კოსმეტიკა, რომელიც შესანიშნავად გაუსვამს ხაზს შენს რუჯს:
1. მბზინავი ბაზები მაკიაჟის ქვეშ – ეს არის must-have გარუჯული კანისთვის. შენს სახე დასვენებული იერი ექნება და თითქოს შიგნიდან გამოანათებს. ბაზა სუფთა კანზე წაისვი, სანამ მაკიაჟის გაკეთებას შეუდგები.
2. მეტი ბრწყინვალება! ჰაილაითერი – გარუჯული კანის საუკეთესო მეგობარია. ის იდეალურად გაუსვამს ხაზს რუჯის სიღრმეს. გამოიყენე ის სახის გამოწეულ ნაწილებზე წასასმელად, როგორც თვალის ჩრდილები, ან როგორც საშუალება, რომელიც ხაზს გაუსვამს შენს რუჯს მხრებზე, დეკოლტეზე და ლავიწებზე.
3. გარუჯული კანი არ საჭიროებს აქტიურ კონტურირებას, არამედ უფრო სწორად დასმულ აქცენტებს. ატმისფერი და ოქროსფერი ტონალობის ფერუმარილი კანს ჯანსაღ ბზინვას მიანიჭებს, ხოლო სკულპტორის მეშვეობით ღაწვები თლილი, ჩამოქნილი გახდება – თითქოს შენ მხოლოდ კი არ გაირუჯე, არამედ ერთი-ორი კილოგრამი დაიგდე კიდეც.
4. შენ არაფერს წააგებ, თუ უპირატესობას მიანიჭებ ჩრდილებს შიმერით. განსაკუთრებით ლამაზად გამოჩნდება გარუჯულ კანზე თბილი ვარდისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და ყავისფერი ჩრდილები.
5. დღის მაკიაჟისთვის აირჩიე ნიუდის ფერი, ვარდისფერი და ატმისფერ-მარჯნისფერი ტონალობის მბზინავი ტუჩსახცი. ეს ფერები დაგეხმარება ხაზი გაუსვა გარუჯული კანის სილამაზეს. საღამოს მაკიაჟს მოუხდება მქრქალი წითელი ფერის ტუჩსაცხი.
6. გარუჯულ ხელებს დაამშვენებს მანიკური – შენი კანის ტონზე უფრო ღია ფერის ლაქით. აირჩიე თეთრი, რძისფერი, ვარდისფერი, პასტელის ფერები. გარუჯულ კანს ასევე მოუხდება მკვეთრი ნეონური ფერები.