მომსახურების ჩატარებისა ან სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზის გამო. კომპანია Oriflame არ იღებს პასუხისმგებლობას მსგავს შეფერხებებზე და ამ კუთხით კლიენტების ან სხვა ვიზიტორების პრეტენზიათა განხილვა არ მოხდება. ვებ-გვერდზე აღწერილი პროდუქტებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც ასეთი პროდუქტებისა და მომსახურების აღწერილობა, შესაძლოა განსხვავდებოდეს ადგილმდებარეობისა და დროის მიხედვით.
5. ფასები და გადახდის პროცედურა
5.1. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, კატალოგში ნაჩვენები პროდუქტის ფასი შეკვეთის განთავსების მომენტში წარმოადგენს პროდუქციაზე სრულ საცალო ფასს. ფასები მოცემულია ადგილობრივ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.
5.2. კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს ფასები ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ, შეკვეთამდე არჩეული პროდუქციის ფასების ნებისმიერი ცვლილება წინასწარი გარიგების გარეშე, არ იქნება ხელშეკრულების საგანი.
5.3. ღირებულებაში არ შედის ტრანსპორტირება, მიწოდება და სხვა ნებისმიერი მოსაკრებელი, რომლებიც მკაფიოდ არის მითითებული, როგორც დამატებითი ხარჯი შეკვეთის პროცესში და შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენ მიერ არჩეული მიწოდების მეთოდის შესაბამისად.
5.4. თუ თქვენ გაქვთ სპეციალური შეთავაზების კუპონი და გააქტიურებთ მას კოდის მითითებით, როგორც ეს აღწერილია ვებ-გვერდზე, მისი ღირებულება გამოიქვითება პროდუქციის ფასიდან.
5.5. გადახდები შეიძლება განხორციელდეს საბანკო ბარათებით ან წინამდებარე პირობებში განსაზღვრული სხვა მეთოდებით. გადახდისთვის მიიღება ძირითადი საბანკო ბარათების უმეტესობა.
5.6. გადახდების მოკრების მიზნით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვითანამშრომლოთ მესამე მხარის სერვისის პროვაიდერთან. ამასთან დაკავშირებით, თქვენ შესაძლოა მიიღოთ ინვოისები და გადახდის შეტყობინებები მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერისგან. როგორც წესი, ყველა ინვოისი გადახდილ უნდა იქნას მასზე მითითებულ ვადაში, დროულად. ვადაგადაცილებული გადახდის გამო პროცენტი დაირიცხება ყოველდღიურად, ცენტრალური ბანკის მოქმედი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, დავალიანების ამოღების გონივრული ხარჯების გათვალისწინებით.
5.7. საბანკო ბარათებით ონლაინ-გადახდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გადახდის მთელი ინფორმაცია ექვემდებარება დაშიფრვას. ვინაიდან კომპანია Oriflame მუშაობს გადახდის სერვისის ავტორიზებულ მიმწოდებლებთან, საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაცია მუშავდება სათანადოდ, გადახდის ბარათების მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
5.8. ბარათით განმეორებითი გადახდის ჩართვისას, გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ და გამოიწეროთ გადახდის კომფორტული მეთოდი. ნებისმიერი შემდგომი გადახდა ავტორიზებული იქნება თქვენი გადახდის ბარათიდან შეკვეთის გაფორმებისას და თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება კომპანია Oriflame მიერ შეკვეთილი პროდუქციის გაგზავნის მომენტში. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ პერიოდულ ავტომატურ გადახდაზე, თქვენი პროფილის გვერდზე გადასვლითა და "გადახდის ბარათის" ჩანართზე (payment card) დაწკაპუნებით.
5.9. თქვენ იძლევით თანხმობას მიიღოთ ელექტრონული ინვოისები.
6. მიწოდება და რისკის გადაცემა
6.1. შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ მითითებულ ტერიტორიაზე.
6.2. პროდუქციის მიწოდების ადგილი მითითებული იქნება თქვენს მიერ შეკვეთაში. დიდი წონის ამანათების შემთხვევაში, ლოგისტიკური კომპანია ელექტრონული ფოსტით ან ტექსტური შეტყობინებით გაცნობებთ თვითგატანის ცენტრის მისამართს, სადაც განხორციელდება მიწოდება.
6.3. ჩვენ დავამუშავებთ და მოგაწვდით შეკვეთას მაქსიმალურად მოკლე ვადაში, არაუგვიანეს 30 დღისა, შეკვეთის მიღების დადასტურებიდან. ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა მიწოდების დაგვიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებებით.
6.4. პროდუქციის დაკარგვის რისკი და მასზე საკუთრების უფლება გადადის თქვენზე პროდუქციის ჩაბარებისთანავე.
