ინგრედიენტების ბიბლიოთეკა
Oriflame is full of success stories around the globe. If you are one of those people who likes to move fast, we have a special reward for you!
შირბახტი (სეზამი)

შირბახტი (სეზამი)

Sesamum indicum

შირბახტის (სეზამის) ზეთი ათასწლეულების მანძილზე გამოიყენება, როგორც კულინარიული და კოსმეტიკური ინგრედიენტი, იგი დაფასებულია მისი თბილი, თხილის არომატისა და მდიდარი საკვები შემადგენლობის გამო, რომელიც შეიცავს კანისთვის სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებს, ცილებს, ლეციტინს და ამინომჟავებს. კოსმეტოლოგიაში ყველა ეს კომპონენტი ერთად ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის გაძლიერებას, დაცვასა და შენარჩუნებას, რის გამოც შირბახტის ზეთი სადღეისოდ არის კანის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ინგრედიენტი. ზეთს აქვს შესანიშნავი დამატენიანებელი მოქმედება ჩვენი კანის ზედა შრეებზე, რაც ეხმარება მას იყოს რბილი და ელასტიური.

ძირითადი მახასიათებლები

  • ძალიან კარგად კვებავს და არბილებს კანს.

  • შირბახტის (სეზამის) ზეთი ატენიანებს და აღადგენს კანს.

  • იცავს და ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას.

შირბახტის (სეზამის) ზეთი იცავს და ინარჩუნებს კანის სიჯანსაღეს ანტიოქსიდანტური E ვიტამინის და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების წყალობით, როგორიცაა ლინოლის და პალმიტინის მჟავები.

შეიცავს