Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

მეცნიერები, რომლებიც ჩვენი აღმოჩენების უკან დგანან

ხალხი ყველაფრის ცენტრშია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენი მეცნიერების გატაცება და ლტოლვა ახალი აღმოჩენებისადმი — სწორედ ეს არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ქმნის თქვენს საყვარელ პროდუქტებს. ჩვენთან მუშაობენ სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ცოდნა მრავალ სამეცნიერო დისციპლინაში, მათ შორის ბიოტექნოლოგიაში, ქიმიაში, კანის ბიოლოგიაში, ტოქსიკოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. გაეცანით რამდენიმე მათგანს!

 

 

 

აილიშ ბურკი
მეცნიერებისა და ინოვაციების უფროსი დირექტორი

მე პასუხისმგებელი ვარ სხეულისა და თმის მოვლის ახალი საშუალებების, ასევე სუნამოების წარმატებაზე. ყოველწლიურად ჩვენ ვქმნით ასობით პროდუქტს, და მე დარწმუნებული უნდა ვიყო წარმოების შეუფერხებლობაში და ეფექტურობაში. გარდა ამისა, მე ვაკვირდები ბიზნეს პროცესებს და ხარისხის კონტროლს, რათა დავრწმუნდე, რომ ჩვენ მაქსიმალურად პროდუქტიულად ვმუშაობთ. 

რითი ამაყობთ?
მე ვამაყობ იმით, რომ კომპანიაში მისაბაძ მაგალითად მთვლიან. მეამაყება, რომ ვმართავდი პროექტს კანის მოვლის საშუალებების ჩვენი პირველი სერტიფიცირებული ბუნებრივი ხაზის გაშვებასთან დაკავშირებით. 

რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს სამსახურში?
ურთიერთმოქმედება მრავალფეროვან ადამიანებთან ერთად კვლევისა და განვითარების ცენტრებში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენთან ყოველი ახალი დღე განსხვავებულია. ჩვენ ვიღებთ რთულ გამოწვევებს და ერთად ვპოულობთ პრობლემების გადაჭრის გზებს. 

რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში?
იმისათვის, რომ სამყარო უკეთეს ადგილად იქცეს ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის, ყურადღება უნდა მიექცეს გლობალურ დათბობას და შემოსავლების უსამართლო განაწილებას. მე მჯერა, რომ ერთად ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ამ ყველაფერზე.

რა შთაგაგონებთ?
ბუნება — მზის ამოსვლის და ჩასვლის სილამაზე, ფრინველების გალობა, ცისარტყელა, თოვლით დაფარული მწვერვალები, ყვავილების ნათელი ფერები... ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
 

 

 

კაპუცინა მარტინ-ფიპსი
მეცნიერებისა და ინოვაციების უფროსი დირექტორი

ჩემი გუნდი განსაზღვრავს, თუ როგორ ვსაუბრობთ პროდუქტებზე. ჩვენ ვცდილობთ ვისაუბროთ ირიფლეიმის სამეცნიერო ისტორიის და ჩვენი პროდუქტების შესახებ ყველაზე გასაგები ფორმით. ჩვენ ვმუშაობთ კვლევისა და განვითარების ცენტრის სხვადასხვა განყოფილებებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პროდუქტები ასრულებენ თავიანთ დაპირებებს. 

რითი ამაყობთ?
ვამაყობ გრძელი და მძიმე შრომის და ახალი აღმოჩენების წყურვილის შედეგად მიღებული გამოცდილებით და ექსპერტიზით, რომელიც ინდუსტრიაში ჩემი მუშაობის მთელი ათი წლის განმავლობაში არ გამქრალა. 

რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს სამსახურში?
ყოველდღიურად ორიფლეიმის სულ სხვადასხვა გუნდებთან ურთიერთობა უბრალოდ ფასდაუდებელი გამოცდილებაა ჩემთვის, როგორც ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანისთვის! მე შთამაგონებს ის შეგრძნება, რომ ჩვენ ყველა ერთი გუნდის ნაწილი ვართ, რომელიც  შესანიშნავ პროდუქტებს ქმნის.