6.5. კომპანია Oriflame არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენს მიერ არასწორად ან არასრულად მიწოდებული პერსონალური მონაცემების გამო შეკვეთის არ შესრულებაზე, არასწორ და დაგვიანებულ მიწოდებაზე.
6.6. ვიტოვებთ უფლებას ცალმხრივად გავაუქმოთ თქვენს მიერ განთავსებული შეკვეთა ნებისმიერ მომენტში, თუ გვექნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენ არღვევთ წინამდებარე რომელიმე პირობას.
7. ჩვენი პროდუქციის შესაბამისობა
ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ კომპანია Oriflame-ის პროდუქცია წარმოებულია EN ISO 22716:2007 კოსმეტიკური პროდუქციის სათანადო საწარმოო პრაქტიკის სახელმძღვანელოსა და კომპანია Oriflame-ის პროფესიონალური ეთიკის კოდექსის შესაბამისად.
8. შეკვეთების გაუქმების უფლება
8.1. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ქვეყანაში მოქმედ, პროდუქციის უკან დაბრუნების წესებს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 9).
8.2. ნებისმიერი შეკვეთის გაუქმებისა და პროდუქციის უკან დაბრუნების უფლების შესანარჩუნებლად, ამანათის მიღებისას, ადგილზევე უნდა შემოწმდეს მიღებული პროდუქცია, რათა გამოირიცხოს მისი დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თქვენ ან თქვენს სახელზე საქონლის მიმღებმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაზიანების შესახებ მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს, წერილობითი პრეტენზიის წარდგენით და დაზიანების/დეფექტის დეტალური აღწერით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ პრეტენზია ელ. ფოსტით: info@oriflame.ge
9. დაბრუნებისა და ხარჯების ანაზღაურების უფლება
9.1. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ პროდუქციის შეკვეთა მიზეზების დასახელების გარეშე 9.2. პუნქტში მითითებულ პერიოდში. ანუ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, თუ გადაიფიქრებთ პარტნიორობას ან რაიმე სხვა მიზეზით გადაწყვეტთ, რომ გსურთ პროდუქციის უკან დაბრუნება, გაქვთ უფლება შეგვატყობინოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, გააუქმოთ შეკვეთა და დაიბრუნოთ დახარჯული თანხა.
9.2. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ შეკვეთა ნებისმიერ დროს, თუნდაც შეკვეთის ელ. ფოსტაზე დადასტურების მიღების შემდეგ ან შემდეგ პერიოდში, როცა შეკვეთა ტელეფონით იქნა მიღებული მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, დღიდან პროდუქციის ფიზიკურად საკუთრებაში მიღებისა.
9.3. შეკვეთის გასაუქმებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერას ელ. ფოსტით: info@oriflame.ge ან გამოაგზავნოთ ფოსტით შპს „ორიფლეიმ ჯორჯიას“ მისამართზე:ქ. თბილისი 0160, მ. ალექსიძის 13. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტიპიური ფორმა, რათა შეგვატყობინოთ შეკვეთის გაუქმების შესახებ. თუ თქვენ შეავსებთ ზემოთხსენებულ ფორმას ონლაინ და გაგზავნით ჩვენი ვებსაიტის საშუალებით, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით დადასტურებას ასეთი გაუქმების მიღების შესახებ (მაგ. ელ.ფოსტით). შესაძლებელია გაუქმების შეტყობინების ასლის შენახვა ანგარიშგების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ უნდა ისარგებლოთ შეკვეთის გაუქმების უფლებით, გაუქმებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე. ამგვარად, შეკვეთის გაუქმების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა ელექტრონული ფოსტით ან საფოსტო მისამართზე, გაუქმება ძალაში შევა დღიდან ელ. ფოსტით ან საფოსტო გზავნილით გაგზავნისა.
9.4. თქვენ მიიღებთ პროდუქციაზე გადახდილი ფასისა და მიწოდების საფასურის (დამატებითი ხარჯების გამოქვითვით, მიწოდების მეთოდის თავად არჩევისას, და არა ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველაზე იაფი სტანდარტული გადაზიდვის მეთოდისა) სრულ ანაზღაურებას. შესაძლოა ანაზღაურების თანხიდან გამოიქვითოს დაზიანებული პროდუქციის ღირებულება, თუ ასეთი დაზიანება თქვენი მხრიდან არასათანადო მოპყრობის შედეგია. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მხოლოდ პროდუქტების ღირებულების ნებისმიერ შემცირებაზე, რომელიც გამოწვეულია არასწორი მოპყრობით, პროდუქტების ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად საჭირო ქმედებების გამორიცხვით. ჩვენ დავამუშავებთ თანხის დაბრუნების მოთხოვნას რაც შეიძლება სწრაფად და, ნებისმიერ შემთხვევაში, (ა) 14 კალენდარული დღის განმავლობაში დღიდან მისი მიღებისა, ან (ბ) (თუ უფრო ადრე) 14 კალენდარული დღის განმავლობაში დღიდან პროდუქციის დაბრუნებაზე მტკიცებულების წარდგენისა, ან (გ) 14 კალენდარული დღის შემდეგ პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, შეკვეთის გაუქმების შესახებ შეტყობინების დღიდან, როგორც აღწერილია 9.3. პუნქტში, პუნქტში 9.5. დებულებების გათვალისწინებით. თუ პროდუქციის დაბრუნების მიზეზი: დეფექტის აღმოჩენა ან აღწერილობასთან შეუსაბამობა, იხილეთ პუნქტი 9.5.
