Описание
საპონი შეიცავს Е და В3 ვიტამინებს. ის შესანიშნავად ასუფთავებს კანს, აცოცხლებს და იცავს მას. მისი ნაზი ფორმულა საუკეთესოა ყოველდღიური გამოყენებისთვის. ტოვებს ნაზ,ყვავილის არომატს. არ შეიცავს პარაბენებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ და შესაფერისია როგორც ტანისთვის, ისე სახისთვის.
დაისველე კანი, დაისაპნე და ააქაფე, ჩამოიბანე თბილი წყლით. შესაფერისია სახისა და ტანისთვის. მოერიდე თვალის გარშემო არეს.
В3 ვიტამინი ეხმარება კანის საგრძნობლად გათანაბრებას, ანიჭებს ბრწყინვალებას. კვებავს კანს და ქმნის დამცავ ბარიერს. ასწორებს კანს, ანიჭებს სირბილეს, ეხმარება ტენის დაკარგვის შემცირებას და ტექსტურის გაუმჯობესებას.
Е ვიტამინი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური ეფექტით, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აკავებს ტენს. იცავს და ატენიანებს კანს, იგი ხდება გლუვი და ელასტიური.
გლიცერინი - ცნობილი დამატენიანებელი ინგრედიენტი. იხსნის კანს სიმშრალისგან, აკავებს წყალს კანის უჯრედებში. ხელს უწყობს კანის სირბილეს და ტოვებს კომფორტულ შეგრძნებას.
ფორმულა 3-1-ში მოიცავს დერმატოლოგიურად ტესტირებულ ინგრედიენტებს, რომლებიც ეხმარება ცხიმის, ჭუჭყის დახლეჩას და მოცილებას. ხელს უწყობს მაკიაჟის ადვილად მოშორებას, კანის მკვდარი უჯრედებისგან, ზეთისგან, მტვრისგან და სხვა ნაწილაკებისაგან გაწმენდას.
Essentials ბრენდის შესახებ
Essentials სამმაგი მოქმედების ნაზი ფორმულა, კანოლის ზეთი და Е ვიტამინი უზრუნველყოფს ყველა ასაკისა და ყველა კანის ტიპის დაცვას და კვებას.
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.