მთავარი
ტუჩების მოვლა
Tender Care
სპეციალური დამარბილებელი საშუალებების ნაკრები Tender Care (თენდერ ქეა)
(0)
Посмотреть все 0 отзывы
(0)
Посмотреть все 0 отзывы

Описание

სახელგანთქმული დამარბილებელი საშუალება სამქილიან კომპლექტში - კლასიკური, არომატიზატორების გარეშე, შავი მოცხრით და წვნიანი ვაშლით. 99.9% ბუნებრივი ფორმულა E ვიტამინით, ფუტკრის ცვილითა და ზეთებით, იდეალურია მშრალი ადგილებისთვის, დაწყებული ტუჩებიდან და იდაყვებიდან, დამთავრებული ნუნებითა და ქუსლებით. იდეალური საჩუქარი მათთვის, ვისაც სურს ჩვენი „ჰიტის“ გაცნობა. იყიდება ყუთით.

ვაშლის თესლის ზეთი

ვაშლი შეიცავს შაქრებს, რომლებიც ცნობილია დამატენიანებელი მოქმედებით. ისინი, ასევე, ხასიათდებიან ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელთა დახმარებით ვიშორებთ მავნე თავისუფალ რადიკალებს, რის შედეგადაც კანსა და ტუჩებს მოვლილი, ჯანსაღი და დაცული შეგრძნება ენიჭება.


შავი მოცხრის თესლის ზეთი

ბუნებრივი მკვებავი ზეთი ომეგა-3-ით და 6-ით, ბუნებრივი შაქრებითა და ვიტამინებით, რომლებიც გვეხმარება კანის დატენიანებასა და მოვლაში.


ნატურალური ზეთების ნაზავი

აბუსალათინისა და მზესუმზირას ზეთების მკვებავი და განსაკუთრებულად დამატენიანებელი ნაზავი. ეს ნაზავი ძალიან ჰგავს კანში უკვე არსებულ ცხიმებს, რაც საშუალებას აძლევს ამ ზეთებს, რომლებიც კანთან მაღალთავსებადია, ღრმად შეაღწიონ კანში, რაც ხელს უწყობს მის ინტენსიურ კვებას, მისი მარაგების შევსებას, შიგნიდან დაცვასა და დარბილებას.


ფუტკრის ცვილი

კანის მოვლის ცნობილი ინგრედიენტი, რომელიც ეხმარება კანის დამშვიდებას, დარბილებასა და მოვლას, ინარჩუნებს რა მის დატენიანებას, სიგლუვესა და სიჯანსაღეს.


ვიტამინი E

ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს, ამშვიდებს მას და უზრუნველყოფს ეპიდერმისის ზედა ფენების მოვლასა და დაცვას.

ინგრედიენტები
RICINUS COMMUNIS SEED OIL, HELIANTHUS ANNUUS HYBRID OIL, CERA ALBA, HYDROGENATED CASTOR OIL, PYRUS MALUS SEED OIL, RIBES NIGRUM SEED OIL, GLYCERYL CAPRYLATE, TOCOPHERYL ACETATE, TOCOPHEROL, ASCORBYL PALMITATE, PARFUM
მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში უყვარს ორიფლეიმის ლეგენდარული დამარბილებელი საშუალება, რომელიც ზრუნავს ტუჩებსა და კანზე. შენი ფავორიტი პროდუქტი ვარდისფერ ქილაში კიდევ უფრო უკეთესი გახდა! ჩვენ გავაუმჯობესეთ მისი ფორმულა. ახლა პროდუქტი შეიცავს 99,9% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს. გავამდიდრეთ ბუნებრივი ზეთებით - აბუსალათინის ზეთით და მზესუმზირის ზეთით. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ შეფუთვაზე, გავხადეთ უფრო მოსახერხებელი და ეკოლოგიურად სუფთა.

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.