

194,00 GEL
მიწოდება 6,00 GEL ლარიდან.
მიწოდების დრო: 1-3 სამუშაო დღე
გახდი წევრი, ისარგებლე შეღავათებით!
15% ქეშბექი ყოველ შეკვეთაზე.
10% გაზიარების ფასდაკლება მეგობრების მოწვევისას.
უფასო მიწოდება საკომპენსაციო პროდუქტის შეძენისას.
წონის კონტროლისთვის განკუთვნილი საკვების შემცვლელი სოკოს წვნიანი დიეტის გემრიელი, მოსახერხებელი და მდგრადი ალტერნატივაა, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და მის შენარჩუნებაში*! ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული რეცეპტი შექმნილია ჩვენი ნუტრიციოლოგების მიერ, რათა დაგეხმაროთ კალორიების კონტროლში, ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების დაკარგვის გარეშე!
25 გრამი ფხვნილის ძროხის ან სოიოს რძესთან** შერევით მიიღება თბილი, ნოყიერი და დამაკმაყოფილებელი წვნიანი, რომელიც კვებითი თვალსაზრისით ჯანსაღი, დაბალანსებული ჩვეულებრივი კვების ეკვივალენტურია - კონტროლირებადი პორციით, კონტროლირებადი კალორიებით!
- 221 კკალ ერთ პორციაზე, 300 მლ 1.5%-იანი ძროხის რძესთან ერთად
- 235 კკალ ერთ პორციაზე, 310 მლ სოიოს რძესთან ერთად*
- მდიდარია ცილებით
- საკვები ბოჭკოების წყარო: ცერცვი, ვარდკაჭაჭა (ინულინი) და შვრია
- გამდიდრებულია 23 აუცილებელი ვიტამინითა და მინერალით
- მზესუმზირის ზეთი, მდიდარია ომეგა-6 აუცილებელი ცხიმოვანი მჟავით, ლინოლეინის მჟავით
- სერტიფიცირებულია ვეგანური საზოგადოების მიერ
- არ შეიცავს გლუტენს
- არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებსა და დამატკბობლებს, არაგენმოდიფიცირებული
- დამზადებულია შვედეთში
25 გ ერთ პორციაზე. 21 პორცია. 525 გ.
დაემშვიდობე მკაცრ დიეტებს!
ჯანსაღი წონის შენარჩუნება თანამედროვე დროში რთულია - ძალიან ადვილია მეტი კალორიის მიღება, ვიდრე ვხარჯავთ, ამიტომ ჭარბი წონის დაკლება რთულია - ხოლო მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული!
ბევრი დიეტა წარმოუდგენელ შედეგებს გვპირდება, თუმცა შესაძლოა, ისინი არ შეიცავდეს მნიშვნელოვან საკვებ ჯგუფებს, შესაძლოა მოითხოვდეს კომპლექსურ მომზადებას.. სწორედ ამიტომ, ამდენი დიეტის დაცვა დიდი ხნის განმავლობაში რთულია და ხშირად წონაში ისევ იმატებთ (Dulloo & Montani, 2015). რბილად რომ ვთქვათ, დამთრგუნველი და მოტივაციის დამაქვეითებელი. უკეთესს იმსახურებ!
ჯანსაღი გზა თქვენი ჯანსაღი წონის მისაღწევად!
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ საკვების შემცვლელებს, უფრო წარმატებულები არიან წონის დაკლების მიზნების მიღწევასა და შენარჩუნებაში (Astbury et al., 2018)! რატომ?
მარტივი პორცია, კვებითი ღირებულება და კალორიების კონტროლი
საკვების შემცვლელი განსაზღვრული ულუფებით – მარტივი გზა კვებისა და კალორიების კონტროლისთვის.
სტრუქტურირებული კვება
სტრუქტურირებული კვება, დაბალანსებული ულუფები და საჭირო პორცია ენერგიისა და დანაყრების შეგრძნების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
მარტივად მოერგება თქვენს ცხოვრების წესს
იქიდან გამომდინარე, რომ კვების შემცვლელები ცვლის ჩვეულებრივ კერძს და მარტივად მოსამზადებელია, ისინი ადვილად ერგება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესს.
ოპტიმალური შედეგისთვის ივარჯიშეთ
ეცადეთ, თქვენს ცხოვრების წესში რეგულარული ვარჯიში ჩართოთ - ადამიანები, რომლებიც ზრდიან ფიზიკური აქტივობის დონეს, უფრო მეტს იკლებენ და უფრო წარმატებულები არიან წონის შენარჩუნებაში (McGuire et al., 1999). წონის დაკლების ხელშესაწყობად რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 30 წუთი ზომიერი და ენერგიული ვარჯიში (Rosenkilde et al., 2012).
