გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

პროდუქტის წარმოების ფილოსოფია

შვედური ხედვა

ვინაიდან ჩვენ ვართ შვედური კომპანია, ამიტომ განსაკუთრებული ხედვა გვაქვს სილამაზეზე და იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას პროდუქტები. თავიდანვე ვართ ბუნებით შთაგონებულნი და ვიყენებთ სამეცნიერო მიღწევებს. Oriflame ქმნის მკაფიო ფილოსოფიით შთაგონებულ ხარისხიან, შვედურ პროდუქტებს.

ისინი ყოველთვის არის: ეფექტური, უსაფრთხო და საიმედო

ჩვენი ფილოსოფიის სამი საყრდენი

ეფექტურობა: მეცნიერების მიერ გამოცდილი შედეგები და სარგებელი
უსაფრთხოება: უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვა
საიმედოობა: პლანეტაზე და საზოგადოებაზე ზრუნვა



მეცნიერების ძალა

ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ჩვენი პროდუქტებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი აკმაყოფილებენ კოსმეტიკური და კვების პროდუქტების უმაღლეს სტანდარტებს.  

აი, უკვე 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვქმნით მაღალხარისხიან და გამოსაყენებლად მარტივ პროდუქტებს უახლეს სამეცნიერო კვლევებსა და აღმოჩენებზე დაყრდნობით. ჩვენ გამუდმებით ვეძებთ საუკეთესო ფორმულებს და ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს პროდუქტებს. ჩვენი დაპატენტებული ტექნოლოგიები გადიან კლინიკურ შემოწმებებს.

ჩვენი მეცნიერები და ექსპერტები სრულიად განსხვავებულ სფეროებში ერკვევიან, რომელთა შორის არის: ქიმია, ნუტრიციოლოგია, კანის დაბერება, კლინიკური ცდები და ა.შ. ყველა სპეციალისტი ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე ხელს უწყობს ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე საუკეთესო პროდუქციის შექმნას. ჩვენი სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს სპეციალისტების მიერ შემუშავებული სკანდინავიური დიეტა აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. 

ჩვენ მივიწევთ წინ თქვენი უსაფრთხოებისთვის

ჩვენ ვიყენებთ ევროკავშირის უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებს - რომელიც აღიარებულია მსოფლიოში მკაცრ, ოქროს სტანდარტად მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის. უსაფრთხოების ასეთი სტანდარტები ყველგან ვრცელდება. ჩვენ ვცდებით მოთხოვნილი მინიმუმის შესრულებას და ვზღუდავთ 50-ზე მეტ ინგრედიენტს, რომლებიც, ჩვენი აზრით, შეიძლება იყოს შეშფოთების მიზეზი. კვების სფეროში, ჩვენ ვიცავთ ევროკავშირის ან ადგილობრივი უსაფრთხოების სტანდარტებს - რაც უზრუნველსაყოფს კვების პროდუქტების უსაფრთხოებას.





მდგრადი განვითარება Oriflame