ლაბორატორიიდან თქვენამდე
საუკეთესო ინგრედიენტების ძებნაში
ჩვენი პროდუქციის საფუძველი არის ხარისხიანი ნედლეული. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიას, რადგან ეს ამცირებს წყლისა და ენერგიის მოხმარებას და არ საჭიროებს პესტიციდების გამოყენებას. ამის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია მცენარეებისგან სასარგებლო ნივთიერებების მოპოვება, ბუნებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
ფორმულების შემუშავება
ჩვენი პროდუქტების შემადგენლობა მოიცავს არა ერთ, არამედ ერთბაშად რამდენიმე აქტიურ ნივთიერებას, რომელთა ერთობლივი მოქმედება ზრდის პროდუქტის ეფექტურობას. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ, რამდენად კარგად ასრულებენ ჩვენი პროდუქტები თავის დაპირებებს — მაგალითად, ჩვენს NovAge კანის მოვლის საშუალებებს უტარდებათ ყველაზე მკაცრი კლინიკური შემოწმებები.
ტესტირება და შეფასება
კლინიკური ტესტები
კლინიკური ტესტები ტარდება ექსპერტების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და უზრუნველყოფენ, რომ შედეგები იყოს სანდო, უტყუარი და ობიექტური. ჩვენ ვსწავლობთ კანის, თმისა და წამწამების სხვადასხვა თვისებებს და ვზომავთ, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი პროდუქტები ნაოჭებზე, ფორებზე, სახის ფერზე, პიგმენტაციაზე და სხვა მრავალზე. გარდა ამისა, ჩვენ ვატარებთ კლინიკურ კვლევებს არა მარტო ევროპაში, არამედ აზიაშიც, ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ — ჩვენი პროდუქტები მოერგება თქვენს კანის ტიპს, ცხოვრების სტილს და საჭიროებებს.
სამომხმარებლო ტესტები
ჩვენ ვატარებთ სამომხმარებლო ტესტებს მოხალისეთა ჯგუფში, რომლებიც ჩვენს პროდუქტებს სინჯავენ სახლში რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. შემდეგ ისინი პასუხობენ კითხვებს და გვიზიარებენ სუბიექტურ მოსაზრებებს და შეფასებებს პროდუქციის უპირატესობებისა და ეფექტურობის შესახებ.
გაიცანი ჩვენი მეცნიერები