თამამი შიკი
მასიური ელემენტები ტანსაცმელში და მკვეთრი ფერი — თამამი იმიჯის მომგებიანი დუეტი, რომელიც ყველაზე პოპულარულია ამ სეზონზე. მკვეთრი ფერის პალტო (Cocoon) ან სვიტრი - ნეონის ფერის, დიდი ზომის ჩანთა და ორიგინალური სამკაულები — ატარე ყველაფერი ერთად და იყავი გამორჩეული.
მოცულობა და კონტრასტი
დააინტრიგე კონტრასტებით: მოცულობითი ჩანთა და მინი საფულე, ოქროსფერი მეტალი და მარმარილოს ჩანართები, ასიმეტრიული საყურეები და ყელსაბამის იდეალური პროპორციები, გლუვი კანი და "პლისე" ქსოვილი. შენ ყურადღების ცენტრში ხარ!
ეთნო და ფოლკი
აქსესუარების დიზაინერებმა თავიანთ ნამუშევრებში გააცოცხლეს ხალხური ეთნო სტილი — ხელით დაგვირისტებული, ფუნჯებით და ფოჩებით გაფორმებული. ასეთი კომპლექტი იდეალური დამატება ერთი ფერის ყელიანი სვიტრის, პონჩოს ან ჟილეტისთვის ბეწვით და აპლიკაციით.
თავისუფლების ძალა
მეამბოხე — იმიჯი, რომლის შექმნაც საკმაოდ ადვილია. შეარჩიე ვილურის, ჯინსების და დაპრინტული ქსოვილების კომბინაცია, ატარე აქსესუარები ეთნო-ფოლკის სტილში და არ დაგავიწყდეს მოუწესრიგებელი თმის ეფექტი!
ვინილის ბრწყინვალება
გაბედე ეფექტური, მკვეთრი ფერების გამოყენება. ინტენსიური ფერების ვინილის ფინალური შტრიხით, იმისთვის, რომ მოდის სიახლეების ეპიცენტრში იყო.