9.5. თუ პროდუქციის დაბრუნების მიზეზი დეფექტის აღმოჩენა ან აღწერილობასთან შეუსაბამობაა, კომპანია სრულად აანაზღაურებს დეფექტური პროდუქციის ღირებულებას, მიწოდების ხარჯებს და თქვენს მიერ გაწეულ ნებისმიერ დანახარჯს, პროდუქციის გონივრულ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში.
9.6. თანხის დაბრუნება შესაძლებელია საკრედიტო ბარათზე, სადებეტო ბარათზე ან სხვა საშუალებით, რომელიც თქვენ მიერ გამოიყენება, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული წინასწარი შეთანხმებით; ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ არ დაგეკისრებათ რაიმე სახის მოსაკრებელი დაბრუნების შედეგად.
9.7. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი პროდუქტი სანიტარული ან ჰიგიენური მიზეზების გამო დალუქულია და შეფუთვაში მიეწოდება, თქვენ არ გაქვთ უფლება გააუქმოთ თქვენი შეკვეთა და დააბრუნოთ ეს პროდუქცია, თუ ქარხნული შეფუთვა დარღვეულია მას შემდეგ, რაც შეკვეთა გადმოგეცათ. პროდუქტებს აქვთ შესაბამისი მარკირება ვებ-გვერდზე.
9.8. თუ პროდუქცია უკვე მიწოდებულია:
9.8.1. პროდუქცია უნდა დაგვიბრუნოთ შეფერხების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში შეკვეთის/ხელშეკრულების გაუქმების დღიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. ვადა დაცული იქნება, თუ საქონელს 14-დღიანი ვადის ამოწურვამდე დააბრუნებთ;
9.8.2. თუ პროდუქციას არ აქვს დეფექტი ან აღწერილობის შესაბამისია (ამ შემთხვევაში იხილეთ პუნქტი 9.5), თქვენ გეკისრებათ პროდუქციის კომპანიაში დაბრუნების პირდაპირი ხარჯები; და
9.8.3. თქვენ გაქვთ სამართლებრივი ვალდებულება, შეინახოთ პროდუქტები და გონივრულად იზრუნოთ პროდუქტებზე მანამ, სანამ ისინი თქვენს მფლობელობაშია.
9.9. შეკვეთის გაუქმების კანონიერი უფლების დეტალები და საჭირო ქმედებების ახსნა-განმარტება, შეთავაზებული დაბრუნების ფორმის ჩათვლით, იხილეთ 4.5 პუნქტში აღწერილ დოკუმენტებში.თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პრეტენზიის ფორმა.
9.10. კომპანიას კანონით აქვს ვალდებულება პროდუქციის ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდებისა. როგორც მყიდველს, ყოველთვის გექნებათ კანონიერი უფლებები პროდუქტებთან მიმართებაში, რომლებშიც აღმოჩენილია დეფექტი ან შეუსაბამობა აღწერილობასთან. ამ კანონიერ უფლებებზე არ ვრცელდება დაბრუნების პოლიტიკის დებულებები, მითითებული 5.9 პუნქტში ან წინამდებარე პირობებში. კონსულტაციები ტერიტორიაზე თქვენი კანონიერი უფლებების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისგან.
9.11. ჩვენ ასევე ვიძლევით გარანტიას Oriflame სასაქონლო მარკის ნებისმიერი პროდუქციის ხარისხზე და ვადასტურებთ, რომ იგი წარმოებულია ჩვენს მიერ ან ჩვენი საჭიროებისთვის, უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომხმარებლების ყოველმხრივი კმაყოფილების ინდექსი მაღალია. კომპანია Oriflame გთავაზობთ დამატებით გარანტიას, შესაძლებლობას გაცვალოთ პროდუქცია ან დაიბრუნოთ გადახდილი თანხა სრულად ნებისმიერ პროდუქტზე, რომლითაც უკმაყოფილო დარჩით. თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს პროდუქციის დაბრუნებიდან 30 დღის განმავლობაში. გარანტია არ ვრცელდება ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც განზრახ დაზიანდა ან არასწორად იქნა გამოყენებული. თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, დაბრუნება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტის წინა პუნქტების პირობების შესაბამისად. გარანტია არ მოქმედებს თქვენს კანონიერ უფლებებზე.
10. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალობა
10.1. ინფორმაციის ვებ-გვერდზე მიწოდებით, თქვენ ეთანხმებით, უზრუნველყოთ ზუსტი, აქტუალური და სრული ინფორმაცია საკუთარ თავზე (შემდგომში მოხსენიებული, როგორც "პერსონალური მონაცემები"), ასეთის მოთხოვნისთანავე და ეთანხმებით, ასეთი ინფორმაციის განახლებას საჭიროებისამებრ ჩვენ გამოვიყენებთ და შევინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ვებ-გვერდის მეშვეობით ვაგროვებთ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და კომპანია Oriflame-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად.
10.2. გაქვთ უფლება Oriflame Beauty Community-ში მოიწვიოთ სხვა პირები და მათი გაწევრიანების შემთხვევაში (როგორც ბრენდის წევრები ან პარტნიორები), თქვენ, როგორც მონაცემთა მართვის დამოუკიდებელ პირს, გექნებათ წვდომა მათ პერსონალურ მონაცემებზე მათი დარეგისტრირების, ან, მათი თანხმობით, ელექტრონული მარკეტინგის განხორციელების მიზნებისთვის. როგორც დამოუკიდებელი პირი, რომელიც მართავს ასეთ პერსონალურ მონაცემებს:
10.2.1. როგორც პერსონალური ინფორმაციის დამოუკიდებელი კონტროლიორი, თქვენ იძლევით გარანტიას და ეთანხმებით, რომ დაიცავთ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ ყველა მოქმედ კანონს.
10.2.2. უზრუნველყოფთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვათ პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან, ცვლილებებისგან, არასანქცირებული გამჟღავნებისა ან წვდომისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამუშავება მოიცავს მონაცემთა გადაცემას ქსელის მეშვეობით და ყველა სხვა დამუშავების უკანონო ფორმებს.
10.2.3. უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, რამაც გამოიწვია შემთხვევით ან უკანონო განადგურება, დაკარგვა, შეცვლა, არასანქცირებული გამჟღავნება ან პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, ვალდებული ხარ შეგვატყობინოთ Oriflame-ელექტრონული ფოსტაზე წერილის გაგზავნით: privacy@oriflame.com და განმარტოთ ინციდენტის ხასიათი და გამჟღავნებული მონაცემები.
10.2.4. კლიენტისგან ან სხვა პირისგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების შესახებ მოთხოვნისას აუცილებელია ასეთი მოთხოვნის შესრულება მოქმედი კანონმდებლობის და პოლიტიკის შესაბამისად, ასევე პროცედურების ან ტრენინგების თანახმად, რომელთაც პერიოდულად გაწვდით კომპანია Oriflame.
10.2.5. თქვენ შეგიძლიათ დაამუშავოთ პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ კლიენტებისთვის და Oriflame ბრენდის სხვა პარტნიორებისთვის მიწოდებული კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების შესაბამისად. კომპანია Oriflame-თან თქვენი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, იძლევით გარანტიას და ეთანხმებით, რომ გაანადგურებთ თქვენს ხელთ არსებულ ან კონტროლირებად პერსონალურ ინფორმაციას სრულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
10.3. ჩვენ კატეგორიულ უარს ვაცხადებთ ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე ჯარიმებზე, ხარჯებზე, მოსაკრებლებზე და ზოგადად ნებისმიერ დანახარჯზე, რომელიც შესაძლოა გაწიოთ მონაცემთა დაცვის და კონფიდენციალურობის შესახებ მოქმედი კანონების უგულვებელყოფით.
11. წევრები
11.1. სილამაზის კლუბის წევრად დარეგისტრირება შეგიძლიათ Oriflame კომპანიის ვებგვერდზე ანგარიშის შექმნით. როგორც კლუბის წევრს, თქვენ გექნებათ უფლება მიიღოთ სილამაზის კლუბის წევრების წახალისების გეგმით გათვალისწინებული საკომპენსაციო გადახდა. წევრებს, როგორც საცალო მომხმარებლებს, არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა კომპენსაციის ნებისმიერ გეგმაში, რომელიც ექსკლუზიურად არის გამიზნული Oriflame ბრენდის პარტნიორებისთვის და, შესაბამისად, თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჩვენი ბიზნესის შესაძლებლობა ან რაიმე სარგებელი, რომელიც ექსკლუზიურად განკუთვნილია Oriflame ბრენდის პარტნიორებისთვის.
11.2. კომპანია Oriflame არ იძლევა გარანტიას კლუბის წევრებისთვის ნებისმიერი პროგრამის ხელმისაწვდომობისა ან შეუფერხებელი მუშაობის კუთხით ან რომ უზრუნველყოფილი იქნება რაიმე კონკრეტული დონის შემოსავალი ან სხვა საკომპენსაციო გადახდა კლუბის წევრებისთვის. კომპანია Oriflame იტოვებს უფლებას განაახლოს და შეცვალოს ნებისმიერი პროგრამა, მათ შორის განახორციელოს ნებისმიერი საკომპენსაციო გადახდის ან ნებისმიერი პროგრამის ამოღება, შეჩერება ან შეცვლა ან ახალი საკომპენსაციო გადახდების ან ახალი პროგრამების დამატება ნებისმიერ დროს და საკუთარი შეხედულებისამებრ. პირობათა ნებისმიერი გადახედვა, ცვლილება ან შესწორება განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე Oriflame.ge და/ან სათანადოდ იქნება შეტყობინებული რეგისტრირებული ელ. ფოსტის მისამართზე და ძალაში შევა ასეთ გამოქვეყნებაში/განცხადებაში მითითებული თარიღიდან, მაგრამ არა უგვიანეს 30 დღისა. გაქვთ ვალდებულება, გაეცნოთ და იყოთ ინფორმირებული ნებისმიერი ასეთი ცვლილების შესახებ. "სილამაზის კლუბის წევრის" წამახალისებელი პროგრამის ნებისმიერი ასეთი ცვლილება და ნებისმიერი სხვა პროგრამა უნდა თქვენ მიერ მიღებულ იქნას, როგორც კლუბში რეგისტრირებული წევრის საქმიანობის გაგრძელების წინაპირობა, მათ შორის ვებ-გვერდის მუდმივი გამოყენება და მასზე პროდუქციის შეკვეთა. ამასთან შესაძლოა მოვითხოვოთ თქვენი მკაფიო თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს, თუ განაგრძობთ პროდუქტების შეკვეთას ცვლილებების განხორციელების შემდეგ.
11.3. გაფრთხილებთ, რომ ბრენდის პარტნიორები და სილამაზის კლუბის წევრები წარმოადგენენ დამოუკიდებელ კონტრაქტორებს, არ არიან კომპანია Oriflame-ის თანამშრომლები, აგენტები ან წარმომადგენლები და არანაირად არ არიან უფლებამოსილი იმოქმედონ ჩვენი სახელით. თქვენ მიერ მოწვეული ნებისმიერი სხვა წევრი ან მომხმარებელი შეიძენს Oriflame-ის პროდუქციას Oriflame-ის მიერ გამოქვეყნებულ ფასებში; ისინი თავად აირჩევენ პროდუქტებს და უშუალოდ არა თქვენი საშუალებით, განათავსებენ შეკვეთებს. თქვენ არ გაქვთ არავითარი უფლებამოსილება აწარმოოთ მოლაპარაკება ან იმოქმედოთ, როგორც შუამავალმა კომპანიასა და ბრენდის სხვა პარტნიორებსა თუ მესამე მხარეებს შორის. თქვენ ასევე არ გაქვთ უფლებამოსილება იყიდოთ, გაყიდოთ ან დადოთ რაიმე სახის ხელშეკრულება ჩვენი სახელით ან Oriflame ჯგუფში შემავალი რომელიმე სხვა კომპანიის სახელით. აღიარებთ და ეთანხმებით იმას, რომ არ ხართ „კომერციული აგენტი“ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის მნიშვნელობით და არ გაქვთ რაიმე სახის კომპენსაციის ან ანაზღაურების მიღების უფლება ამ სახის ურთიერთობათა შეწყვეტისას.
11.4. ბრენდის პარტნიორები ვალდებულნი არიან დაიცვან ჩვენი ეთიკის კოდექსი და ქცევის წესები. მოგიწოდებთ, შეატყობინოთ ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს ბრენდის პარტნიორის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი, აგრესიული ან სხვაგვარად შეუსაბამო მოქმედება. როგორც კლუბის წევრს, გაქვთ ვალდებულება შეასრულოთ ეთიკის კოდექსის მოქმედი ნორმები და ბრენდის პარტნიორების ქცევის წესები, Oriflame-ის წევრთან ან კლიენტთან ურთიერთობისას.
11.5. თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ როგორც Oriflame ბრენდის პარტნიორი. Oriflame ბრენდის პარტნიორად დარეგისტრირების შემდეგ, თქვენი კომპანიის წევრად რეგისტრაცია ავტომატურად წყდება. დამატებითი ინფორმაცია ბრენდ პარტნიორების სტატუსის დაქვეითების და წევრების სტატუსი გაზრდის შესახებ მოცემულია შესაბამის პოლიტიკაში.
12. სასაქონლო ნიშნები და საავტორო უფლებები
12.1. სახელწოდება "Oriflame", ჩვენი ლოგო და ჩვენს მიერ წარმოებული, გაყიდული, რეალიზებული ან გავრცელებული პროდუქციის ან ასორტიმენტის ყველა დასახელება წარმოადგენს Oriflame ჯგუფის კომპანიების სავაჭრო ნიშნებს. ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, მომსახურების ნიშანი და ლოგო, რომელიც გამოიყენება საიტზე, არის მათი შესაბამისი მფლობელების სავაჭრო ნიშნები, მომსახურების ნიშნები ან ლოგო, რომლებიც შეიძლება იყოს ან არ იყოს აფილირებული, ან სპონსორობით დაკავშირებული. საიტზე წარმოდგენილი ნებისმიერი ნიშნის ნებისმიერი გამოყენება ან/და კოპირება მოითხოვს მათი შესაბამისი მფლობელის წინასწარ ცალსახა თანხმობას.
12.2.ვებ-გვერდის ხელმისაწვდომი მთელი კონტენტი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, პროგრამული უზრუნველყოფით ან ციფრული კოდით, სკრიპტებით, ტექსტით, გრაფიკით, ფოტო-მასალით, გრაფიკით, ლოგოებით, ღილაკებით, უძრავ-მოძრავი სურათებით, ვიდეო და აუდიო კლიპებით და მონაცემთა კამპილაციით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც "კონტექსტი"), წარმოადგენს კომპანია Oriflame-ის საკუთრებას, კონტექსტის მიმწოდებლებისა ან სხვა შესაბამისი მფლობელების საკუთრებას, რომლებიც შესაძლოა არიან ან არ არიან აფილირებული, დაკავშირებული ან სპონსირებული კომპანია Oriflame-ის მიერ. კონტენტი, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის, სათანადოდ იქნა ლიცენზირებული მფლობელების მიერ და დაცულია საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნის, რეკლამის შესახებ სხვა კანონებით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით უნებართვო გამოყენებისგან, კოპირებისა და გავრცელებისგან.
12.3. ჩვენგან უშუალო წერილობითი ნებართვის გარეშე, თქვენ გაქვთ უფლება გადაიღოთ, მოახდინოთ რეპროდუცირება, შესრულება, გადაცემა, გაყიდვა, ლიცენზირება, შეცვლა, დერივაციული ნამუშევრების შექმნა, ხელახლა გამოცემა, პროექტის შეცვლა, ატვირთვა, რედაქტირება, განთავსება, გადაცემა, საჯაროდ ჩვენება, დაჯგუფება, მიბმა, გავრცელება ან გამოყენება ნებისმიერი კონტქნტისა.მთლიანად ან ნაწილობრივ. წინამდებარე პირობებში ან ვებ-გვერდზე განთავსებული რამ არ უნდა იქნას მოაზრებული, როგორც წარდგენილი ირიბად ან სხვა სახით, როგორც ნებისმიერი ლიცენზია ან რაიმე სახის კონტენტის გამოყენების უფლების მინიჭება, ჩვენი ან მესამე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რომელიც შესაძლოა ფლობდეს ვებ-გვერდზე წარმოდგენილ კონტენტს ან ინტელექტუალურ საკუთრებას.
12.4. ვებ-გვერდი დაცულია საავტორო უფლებებით. კატეგორიულად აკრძალულია ვებ-გვერდის შინაარსის რეპროდუქცია, კოპირება, გაყიდვა, გასხვისება ან ვაჭრობა.
12.5.კონტენტის ნებისმიერი გამოყენება, გარდა ამ პირობებით დაშვებულისა, წარმოადგენს პირობების დარღვევას და შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც საავტორო უფლების ან/და სამრეწველო ნიმუშის უფლების ან/და პატენტის დარღვევა. თქვენ ეთანხმებით, არ გამოიყენოთ კონტენტი რაიმე უკანონო მიზნებისთვის და არ დაარღვიოთ ჩვენი ან სხვა პირების უფლებები. თქვენ ეთანხმებით იმას რომ, არ დაუშვებთ (ან დაუშვათ თქვენი რეგისტრაციის გამოყენება მესამე მხარის მიერ) სხვა მხარეთა მიერ ვებ-გვერდის ნორმალურ პროცესებში ან გამოყენებაში ჩარევას, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ვებ-გვერდის სეგმენტებზე წვდომის მცდელობებს ადმინისტრატორის უფლებებით.
13. შეწყვეტა; ცვლილებების შეტანა
13.1. ჩვენ თავად განვსაზღვრავთ, ასრულებთ თუ არა წინამდებარე პირობებს, ნებისმიერ დროს ჩვენი შეხედულებისამებრ. პირობების ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვა, მთლიანად ან ნაწილობრივ.
13.2. თუ დაჟინებით არ ვითხოვთ თქვენს მიერ ამ პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ან თუ ჩვენ არ უზრუნველვყოფთ ჩვენი უფლებების გამოყენებას თქვენს მიმართ, ან თუ დროში ვაფერხებთ ამ ვალდებულებების შესრულებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს უფლებებზე თქვენს მიმართ და, რომ თქვენ შეგიძლიათ არ შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები. თქვენს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პრეტენზიის წარდგენა წერილობით ფორმაში ხდება და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად ვეთანხმებით თქვენს მიერ ვალდებულებების შესრულების შემდგომ იგნორირებას.
13.3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ან შევწყვიტოთ ამ ვებ-გვერდის ან მისი რომელიმე ნაწილის მოქმედება თქვენი ან რომელიმე მესამე მხარის შეტყობინების გარეშე.
14. შეცდომები და მათი გამოსწორება
ჩვენ გვაქვს უფლება მოგაწოდოთ ბმულები მესამე მხარის ვებსაიტებზე ან რესურსებზე. ასეთი ბმულების მიწოდება არ წარმოადგენს რაიმე ინფორმაციის, ან ამ ბმულით ხელმისაწვდომი პროდუქტის ან სერვისის მოწონებას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას კონტენტის რომელიმე ნაწილის შინაარსზე ან ფუნქციონირებაზე, მათ შორის სხვა ვებ-გვერდებზე, რომლებზეც ეს გვერდი მიუთითებს ან რომელთა წვდომა შესაძლებელია ამ საიტის საშუალებით. გთხოვთ, შეგვატყობინოთ ამ ვებ- -გვერდზე ნაპოვნი ნებისმიერი შეცდომის ან შეუსაბამო მასალის შესახებ, მათ შორის ბმულებით მოცემულ საიტებზე.
15. ბმულები
ჩვენ გვაქვს უფლება მოგაწოდოთ ბმულები მესამე მხარის ვებსაიტებზე ან რესურსებზე. ასეთი ბმულების მიწოდება არ წარმოადგენს რაიმე ინფორმაციის, ან ამ ბმულით ხელმისაწვდომი პროდუქტის ან სერვისის მოწონებას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას კონტენტის რომელიმე ნაწილის შინაარსზე ან ფუნქციონირებაზე, მათ შორის სხვა ვებ-გვერდებზე, რომლებზეც ეს გვერდი მიუთითებს ან რომელთა წვდომა შესაძლებელია ამ საიტის საშუალებით. გთხოვთ, შეგვატყობინოთ ამ ვებ- -გვერდზე ნაპოვნი ნებისმიერი შეცდომის ან შეუსაბამო მასალის შესახებ, მათ შორის ბმულებით მოცემულ საიტებზე.
16. საჩივრების განხილვის პროცედურა და დავის გადაწყვეტა
16.1. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივარი, შეკითხვა ან გააგზავნოთ მოთხოვნა კომპანია Oriflame-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში: info@oriflame.ge ან ტელეფონით დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 32 215 80 80 .
16.2. ორთავეს უფლებებზე ზიანის მიყენების გარეშე მიმართოთ სასამართლოს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ ვებ-გვერდისა ან ჩვენი პროდუქციის გამოყენებასთან, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ ნებისმიერი ასეთი დავის მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად, ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილების ძიებისა და შეთანხმებისათვის, სასამართლოს გარეშე. გთხოვთ, მწვავე საკითხები და ნებისმიერი საჩივარი პირველ რიგში განიხილოთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერი დავის თაობაზე, ნებისმიერ დროს მიმართოთ საქართველოში არსებულმომხმარებელთა უფლებების დაცვის კომპეტენტურ ორგანოებს.
17. მოქმედი კანონი და იურისდიქცია
17.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობით და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება ამ წესებთან და პირობებთან დაკავშირებით, ექვემდებარება გადაწყვეტას მხოლოდ ადგილობრივ კომპეტენტურ სასამართლოში.
18. ზოგადი დებულებები
18.1. კომპანია Oriflame არ იღებს პასუხისმგებლობას ადმინისტრატორების მიერ საფოსტო სერვერების დაბლოკვაზე, რომელთა ფუნქციას წარმოადგენს ინფორმაციის ან შეტყობინების თქვენს ელ. ფოსტის მისამართზე გადაცემა, ასევე არ აგებს პასუხს თქვენს კომპიუტერში დაინსტალირებული პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ტქვენი ელ. ფოსტის წაშლაზე ან დაბლოკვაზე.
18.2. კომპანია Oriflame მკაცრად იცავს კომპანიის ეთიკის კოდექსს და პირდაპირი გაყიდვების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFDSA) (WFDSA DIRECT SELLING CODE OF ETHICS) წესებს. კომპანია Oriflame მოითხოვს ბრენდის პარტნიორებისგან, იმ კოდექსების დებულებათა მკაცრ დაცვას, რომელიც მოცემულია Oriflame ეთიკის კოდექსში და ქცევის კოდექსში.
