რატომ არის მნიშვნელოვანი თავის კანის მოვლა?

წავიდა ის დრო, როდესაც თავის კანის პრობლემებს მხოლოდ აფთიაქებში განიხილავდნენ. დღეს ადამიანები იწყებენ თავის კანის ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრებას და თავის კანის მოვლის საშუალებების გამოყენების ტენდენციაც უფრო გახშირდა. შენი მიზანია ლამაზი და ჯანსაღი კულულები? მაშინ წაიკითხე მეტი! მოგითხრობთ, რატომ უნდა იქცეს თავის კანის მოვლის პროცედურები შენი პირადი მოვლის ნაწილად.

თავის კანის მოვლა – უფრო ჯანმრთელი თმა

იცი თუ არა, რომ ყველაზე ჯანსაღი თმა თავის კანიდან იწყება? თავის კანი, ფაქტობრივად, იგივე კანია, რომელიც ცილებისგან და ლიპიდებისგან შედგება. სახის კანის მსგავსად, თავის კანმაც შეიძლება განიცადოს სტრესი, გახდეს მშრალი ან ცხიმიანი თმის ბოლქვების დახშობის შედეგად. ხშირად ეს არის თმის მრავალრიცხოვანი პრობლემების მიზეზი: ქერტლი, დაზიანებული ადგილები, მგრძნობიარე თავის კანი და მტვრევადი თმა.

თმის ახალი ბრენდი DUOLOGI დაგეხმარება მოამზადო იდეალური ფუძე ლამაზი თმისთვის.

თავის კანის მოვლა – ეს არის სახის კანის ახალი მოვლა

ჩვენ სახეს ვანებივრებთ შრატების, კრემებისა და ამქერცლავი საშუალებების ვრცელი მენიუთი, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ თავის კანს. სახის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების სამყაროს მაგალითების შესწავლის შემდეგ, თმის მოვლის უახლესი პროდუქტები გამოასწორებენ ამ პრობლემას.

თმის ახალი ხაზი DUOLOGI შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება სახის მოვლისთვის, როგორიცაა ნიაცინამიდი, ჰიალურონის მჟავა და სალიცილის მჟავა. ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ თმაზე, არამედ თავის კანზეც, რათა კულულები იყოს ჯანსაღი და ლამაზი. შედეგები შთამბეჭდავია: თავის კანის სკრაბში შემავალი ამქერცლავი სალიცილის მჟავა ებრძვის ქერტლს, ხოლო კერატინი ინტენსიურ აღმდგენ ნიღაბსა და გაჯერებულ კრემ-კონდიციონერში აძლიერებს დაზიანებულ თმას.

როგორ შევინარჩუნოთ თავის კანის სიჯანსაღე

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თმის მოვლის რუტინის მოწესრიგება – თავის კანის გასუფთავების უზრუნველყოფა, ბალანსის აღდგენა და კვება, რაც მას სჭირდება.

წმენდა

რეგულარულად და სწორად გაისუფთავე თავის კანი (მინიმუმ კვირაში ორჯერ). ეს ნიშნავს, რომ უნდა აირჩიო სწორედ შენთვის შესაფერისი შამპუნი - თმის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. დაზიანებული ან მტვრევადი თმა გაქვს, ან იქნებ ქერტლი გაგიჩნდა? ნებისმიერი შემთხვევისთვის DUOLOGI-ს აქვს შესაფერისი შამპუნები, რომლებიც წყვეტს თმის სხვადასხვა პრობლემას.

დატენიანება

სახის კანის მსგავსად, თმასაც სჭირდება დატენიანება და კვება. DUOLOGI-ის კონდიციონერები ატენიანებს და კვებავს თმას მისი ტექსტურისა და სიმკვრივის გათვალისწინებით: საშუალო და სქელ თმას მოუხდება გაჯერებული კრემ-კონდიცირების სიმდიდრე, ხოლო თხელ ან იშვიათ თმას უფრო მოუხდება "უწონო" დატენიანება მსუბუქი კრემ-კონდიციონერით, რომელიც ინარჩუნებს თმის მოცულობას.

მოვლა

შენი თმა და თავის კანი მეტ სინაზეს, სიყვარულს და ზრუნვას ითხოვს? პრობლემებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენე პროდუქტები, რომლებიც ავსებენ შენს ბიუთი- რუტინას: გაიხსენე, მაგალითად, როგორ მოქმედებენ სახის შრატები ან ყოველკვირეული ამქერცლავი ნიღბები. დააკვირდი სუპერ ეფექტურ ტონიკს, რომელიც პირდაპირ თავის კანზე ისმევა, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღ ზრდას და შეამციროს მტვრევადობა; ყურადღება მიაქციე ამქერცლავ სკრაბს, რომელიც აცოცხლებს თავის კანს; ჩართე მოვლის პროცედურაში ჩამოურეცხავი თმის კრემი, რომელიც დაგეხმარება დაუმორჩილებელი კულულების მორჯულებაში, მიანიჭებს მას ბზინვარებას და დაამარცხებს გაყოფილ ბოლოებს.

ტექსტი: