ინგრედიენტების ბიბლიოთეკა
Oriflame is full of success stories around the globe. If you are one of those people who likes to move fast, we have a special reward for you!
მაგნოლია

მაგნოლია

Magnolia officinalis

ბევრი მიიჩნევს ვარდისფერ მაგნოლიას მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ყვავილად, ქალურობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ. ის ყველაზე ძველი ყვავილოვანი მცენარეა დედამიწაზე, რომელსაც ძლიერი თვისებები აქვს: მისი ყვავილი გვჩუქნის დელიკატურ, მიმზიდველ არომატს, ხოლო ქერქის ექსტრაქტი შეიცავს ძვირფას ანტიოქსიდანტურ ნაერთებს. ამიტომ მაგნოლია ძალიან ეფექტურია კანის მოვლაში - მას შეუძლია დაიცვას კანი თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან და შეანელოს კანის დაბერება.

ძირითადი მახასიათებლები

  • მაგნოლიას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და კანის დამამშვიდებელი ეფექტი.

  • ანტიოქსიდანტური ნაერთები ხელს უწყობს კანის დაბერების შენელებას.

  • მაგნოლიის ექსტრაქტი აღიავებს კანს.

მაგნოლიის ქერქის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნოლოლს და ჰონოკიოლს: ორ ორგანულ ნაერთს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ანტიოქსიდანტების სახით 1000-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე E ვიტამინი, რაც ეხმარება კანის დაცვას თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან.