რა განსხვავებაა BB და CC კრემებს შორის?
გამოქვეყნებული: 22.02.2024 | ავტორი: Amanda Aleljung
გსმენიათ BB და CC კრემების შესახებ? ეს აბრევიატურები დიდი ხანია სტუმრობენ კოსმეტიკური მაღაზიების თაროებს, მაგრამ რას აკეთებენ ისინი იქ? მათ შორის განსხვავებაა და ამის გაგების შემდეგ, თქვენ შეძლებთ თაროდან იმ პროდუქტის აღებას, რომელიც თქვენს კანს სჭირდება. ახლა ყველაფერს გიამბობთ.
რა არის BB კრემი?
BB კრემი, Beauty Balm-ის ან Blemish Balm-ის აბრევიატურა, არსებითად, არის პიგმენტირებული დამატენიანებელი საშუალება, რომელსაც გააჩნია კანისთვის სასარგებლო თვისებები, როგორიცაა SPF და ანტიოქსიდანტური დაცვა. BB კრემი განკუთვნილია კანის დატენიანებისა და დაცვისთვის და ტონის კორექტირებისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ BB კრემი არის ელფერის მიმნიჭებელი საშუალება და ჩვენ არ ვიყენებთ მას ისეთი რაოდენობით, რომელიც საკმარისია მზისგან სრულყოფილი დაცვის უზრუნველსაყოფად. ასე რომ, დაამატეთ მზისგან დამცავი საშუალება თქვენს კანის მოვლის კომპლექსურ პროცედურაში.
BB კრემის მსუბუქი ტექსტურა უზრუნველყოფს მსუბუქ დაფარვას. წარმოიდგინეთ, რომ BB კრემი ტონის სიმკვრივით უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ტონალური ფუძე, მაგრამ უფრო გაჯერებულია, ვიდრე ჩვეულებრივი ელფერის მიმნიჭებელი დამატენიანებელი საშუალება. ეს არის იდეალური საშუალება "მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე" ვარიანტისთვის.
აირჩიეთ შესაფერისი ВВ კრემი
არსებობს BB კრემები, რომლებიც შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, ამიტომ აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე შესაფერისია სწორედ თქვენთვის. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე ან მშრალი კანი, გაამახვილეთ ყურადღება ჩვენს მულტიფუნქციურ დამატენიანებელ სახის კრემ-ტონზე THE ONE A-Z SPF 30. მისი მზრუნველი, სუპერდამატენიანებელი ფორმულა ხელს უწყობს კანის დაცვას და დამშვიდებას მთელი დღის განმავლობაში.
გაქვთ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი? აირჩიეთ BB კრემი გამაგლუვებელი ეფექტით, როგორიცაა მულტიფუნქციური გამაგლუვებელი სახის კრემ-ტონი THE ONE A-Z SPF 30. ის ფორებს და კანის ნაკლოვანებებს პრაქტიკულად შეუმჩნეველს ხდის და კანის ტონი რჩება გლუვი და თანაბარი მთელი დღის განმავლობაში.
რა არის CC კრემი?
თუ თქვენ გაქვთ პრობლემური კანი - სიწითლით, აკნეთი და პიგმენტური ლაქებით, მაშინ CC კრემი შესაძლოა საუკეთესო არჩევანი იყოს თქვენთვის. CC კრემი პოპულარულია თავისი ფერის მაკორექტირებელი შესაძლებლობის წყალობით: იგი ეხმარება ხილული ნაკლოვანებების განეიტრალებას და კანის ტონის გათანაბრებას.კანის მოვლის თვალსაზრისით, CC კრემი და BB კრემი
ძალიან მსგავსია. BB კრემის მსგავსად, CC კრემი ხშირად შეიცავს SPF-ს, ანტიოქსიდანტებს და დამატენიანებელ კომპონენტებს, მაგრამ ბევრ მათგანს ასევე გააჩნია ანტიასაკობრივი თვისებები.
ძალიან მსგავსია. BB კრემის მსგავსად, CC კრემი ხშირად შეიცავს SPF-ს, ანტიოქსიდანტებს და დამატენიანებელ კომპონენტებს, მაგრამ ბევრ მათგანს ასევე გააჩნია ანტიასაკობრივი თვისებები.
CC კრემები გამოირჩევიან უფრო მსუბუქი ტექსტურით, ვიდრე BB კრემები, და ამასთანავე, უზრუნველყოფენ საშუალო და მკვრივ დაფარვას. თუ ეძებთ უნივერსალურ მსუბუქ პროდუქტს, რომელსაც შეუძლია შენიღბოს ცოტა მეტი არასრულყოფილება და გაათანაბროს სახის ფერი, მეტი ყურადღება გაამახვილეთ CC კრემებზე. დამატებითი პლუსი - CC კრემი შეიძლება წაისვათ ტონალური ფუძის ქვეშ სიწითლის დამატებითი კორექციისთვის.
შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი CC კრემი
დამატენიანებელი CC გელი Giordani Gold, რომელიც ხელს უწყობს კანის ტონის სრულყოფას, არის სახის გამაგლუვებელი CC კრემი ჰიალურონის მჟავით, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს (გაუმარჯოს ჯანსაღ ბზინვარებას!). ფერის მაკორექტირებელი პიგმენტები ნიღბავენ ნაკლოვანებებს და ამცირებენ ფორებს სახის უნაკლო იერის შესაქმნელად.
კიდევ ერთი მარგალიტი არის СС კრემი Giordani Gold Caress SPF 30. მისი ფორმულა შეიცავს 95%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, რომლებიც აღადგენენ და ანათებენ კანს. ის სერტიფიცირებულია The Vegan Society™ -ით!
როდის უნდა გამოიყენოთ BB ან CC კრემი?
ახლა თქვენ იცით, რომ BB და CC კრემები არის მულტიფუნქციური პროდუქტები, რომლებიც ნაწილობრივ არის დამატენიანებელი საშუალებები, ნაწილობრივ ტონალური ფუძეები და ნაწილობრივ პრაიმერებიც კი. ისინი იდეალურად შესაფერისია იმ დღეებისთვის, როდესაც არ გსურთ ბევრი მაკიაჟის წასმა, მაგრამ მაინც მზად არ ხართ სრულად თქვათ უარი მასზე. BB ან CC კრემის გამოყენება ძალიან მარტივია. დაჩრდილეთ პროდუქტი თითის ბალიშებით, ფუნჯით ან მაკიაჟის ღრუბელით: სულ რამდენიმე წამი - და მშვენივრად გამოიყურებით!
შეძენა