რატომ მუშაობთ ორიფლეიმში?
მე უბრალოდ მიყვარს კოსმეტიკა, და ორიფლეიმში ჩემმა გატაცებამ და ვნებამ შეიძლება სარგებლობა მოუტანოს კონსულტანტებს და მომხმარებლებს. 

რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში?
ბალანსი — აი, ეს არის ყველაფრის გასაღები. ჩემთვის აუცილებელია მქონდეს ემოციური კავშირის შეგრძნება იმასთან, რასაც ვაკეთებ, და იმ ადამიანებთან, ვისთანაც ამას ვაკეთებ. ასე მე ჩემს ცხოვრებას მნიშვნელობით ვავსებ, მას აზრს ვძენ.  

 

 

დოქტორი კორმაკ ბირნი (მეცნიერებათაკანდიდატი)
მეცნიერებისა და ინოვაციების უფროსი დირექტორი

მე ვხელმძღვანელობ Wellness კატეგორიის პროდუქციის კვლევას და განვითარებას. ჩემი მთავარი მიზანია ახალი პროდუქტების გამოგონება, შექმნა და გამოშვება, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას უფრო ჯანსაღს და ბედნიერს გახდის.  

რისი გაკეთება მოგწონთ ყველაზე მეტად?
მოხარული ვიყავი, მონაწილეობა მიმეღო 2017-2018 წლებში Wellness კატეგორიის პროდუქტების კვლევისა და განვითარების ლაბორატორიის შექმნის პროცესში..

რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს სამსახურში?
ჩემი სამუშაო ძალიან მრავალფეროვანია და, შესაბამისად, საინტერესო და მიმზიდველი! პროდუქტები და დავალებები ერთმანეთს არ ჰგავს. ორიფლეიმში ყოველდღე რაღაც იცვლება.

რატომ მუშაობთ ორიფლეიმში?
მე ვთვლი, რომ ორიფლეიმში საოცარი ხალხი მუშაობს! კომპანიის რომელ განყოფილებასაც არ უნდა ვეწვიო — ევროპულს, ინდურს, ჩინურს — მე ყოველთვის ვხვდები მეგობრულ, ძალზე პროფესიონალ, მაღალკვალიფიციურ და თავის საქმეში შეყვარებულ სპეციალისტებს. სწორედ ისინი ქმნიან ჩვენს უნიკალურ კორპორატიულ კულტურას. 

რა შთაგაგონებთ?
მე გატაცებული ვარ საიალქნო სპორტით და მიყვარს ლაშქრობა, და შთაგონებული ვარ  სანაპირო დაცვის მოხალისეებით, წყალზე და მთებში გადარჩენის სამეფო საზოგადოების წევრებით — ჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებიც სხვისი გადარჩენის მიზნით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. 

 

 

სირილ მესსარა
Ori-Derm  ტესტირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

მე ვამოწმებ, რამდენად ეფექტურია ჩვენი პროდუქციის კომპოზიციები, შემადგენლობები. გარდა ამისა, მე ვსწავლობ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანების კანის თავისებურებებს, რათა ჩვენი პროდუქტები ადაპტირდეს და მოერგოს მომხმარებელთა საჭიროებებს მთელი მსოფლიოდან.

რითი ამაყობთ?
ის ფაქტი, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე დავწერე რამდენიმე სტატია, რომლებიც სამეცნიერო საზოგადოებამ შეაფასა. ეს საუკეთესო ჯილდოა ჩემი შრომისთვის!

რისი გაკეთება მოგწონთ ყველაზე მეტად?
ჩინეთში მსხვილი კლინიკური ტესტირების ორგანიზება და კოორდინაცია. ეს არის უზარმაზარი შრომა, მაგრამ ამის გაკეთება საინტერესო და სასიამოვნოა. ჩვენ შევკრიბეთ უამრავი მონაცემი, რომელთა გაანალიზება იყო რთულიც და ამავდროულად, ძალიან საინტერესოც.

რატომ მუშაობთ ორიფლეიმში?
თანამშრომლების კეთილდღეობა ორიფლეიმის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. გარდა ამისა, კოსმეტიკური საშუალებების დამზადებით, რომელიც ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოადგენს, მე ვგრძნობ საკუთარ მნიშვნელოვნებას.

რა შთაგაგონებთ?
მოგზაურობა და უცნობი კულტურების გაცნობა. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც მსურს, და კომპანია ორიფლეიმმა ეს შესაძლებლობა მომცა.

 

 

ემილი უილანი
მეცნიერებისა და ინოვაციების უფროსი დირექტორი

მე მეცნიერულ ინოვაციებს ვნერგავ ჩვენი დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტებში. ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა და მომავლის პროდუქტების შექმნა — განა ეს შთამბეჭდავი არ არის?

რითი ამაყობთ?
მე გავხდი პირველი ქიმიკოსი ორიფლეიმში, რომელმაც შევქმენი დეკორატიული კოსმეტიკა კანის მოვლის ფორმულით. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ეს გავაკეთეთ და მრავალი ჯილდო მივიღეთ ჩვენი ტონალური ფუძის The ONE Everlasting Foundation რეალიზაციაში.

რაზე მუშაობთ დღეს?
ჩვენი მისია არის, მეცნიერების მწვერვალზე ვიყოთ ყველაფერში, რაც კოსმეტიკასთან არის დაკავშირებული. ახლა ჩვენ ვსწავლობთ ნეიროკოსმეტიკას — კანსა და ტვინს შორის კავშირს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მრავალ გრძნობაზე — შეხებიდან და ყნოსვიდან დაწყებული, მხედველობით და გემოთი დამთავრებული. 

რისი გაკეთება მოგწონთ ყველაზე მეტად?
ჩვენ რეგულარულად ვმართავთ "ვორქშოფებს" დეკორატიულ კოსმეტიკაში არსებული ინოვაციების შესახებ, და ჩემთვის ეს ყოველ ჯერზე ხდება წლის მოვლენა! სწორედ ამ ღონისძიებაზე ხდება ისე, რომ გუნდის თითოეული წევრის შემოქმედება და გატაცება ახალ დონეს აღწევს. 

რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში?
მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ ამ სამყაროზე, ბუნებაზე და სხვა ადამიანების ცხოვრებაზე.

 

 

გაბრიელა ზუანაცი
მეცნიერებისა და ინოვაციების უფროსი დირექტორი

მე ვარ ქიმიკოსი, რომელიც ქმნის ახალ ფორმულებს კანის მოვლის საშუალებებისთვის. ინგრედიენტების შეერთება, მათი კომბინირება ეფექტური, სასიამოვნო და მოსახერხებელი პროდუქციის შესაქმნელად ძალიან საინტერესო სამუშაოა.

რაზე მუშაობთ ახლა? 
მე ვქმნი პროდუქტებს მაქსიმალურად ბუნებრივი შემადგენლობით — მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ხაზისთვის.

რისი გაკეთება მოგწონთ ყველაზე მეტად?
გესმოდეს, რა სურთ ჩვენს მომხმარებლებს და შექმნა პროდუქტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს და გახდებიან მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი მთელს მსოფლიოში.

რატომ მუშაობთ ორიფლეიმში?
მე მომწონს კულტურულ გარემოში მუშაობა და ჩემი გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან. 

რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში?
ჩემთვის, ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო არის — ყველაფერში ბალანსი.

 

 

დოქტორი გარეტ მორგანი (მეცნიერებათა კანდიდატი)
მეცნიერებისა და ინოვაციების უფროსი დირექტორი

მე ვარ პასუხისმგებელი ორიფლეიმის პროდუქციის უსაფრთხოებაზე მთელ მსოფლიოში და ვამოწმებ, შეესაბამებიან თუ არა ისინი სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნებს და სტანდარტებს.

რითი ამაყობთ?
მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ენთუზიაზმით აღსავსე უსაფრთხოების და საკანონმდებლო ექსპერტების გუნდის ნაწილი.

რა მოგწონთ თქვენს საქმიანობაში?
მე ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიურად ვმუშაობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხთან  და ვამოწმებ, როგორ აკმაყოფილებენ ჩვენი პროდუქტები სხვადასხვა ბაზრების უსაფრთხოების მოთხოვნებს.

რატომ მუშაობთ ორიფლეიმში?
ორიფლეიმი პირველ ადგილზე აყენებს ხალხს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია — სწორედ ამიტომ ვმუშაობ აქ უკვე 15 წელია.

რა შთაგაგონებთ?
დავსახო სულ ახალი და ახალი მიზნები, გამოწვევები და არასოდეს შევწყვიტო სწავლა. ასე მე ვგრძნობ, რომ რაღაც ღირებულს ვაკეთებ.

 

 

ჟიუსტინ დრევეტი
მთავარი ტოქსიკოლოგი პროდუქტთა უსაფრთხოების განყოფილებაში

მე ვაფასებ ყველა ინგრედიენტის უსაფრთხოებას ჩვენი პროდუქტების შემადგენლობაში — განსაკუთრებით კანის მოვლის საშუალებებში.

რა მოგწონთ თქვენს საქმიანობაში?
ყოველდღე რაღაც ახალი ხდება. ჩვენ ვამუშავებთ და ვანვითარებთ პროდუქტებს თავიდან ბოლომდე, და ბაზარზე მოხვედრის შემდეგაც კი ვამოწმებთ, თუ რამდენად კმაყოფილნი არიან მომხმარებლები ხარისხით და უსაფრთხოებით.

რატომ მუშაობთ ორიფლეიმში?
ორიფლეიმი არის კომპანია, რომელიც ღიაა მთელი მსოფლიოსთვის, და მე ძალიან მომწონს მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის და კულტურების ადამიანებთან. ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც ვხვდები კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ვიყავი ჩინეთში და ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. 

რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში?
მე ვაფასებ ნდობას, მეგობრობას და გულმოდგინე შრომას. მომწონს სპორტის ახალი სახეობების მოსინჯვა — ეს ხელს უწყობს საკუთარი თავის სიმტკიცის შემოწმებას. 

ვინ შთაგაგონებთ?
თავში ეგრევე მოგდის სიმონა ვეილი — საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი საფრანგეთიდან.

 

დოქტორი ია ხმალაძე (მეცნიერებათა კანდიდატი)
მეცნიერებისა და ინოვაციების უფროსი დირექტორი

მე ვმუშაობ კანის კვლევის ცენტრში და დაკავებული ვარ ახალი აქტიური ინგრედიენტების შესწავლით. მე კარგად ვარ გაცნობიერებული იმაში, თუ როგორ ბერდება კანი და ეს მეხმარება ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ინგრედიენტების პოვნაში, რომლებიც ასტიმულირებენ კანის დამცავ ფუნქციებს და ანელებენ დაბერების პროცესს.

რითი ამაყობთ?
მე ვამაყობ იმით, რომ ვხელმძღვანელობ მიკრობიომის შემსწავლელ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია უნიკალური პროდუქციის შემუშავება კანის სილამაზისა და ახალგაზრდობისთვის ნებისმიერ ასაკში!

რატომ მუშაობთ ორიფლეიმში?
მე მჯერა, რომ ჩემი ექსპერტიზა და საყვარელი საქმის მიმართ სიყვარული და ვნება ხელს შეუწყობს კანის დაბერების საწინააღმდეგო სულ უფრო და უფრო საოცარი და ეფექტური პროდუქტების შექმნას.

რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში?
ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხის ცხოვრების შეცვლა და ჩვენი დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტები ხელს უწყობენ ამის გაკეთებას.

რა შთაგაგონებთ?
ჩემი შთაგონების მთავარი წყარო — ბუნებაა.

 

 

დოქტორი ნატაშა უილიამსი ო'ხენლონი (მეცნიერებათა კანდიდატი)
ნედლეულის ხარისხის დირექტორი

მე თვალყურს ვადევნებ, რომ ჩვენი პროდუქტების შემადგენლობა აკმაყოფილებდეს კომპანია ორიფლეიმის ყველა მოთხოვნას და სტანდარტებს. ჩემი მუშაობის წყალობით, ჩვენ შევწყვიტეთ პლასტიკური ნაწილაკების გამოყენება და Love Nature პროდუქტები ბიოდეგრადირებადი (ბიოხრწნადი) გავხადეთ.

რითი ამაყობთ?
ჩემი სადოქტორო, ისევე როგორც ახალი საშუალებების ხაზის შემუშავება და გაშვება, რომლებიც სრულად შეესაბამება ეთიკური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპებს — პირველია, როგორც  ორიფლეიმში, ასევე მთელს მსოფლიოში.

გვიამბეთ, თუ როგორ მოხვდით ორიფლეიმში.
როდესაც საკანდიდატო დისერტაციას ვწერდი, უნივერსიტეტში ვმუშაობდი, მაგრამ მინდოდა მეტი გამოცდილების მიღება საგანმანათლებლო დაწესებულების კედლების მიღმა. შემდეგ შვედურ კოსმეტიკურ კომპანიაში ვაკანსია ვიპოვე, რომლის ღირებულებები სრულად შეესატყვისებოდა ჩემსას და საშუალებას მომეცა პრაქტიკაში გამომეყენებინა ჩემი სიყვარული ბუნების, მეცნიერებისა და კომუნიკაციის მიმართ.

რა მოგწონთ თქვენს საქმიანობაში?
ჩვენ ვმუშაობდით მსოფლიოში პირველი საერთაშორისო FairtradeTM სერტიფიცირებული კოსმეტიკური ხაზის შემუშავებაზე. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით მსოფლიოში პირველი კოსმეტიკით სამართლიანი ვაჭრობის განვითარების ფონდი, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ და ეკოლოგიურ პროექტებზე იმ თემებში, რომლებიც ნედლეულს გვაწვდიან. 

რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში?
ყოველდღიურად თვალს ვადევნებ, რომ ორიფლეიმმა დაიცვას პასუხისმგებელი და ეთიკური კომპანიის პრინციპები. ვზრდი ორ კეთილ, პატიოსან და მამაც გოგონას.

 

 

დოქტორ სიუზანა ფაბრი (მეცნიერებათა კანდიდატი)
კანის კვლევის ცენტრის დირექტორი

მე ვხელმძღვანელობ კანის კვლევის ცენტრს და ჩემი მიზანია ვიპოვო ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც დაიცავს კანს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან, შეანელებს დაბერების პროცესს და ხაზს გაუსვამს ბუნებრივ სილამაზეს.

როგორ მოხვდით ორიფლეიმში.
მე ვარ ბიოლოგი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ადამიანის ბუნების შეცნობა და როდესაც შანსი მომეცა, რომ ჩემი ინტერესები საქმეში გამომეყენებინა და ჩემი ლიდერული თვისებები ჩემთვის ახალ სფეროზე მიმემართა, ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. 

რატომ მუშაობთ ორიფლეიმში?
ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ კომპანიაში მუშაობა, რომელიც ქმნის ხარისხიან პროდუქტებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. გარდა ამისა, მე ვამაყობ, რომ ორიფლეიმის საქმიანობა დადებით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 

რა შთაგაგონებთ?
შემოქმედებითი და თავიანთი საქმით გატაცებული ადამიანები, რომლებიც გახსნილნი არიან ყველაფერი ახლის მიმართ და მზად არიან შეცვალონ სამყარო.  

ვინ შთაგაგონებთ?
ჩემი კოლეგები და ჩვენი კონსულტანტები.

 

ჩვენი სიამაყე — ჩვენი კვლევებია




შეიტყვე მეტი ორიფლეიმის ტექნოლოგიების და ინოვაციების შესახებ