Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

ლაბორატორიიდან თქვენამდე

ჩვენს ლაბორატორიებში, რომლებიც აღჭურვილია საერთაშორისო კლასის აპარატურით და ყველაზე უახლესი ტექნოლოგიით, მეცნიერები ატარებენ კვლევას და ქმნიან მაღალხარისხიან ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ.

საუკეთესო ინგრედიენტების ძებნაში


ჩვენი პროდუქციის ცხოვრების გზა იწყება კანის კვლევის ინსტიტუტში, სადაც ჩვენ ვამოწმებთ ნატურალურ ინგრედიენტებს და ბიოაქტიურ მცენარეულ ექსტრაქტებს, ასევე ვანვითარებთ ინოვაციურ კოსმეტიკურ ტექნოლოგიებს.

ჩვენი პროდუქციის საფუძველი არის ხარისხიანი ნედლეული. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიას, რადგან ეს ამცირებს წყლისა და ენერგიის მოხმარებას და არ საჭიროებს პესტიციდების გამოყენებას. ამის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია მცენარეებისგან სასარგებლო ნივთიერებების მოპოვება, ბუნებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.


ფორმულების შემუშავება

ჭეშმარიტად ქმედითი, ეფექტური და გამოყენებისთვის სასიამოვნო პროდუქტის შექმნა რთული პროცესია, რომელსაც მეცნიერების ექსპერტიზის გარეშე ვერ გავივლით.

ჩვენი პროდუქტების შემადგენლობა მოიცავს არა ერთ, არამედ ერთბაშად რამდენიმე აქტიურ ნივთიერებას, რომელთა ერთობლივი მოქმედება ზრდის პროდუქტის ეფექტურობას. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ, რამდენად კარგად ასრულებენ ჩვენი პროდუქტები თავის დაპირებებს — მაგალითად, ჩვენს NovAge კანის მოვლის საშუალებებს უტარდებათ ყველაზე მკაცრი კლინიკური შემოწმებები.


ტესტირება და შეფასება


ტესტირება და შეფასება პროდუქტის ცხოვრების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენს საგამოცდო ცენტრში ვაანალიზებთ მოხალისეთა კანის მდგომარეობას და ვატარებთ კლინიკურ და სამომხმარებლო ტესტებს. იცით, როგორ განსხვავდებიან ისინი?

 

კლინიკური ტესტები

კლინიკური ტესტები ტარდება ექსპერტების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და უზრუნველყოფენ, რომ შედეგები იყოს სანდო, უტყუარი და ობიექტური. ჩვენ ვსწავლობთ კანის, თმისა და წამწამების სხვადასხვა თვისებებს და ვზომავთ, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი პროდუქტები ნაოჭებზე, ფორებზე, სახის ფერზე, პიგმენტაციაზე და სხვა მრავალზე. გარდა ამისა, ჩვენ ვატარებთ კლინიკურ კვლევებს არა მარტო ევროპაში, არამედ აზიაშიც, ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ — ჩვენი პროდუქტები მოერგება თქვენს კანის ტიპს, ცხოვრების სტილს და საჭიროებებს.

სამომხმარებლო ტესტები

ჩვენ ვატარებთ სამომხმარებლო ტესტებს მოხალისეთა ჯგუფში, რომლებიც ჩვენს პროდუქტებს სინჯავენ სახლში რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. შემდეგ ისინი პასუხობენ კითხვებს და გვიზიარებენ სუბიექტურ მოსაზრებებს და შეფასებებს პროდუქციის უპირატესობებისა და ეფექტურობის შესახებ.

 


გაიცანი ჩვენი მეცნიერები


 

შეიტყვე მეტი ჩვენი მეცნიერების შესახებ