უპირატესობა მიანიჭეთ ცილებს
მაღალი ნახშირწყლოვანი, დაბალცხიმიანი და დაბალპროტეინიანი დიეტის დროს, დაკარგული წონის 20-30% რეალურად კუნთოვან მასას წარმოადგენს. (Weinheimer at al., 2010). ცილის მიღების გაზრდა ხელს შეუწყობს კუნთების შენარჩუნებას და ცხიმის წვას (Longland et al., 2016; Murphy et al., 2014).
პრიორიტეტი მიანიჭეთ ძილს
შეიძლება ვერ გააცნობიეროთ, მაგრამ კარგი ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის მართვაში. ჭარბმა წონამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ძილზე, ხოლო ძილის ნაკლებობამ - წონაზე - ადამიანები, რომლებსაც არაჯანსაღი ძილის რეჟიმი აქვთ, უფრო მეტ კალორიას მოიხმარენ (Patel & Hu, 2008).
ნუ გააკეთებ ამას მარტო!
ეცადეთ, გარშემორტყმული იყოთ მხარდამჭერი ადამიანებით, რომლებიც მოტივაციას მოგცემენ, თქვენს წარმატებებს აღნიშნავენ! წონის კლების შედეგები, საკვების შემცვლელი დიეტით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა მაშინ, როდესაც ის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად გამოიყენებოდა. (Astbury et al., 2018).
ჩვენი ნუტრიციოლოგი ამბობს:
"წონის მართვა ცხოვრების ნაწილია და არა შეჯიბრი - შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი აზროვნება ექსტრემალურ დიეტებთან მიმართებაში - რეალისტური და უსაფრთხო წონის დაკლების მიზანია კვირაში 0.5-1 კგ. გახსოვდეთ, რომ წონის დაკლება ნიშნავს მიღებული და დაკარგული კალორიების დაბალანსებას, ამიტომ თუ შეძლებთ ფიზიკური აქტივობის გაზრდას - თუნდაც მცირედით - ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი შედეგები და ამავდროულად გააუმჯობესოს თქვენი საერთო ჯანმრთელობა! არ დაგავიწყდეთ თქვენი წარმატებების აღნიშვნა - რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ ისინი - და იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ!"
კვებითი ღირებულება 25 გ პორციაზე, რომელიც შერეულია 300 მლ 1.5%-იან ძროხის რძესთან:
ენერგეტიკული ღირებულება 221 კკალ
ცხიმი 7 გ
მათ შორის ნაჯერი 3.3 გ
ნახშირწყლები 17.7 გ
მათ შორის შაქარი 15 გ
საკვები ბოჭკოები 3.8 გ
ცილა 20.5 გ
მარილი 1.6 გ
კვებითი ღირებულება 25 გ პორციაზე, რომელიც შერეულია 310 მლ სოიოს რძის ალტერნატივასთან**:
ენერგეტიკული ღირებულება 235 კკალ
ცხიმი 7.8 გ
მათ შორის ნაჯერი 3.2 გ
ნახშირწყლები 19.1 გ
მათ შორის შაქარი 14.3 გ
საკვები ბოჭკოები 5.9 გ
ცილა 19 გ
მარილი 1.7 გ
შენიშვნა:
მნიშვნელოვანია საკვები შემცვლელის შერწყმა რეგულარულ და დაბალანსებულ კვებასთან, ასევე ყოველდღიურად სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.
*გემრიელი, ნატურალური სოკოს არომატის მქონე კვების შემცვლელი წვნიანი, შექმნილი ნუტრიციოლოგების მიერ, რათა დაგეხმაროთ წონის დაკლებაში - და მის შენარჩუნებაში. წონის დასაკლებად ჩაანაცვლეთ დღეში ორი ძირითადი კვება, ხოლო წონის შესანარჩუნებლად - ერთი.
