5 ხერხი მეტი რაოდენობის ბოსტნეულის მისაღებად

ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად სასარგებლოა ბოსტნეული ჯამრთელობისთვის, მაგრამ პატიოსნად ვაღიაროთ — მისი შეყვარება ადვილი არ არის. ჩვენ ვიპოვეთ ხუთი სასიამოვნო ხერხი ბოსტნეულის კვების რაციონში შესატანად — თავად დარწმუნდი!

დილის მაგია
იოგურტები, კრუასანები და ერბო-კვერცხი საუზმეზე ვერ უზრუნველყოფს შენს ორგანიზმს უჯრედისის დღიურ ნორმით. მოსინჯე შენს ჩვეულ კერძებში ბოსტნეულის დამატება. მაგალითად, შვრია შეიძლება მოვამზადოთ სტაფილოსთან ერთად — მივიღებთ იგივე ტკბილ გემოს, მაგრამ ამჯერად უკვე ვიტამინების და საკვები ბოჭკოების გაზრდილი შემცველობით. 

როგორც ინსტაგრამზეა
სმუზი-ბოულები უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობენ და პოზიციების დათმობას არ აპირებენ —  მათში ბოსტნეული და ხილი მშვიდობიანად თანაარსებობენ გემოსა და სარგებელს შორის კომპრომისის გარეშე. შეუთავსე ბატატი (ტკბილი კარტოფილი), ისპანახი, ყვავილოვანი და თავხვეული კომბოსტო ტკბილ ხილსა და კენკრას, მანგოს, ბანანს და ჟოლოს.   


სასარგებლო დესერტი
მიირთვა გამომცხვარი ნაწარმი და იზრუნო ჯანმრთელობაზე შესაძლებელია! ჩაატარე ექსპერიმენტები რეცეპტებთან: რატომ არ გამოვაცხოთ თუნდაც ბოსტნეულის მაფინები? შიგთავსისათვის შეურიე ერთმანეთს ისპანახი, ყაბახი ან პომიდორი და ყველი ფეტა, ბაზილიკი და ზეთისხილი.

პურის გარეშე
მარტივი ხერხი იმისათვის, რომ წახემსება მყისიერად გადააქციო უფრო ჯანსაღ პროცესად პური შეცვალე სალათის ან კომბოსტოს ფურცლებით. გამოვა, მაგალითად, ოჯახური ფიტნეს-ბურგერი: მსუბუქი, დაბალკალორიული, გლუტენის გარეშე. მას ხომ უწყვეტი სარგებლობა მოაქვს!

პასტა ახლებურად
კარბონარა, ბოლონიეზე საყვარელი პასტა გაცილებით უფრო სასარგებლო გახდება, თუ სპაგეტის ყაბახისგან დაამზადებ. გამოიყენე ბოსტნეულის საფრცქვნელი ხელსაწყო, სპეციალური სახეხი სტაფილოს კორეულად მოსამზადებლად ან თუნდაც ჩვეულებრივი დანით დაჭერი. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame