ჩაის ხე
Melaleuca alternifolia
ჩაის ხის სამშობლო არის ავსტრალია, სადაც მის ანტიმიკრობულ თვისებებს ათასწლეულების განმავლობაში აფასებდნენ ძირძველი ავსტრალიელები, და დღესაც ჩაის ხის ზეთი ფართოდ გამოიყენება კანის მოვლის პროდუქტებში, რომლებიც შექმნილია შავი წერტილების (აკნეს) და სხვა ნაკლოვანებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩაის ხის ეთერზეთი მიიღება ორთქლის დისტილაციის მეთოდით მისი ფოთლებიდან და ტოტებიდან. იყენებთ თუ არა მას ადგილობრივად აკნეს გამონაყარისთვის თუ კანის დამამშვიდებელი საშუალებების შემადგენლობაში, - ეს არის კოსმეტოლოგიის ნამდვილი მასთ-ჰევი.
ძირითადი მახასიათებლები
ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებები.
ჩაის ხის ზეთი ძალზე ეფექტურია ცხიმიანი ან დაზიანებული კანის მოვლისთვის, ის ხელს უწყობს კანის საფუძვლიანად გაწმენდას.
კარგად ამშვიდებს კანს და სასარგებლოა პრობლემური კანის მოვლისთვის.