** 1.5%-იანი ძროხის რძე ან სოიოს რძის ალტერნატივა. მნიშვნელოვანია ძროხის რძის ნაცვლად სოიოს რძის ალტერნატივის გამოყენება, რადგან სოია სრულფასოვანი ცილაა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ ამინომჟავას საკმარისი რაოდენობით, რაც ორგანიზმს ზრდისა და აღდგენისთვის სჭირდება. სხვა მცენარეული რძის ალტერნატივები (ნუშის, ქოქოსის, ბრინჯის, შვრიის) არ არის შესაფერისი მათი კვებითი შემადგენლობის გამო. მაგალითად, მათი ცილის შემცველობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ძროხის რძეში ან სოიოს რძის ალტერნატივაში, ამიტომ ისინი არ აკმაყოფილებენ კვების შემცვლელად კლასიფიცირების კრიტერიუმებს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი სოიოს რძე შეიცავს დამატებულ შაქარს - დარწმუნდით, რომ აირჩიოთ ისეთი, რომელსაც არ აქვს დამატებული შაქარი.
Astbury NM, Piernas C, Hartmann-Boyce J, et al. A systematic review and meta-analysis of the effectiveness of meal replacements for weight loss. Obesity Reviews. 2019;20:569–87. doi:10.1111/obr.12816.
Dulloo AG, Montani JP. Pathways from dieting to weight regain, to obesity and to the metabolic syndrome: an overview. Obes Rev. 2015 Feb;16 Suppl 1:1-6. doi:10.1111/obr.12250.
EFSA Panel on Nutrition, Novel Foods and Food Allergens (NDA); Statement on additional scientific evidence in relation to the essential composition of total diet replacement for weight control. EFSA Journal. 2021;19(4):6494, 62 pp. doi:10.2903/j.efsa.2021.6494.
Rosenkilde M, Auerbach P, Reichkendler MH, et al. Body fat loss and compensatory mechanisms in response to different doses of aerobic exercise--a randomized controlled trial in overweight sedentary males. Am J Physiol Regul Integr Comp Physiol. 2012 Sep 15;303(6):R571-9. doi:10.1152/ajpregu.00141.2012.
Longland TM, Oikawa SY, Mitchell CJ, et al. Higher compared with lower dietary protein during an energy deficit combined with intense exercise promotes greater lean mass gain and fat mass loss: a randomized trial. Am J Clin Nutr. 2016 Mar;103(3):738-46. doi:10.3945/ajcn.115.119339.
McGuire MT, Wing RR, Klem ML, Hillf JO. Behavioral Strategies of Individuals Who Have Maintained Long-Term Weight Losses. Obesity Research. 1999;7:334-41. doi:10.1002/j.1550-8528.1999.tb00416.x.
Multari S, Stewart D, Russell W. Potential of Fava Bean as Future Protein Supply to Partially Replace Meat Intake in the Human Diet. Compr. Rev. Food Sci. Food Saf. 2015 June;14(5):211-22. doi:10.1111/1541-4337.12146.
Patel SR, Hu FB. Short sleep duration and weight gain: a systematic review. Obesity (Silver Spring). 2008 Mar;16(3):643-53. doi:10.1038/oby.2007.118.
Weinheimer EM, Sands LP, Campbell WW. A systematic review of the separate and combined effects of energy restriction and exercise on fat-free mass in middle-aged and older adults: implications for sarcopenic obesity. Nutr. Rev. 2010;68(7):375-88. doi:10.1111/j.1753-4887.2010.00298.
ზომები: სიგრძე 200mm, სიმაღლე 200mm, სიღრმე 200mm, წონა 0.61g
დეტალები: 25გრ თითო ულუფა. 21 ულუფა. 525გრ.
პროდუქტის სრული დასახელება: Wellosophy მკვებავი კოქტეილი წონის კონტროლისთვის – სოკოს გემო
უპირატესობები
- მდიდარია ცილებით, საკვები ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით
- 221 კკალ 1.5%-იანი ძროხის რძით, 235 კკალ სოიოს რძით**
- გლუტენის გარეშე, არაგენმოდიფიცირებული
რეიტინგები და მიმოხილვები
აღმოაჩინე იმ მომხმარებელთა მიმოხილვები ვინც უკვე შეიძინა პროდუქტი. შეიტყვე მიმოხივლის გამოქვეყნების პირობების შესახებ აქ.
მსგავსი პროდუქტი
ახლახან ნანახი
Wellosophy
აღმოაჩინეთ ყოველდღიური Wellosophy-ის რიტინის ძალა, თავის მოვლის ჰოლისტიკური ბრენდით. ჯანსაღი კვება, უკეთესი კეთილდღეობის გადაწყვეტილებებში, რათა ხელი შეუწყოს თქვენს ჯანმრთელობას შიგნიდან, პლუს განწყობის გამაძლიერებელი ვეგანური კანის მოვლა კანისა და გრძნობების გასაღვიძებლად.