ინგრედიენტების ბიბლიოთეკა
მთავარი
მარწყვი

მარწყვი

Fragaria sp.

გაცილებით მეტი, ვიდრე ახალი კენკრის დესერტი ზაფხულის დღეებში, მარწყვი არის ძვირფასი ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყარო, როგორიცაა C ვიტამინი და ფენოლური ნაერთები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის და სხეულის დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან. ჩვენ, შვედები, ძალიან ვაფასებთ ჩვენს მარწყვს და ხშირად მივირთმევთ მას, უბრალოდ თასში რძესთან და შაქართან ერთად მორთმეულს. კოსმეტოლოგიის თვალსაზრისით, მარწყვში ხილის მჟავების და ბუნებრივი ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა, ცნობილია, რომ ხელს უწყობს კანის ბზინვარებას - კანი თითქოს ანათებს.

ძირითადი მახასიათებლები

  • კვებავს კანს და მდიდარია С ვიტამინით.

  • ხილის მჟავები და ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ კანის ბზინვარების გაზრდას და ანიჭებენ მას სხივმოსილობას.

  • მარწყვის ექსტრაქტი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დაზიანებისგან.

მარწყვი შეიცავს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს და პოლიფენოლებს (მათ შორის ფენოლებს და ფლავონოიდებს), რომლებიც, როგორც ცნობილია, ხელს უწყობენ კანის დაბერების ხილული ნიშნების შემცირებას.

შეიცავს