აღწერა
სახელგანთქმული დამარბილებელი საშუალება სამქილიან კომპლექტში - კლასიკური, არომატიზატორების გარეშე, შავი მოცხრით და წვნიანი ვაშლით. 99.9% ბუნებრივი ფორმულა E ვიტამინით, ფუტკრის ცვილითა და ზეთებით, იდეალურია მშრალი ადგილებისთვის, დაწყებული ტუჩებიდან და იდაყვებიდან, დამთავრებული ნუნებითა და ქუსლებით. იდეალური საჩუქარი მათთვის, ვისაც სურს ჩვენი „ჰიტის“ გაცნობა. იყიდება ყუთით.
ვაშლი შეიცავს შაქრებს, რომლებიც ცნობილია დამატენიანებელი მოქმედებით. ისინი, ასევე, ხასიათდებიან ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელთა დახმარებით ვიშორებთ მავნე თავისუფალ რადიკალებს, რის შედეგადაც კანსა და ტუჩებს მოვლილი, ჯანსაღი და დაცული შეგრძნება ენიჭება.
ბუნებრივი მკვებავი ზეთი ომეგა-3-ით და 6-ით, ბუნებრივი შაქრებითა და ვიტამინებით, რომლებიც გვეხმარება კანის დატენიანებასა და მოვლაში.
აბუსალათინისა და მზესუმზირას ზეთების მკვებავი და განსაკუთრებულად დამატენიანებელი ნაზავი. ეს ნაზავი ძალიან ჰგავს კანში უკვე არსებულ ცხიმებს, რაც საშუალებას აძლევს ამ ზეთებს, რომლებიც კანთან მაღალთავსებადია, ღრმად შეაღწიონ კანში, რაც ხელს უწყობს მის ინტენსიურ კვებას, მისი მარაგების შევსებას, შიგნიდან დაცვასა და დარბილებას.
კანის მოვლის ცნობილი ინგრედიენტი, რომელიც ეხმარება კანის დამშვიდებას, დარბილებასა და მოვლას, ინარჩუნებს რა მის დატენიანებას, სიგლუვესა და სიჯანსაღეს.
ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს, ამშვიდებს მას და უზრუნველყოფს ეპიდერმისის ზედა ფენების მოვლასა და დაცვას.
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.