

155,00 GEL
მიწოდება 6,00 GEL ლარიდან.
მიწოდების დრო: 1-3 სამუშაო დღე
გახდი წევრი, ისარგებლე შეღავათებით!
15% ქეშბექი ყოველ შეკვეთაზე.
10% გაზიარების ფასდაკლება მეგობრების მოწვევისას.
უფასო მიწოდება საკომპენსაციო პროდუქტის შეძენისას.
შეინარჩუნე ჯანმრთელობა და კარგი თვითშეგრძნება შენს ყოველდღიურ რაციონში Wellness Pack-ის დამატებით! კვების დანამატების ეს კომბინაცია შემუშავებულია ჩვენი ნუტრიციოლოგების მიერ, რათა ორგანიზმს მიეწოდოს მიკროელემენტების ფართო სპექტრი ჯანმრთელობისთვის მეცნიერულად დადასტურებული სარგებელით.
თითოეული პაკეტი შეიცავს:
«მულტივიტამინებისა და მინერალების» კომპლექსის 1 ტაბლეტს
«ომეგა-3»-ის კომპლექსის 2 კაფსულას
«ასტაქსანტინის და მოცვის ექსტრაქტის» კომპლექსის 1 კაფსულას
«მულტივიტამინები და მინერალები»
ამ კომპლექსის ერთი ტაბლეტი შეიცავს 12 ვიტამინს და 10 მინერალს ქალის საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. კომპლექსი ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის თავიდან აცილებას, ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების (იმუნიტეტის, ნერვული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის, კუნთების) ნორმალურ ფუნქციონირებას და კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას*.
*ჯანმო. დიეტა, კვება და ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა. ანგარიში ჯანმო/FAO-ს ექსპერტთა ერთობლივი კონსულტაციის შესახებ. ჟენევა, 28 იანვარი – 1 თებერვალი 2002 წ. ჯანმო-ს ტექნიკური მოხსენებების სერია; 916. ჟენევა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2003 წ.
«ომეგა-3»
კაფსულები შეიცავს თევზის ქონს, რომელიც მდიდარია ომეგა-3 მჟავებით, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ გულის მუშაობაზე* (ჯურიჩიჩი და ქოლდერი და სხვ., 2021 წ.), მხედველობის ორგანოებზე** (ჯანაკარე და სხვ., 2019 წ.) და ტვინზე** (ინისი, 2008 წ.; შეფერი და სხვ., 2006 წ.), აგრეთვე კანის მდგომარეობაზე (მაკკასკერი და სხვ., 2010 წ.).
«ომეგა-3» კომპლექსი შეიცავს დეკოზაჰექსაენის მჟავას (DHA - დჰმ) და ეიკოზაპენტაენის მჟავას (EPA - ეპმ) სადღეღამისო დოზას 250 მგ, რომელიც რეკომენდებულია EFSA-ს (ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს) მიერ.
*ეპმ და დჰმ ხელს უწყობს გულის ნორმალური მუშაობის შენარჩუნებას. დადებითი ეფექტი მიიღწევა 250 მგ ეპმ-ის და დჰმ-ის ყოველდღიური მიღებისას.
**დჰმ ხელს უწყობს თავის ტვინის და მხედველობის ორგანოების ნორმალური მუშაობის შენარჩუნებას. დადებითი ეფექტი მიიღწევა ყოველდღიურად 250 მგ დჰმ-ის მიღებისას.
«ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი»
ძლიერი ანტიოქსიდანტების კომბინაცია: ნატურალური ასტაქსანტინი, მოცვის ექსტრაქტი და С და Е ვიტამინები – ორგანიზმის დასაცავად ჟანგვითი სტრესისგან, კანისა და მხედველობის ორგანოების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად (პისოსკი და პოპი, 2015 წ.).
საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვების შესაცვლელად. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმას. იმისათვის, რომ შეიტყოთ მეტი Wellness Pack-ის თითოეული პროდუქტის შესახებ, ეწვიეთ მათ გვერდებს: "მულტივიტამინები და მინერალები" ქალებისთვის (38559), "ომეგა-3" (38556), "ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი" (38557).
ზომები: სიგრძე 0mm, სიმაღლე 0mm, სიღრმე 0mm, წონა 0.096g
დეტალები: არ წარმოადგენს მედიკამენტს. 21 პაკეტი ყოველდღიური მიღებისთვის. 66,3 გრ (თითო პაკეტი წონით 3,16 გრ).
პროდუქტის სრული დასახელება: Wellosophy Wellness Pack (ველოსოფი ველნეს პეკ) ქალებისთვის
უპირატესობები
- ფორმულა აკმაყოფილებს ქალის საკვებ ნივთიერებებზე უნიკალურ მოთხოვნილებებს
- შემუშავებულია შვედეთში ხელოვნური საღებავების, კონსერვანტებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე
- შეფუთვაში 21 პაკეტია ყოველდღიური მიღებისთვის
მოთხოვნადი პროდუქტები
რეიტინგები და მიმოხილვები
აღმოაჩინე იმ მომხმარებელთა მიმოხილვები ვინც უკვე შეიძინა პროდუქტი. შეიტყვე მიმოხივლის გამოქვეყნების პირობების შესახებ აქ.
მსგავსი პროდუქტი
ახლახან ნანახი
Wellosophy
აღმოაჩინეთ ყოველდღიური Wellosophy-ის რიტინის ძალა, თავის მოვლის ჰოლისტიკური ბრენდით. ჯანსაღი კვება, უკეთესი კეთილდღეობის გადაწყვეტილებებში, რათა ხელი შეუწყოს თქვენს ჯანმრთელობას შიგნიდან, პლუს განწყობის გამაძლიერებელი ვეგანური კანის მოვლა კანისა და გრძნობების გასაღვიძებლად.