Описание
ეს კრემი ყოველდღიური გაწმენდისთვის განკუთვნილი ცხიმიანი, პრობლემური კანისთვის. აშორებს და ეწინააღმდეგება აკნეს, შავი წერტილების წარმოქმნას და ამცირებს კანის ცხიმის გამოყოფას. ატენიანებს და აგლუვებს კანს, კანი ხდება რბილი და გლუვი. მისი დამარბილებელი კომპლექსი გამაგრილებელ ეფექტთან კომბინაციაში ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. აქვს მსუბუქი არაცხიმიანი ტექსტურა, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს.
გამოიყენე კრემი ყოველდღიურად სახის დასაბანი საშუალების (41671) და ტონიკის (41672) შემდეგ. მასაჟური მოძრაობებით წაისვი მცირეოდენი კრემი სახეზე, მოარიდე თვალების გარშემო მიდამოს.
სალიცილის მჟავა აახალგაზრდავებს კანს და ღრმად წმენს ფორებს, აშორებს და ეწინააღმდეგება მათ დაბინძურებას, დაცობას.
პანთენოლი ატენიანებს, ამშვიდებს და არბილებს კანს. ის აგრეთვე ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
დამარბილებელი კომპლექსი ბაზილიკის (რეჰანის) და მწვანე ჩაის საფუძველზე ამშვიდებს პრობლემურ კანს.
С ვიტამინი ბაზილიკიდან — ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას კანზე.
მწვანე ჩაიში შემავალი ნივთიერებები ამშვიდებენ გაღიზიანებულ კანს, აღადგენენ კანის ბარიერს და ანიჭებენ კომფორტის შეგრძნებას.
გლუკონოლაქტონი (პოლიჰიდრომჟავა PHA) აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რომლებიც ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას. ეფექტურად ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან და ამშვიდებს მას.
Oriflame India Private Limited
B-44, Phase II, Post Office - NSEZ
Gautam Budh Nagar
Uttar Pradesh, 201305 INDIA
INDIA
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.