18.3. უფლება გვაქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებები და ვალდებულებები გადავცეთ სხვა ორგანიზაციას, რაც არ მოახდენს არსებით გავლენას თქვენს უფლებებზე ან ამ პირობებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებებზე.
18.4. თავადაც უფლება გაქვთ ამ პირობებით მინიჭებული უფლებები ან ვალდებულებები გადასცეთ სხვა პირს, მხოლოდ საჭიროა ჩვენი წერილობითი თანხმობა. ამასთან, თუ შეიძინეთ პროდუქტი საჩუქრად, გაქვთ უფლება საჩუქრის მიმღებს გადასცეთ ჩვენი მე -7 პუნქტში მოცემული გარანტია, ჩვენი თანხმობის მიღების გარეშე.
18.5. თითოეული ხელშეკრულება იდება თქვენსა და ჩვენ შორის. არც ერთ სხვა პირს არ აქვს უფლება აღასრულოს მისი რომელიმე პირობა. ამასთან, თქვენ მიერ ნაჩუქარი პროდუქტის მიმღებს ექნება უფლება გამოიყენოს ჩვენი გარანტია, რომელიც მითითებულია მე-7 პუნქტში, მაგრამ არც ჩვენ და არც თქვენ არ დაგჭირდებათ მისი თანხმობა ხელშეკრულების გასაუქმებლად ამ პირობებში რაიმე ცვლილების ან შესატანად.
18.6. თუ პირობების რომელიმე დებულება მიჩნეულია უკანონოდ, ბათილად ან რაიმე მიზეზით არა აღსრულებადად, ამ დებულების ბათილობა გავლენას არ მოახდენს დარჩენილი პირობების მოქმედებაზე.
18.7. კომპანია Oriflame-ის მიერ ამ წესებისა და პირობების ნებისმიერი დებულების არ გამოყენება არ მოიაზრება როგორც მათ გამოყენებაზე უარი.
18.8. გვაქვს უფლება გამოგიგზავნოთ ნებისმიერი უწყება, შეტყობინება ელ.ფოსტით, პირდაპირი მარკეტინგული დაგზავნა და ზოგადად დაგიკავშირდეთ კომუნიკაციის ნებისმიერი არხით. შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი პრეფერენციები მარკეტინგული შეტყობინებების თაობაზე ნებისმიერ დროს, თქვენი მომხმარებლის პროფილში პარამეტრების შეცვლით. ამ პირობების მიღებით თქვენ ეთანხმებით იმას, რომ Oriflame გამოგიგზავნით ნებისმიერ სხვა ინფორმაციას/შეტყობინებას თქვენს კონტრაქტთან და/ან შესყიდვის შეკვეთასთან დაკავშირებით ქაღალდზე ამობეჭდილთან ერთად (მაგ. ელ. ფოსტით ან სხვა პირადი შეტყობინების ფორმით, რაც საშუალებას მოგცემთ შეინახოთ ინფორმაცია მომავალი გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი გზით). საკმარისად დიდი პერიოდი, ასევე საშუალებას მოგცემთ ასეთი ინფორმაცია უცვლელად გაამრავლოთ).
18.9. ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, იგზავნება რეგისტრირებული მიწოდების ფოსტით ან პირველი კლასის ფოსტით ამ შეთანხმებაში მითითებული მხარის მისამართზე ან სხვა მისამართზე, ექვემდებარება გარკვეულ პერიოდს. შეტყობინების გაგზავნის პერიოდი იწყება (I) რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მიწოდების შემთხვევაში, ასეთი შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღე და (II) პირველი კლასის ფოსტის შემთხვევაში, ასეთი შეტყობინების გაგზავნიდან მეორე სამუშაო დღეს. თუ შეტყობინება გაიგზავნება სხვა გზით, შეტყობინების მოქმედების ვადა იწყება შეტყობინების ფაქტობრივად მიღების დღიდან. ეს არ ეხება თანხის დაბრუნების შესახებ 9 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილ შეტყობინებას - თანხის დაბრუნების ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც გვაცნობებთ, რომ გსურთ პროდუქტის დაბრუნება.
18.10. დამატებითი ინფორმაცია კომპანია შპს "ორიფლეიმ ჯორჯიას“ შესახებ მოცემულია ქვემოთ.
სახელწოდება: შპს „ორიფლეიმ ჯორჯია“
მისამართი: ქ. თბილისი 0160, მ. ალექსიძის 13
საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტა: - info@oriflame.ge
საკონტაქტო ტელეფონი: +995 32 215 80 80
საიდენტიფიკაციო კოდი: 202166459
19. კონტაქტები
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა საიტის ან ამ პირობების შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ: info@oriflame.ge. ვეცდებით გამოვიყენოთ ყველა გონივრული ძალისხმევა, რათა ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს და მოვაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეგვატყობინეთ.
ბოლო განახლების თარიღი: 1 თებერვალი 2024