სვია
Humulus lupulus
როდესაც გვესმის სვიის შესახებ, შეიძლება პირველ რიგში ვიფიქროთ ლუდზე და არა სილამაზეზე, მაგრამ ეს მცენარე სინამდვილეში ძალიან ეფექტური კოსმეტიკური ინგრედიენტია. სვიაში ფლავონოიდების და ფენოლის მჟავების მაღალი შემცველობის გამო, მას აქვს შემკვრელი მოქმედება, ხელს უწყობს კანის დამშვიდებას და ტონიზირებას. სვიაში შემავალი ტანინი ასევე ხელს უწყობს კანის ანთების შემცირებას, შესაძლოა, მაგიტომ, მას საუკუნეების მანძილზე იყენებენ ხალხურ მედიცინაში.
ძირითადი მახასიათებლები
სვია ხელს უწყობს კანის ანთების შემცირებას ტანინის მაღალი შემცველობის წყალობით.
მისი შემკვრელი მოქმედება ხელს უწყობს კანის დამშვიდებას და შეგუბებითი მოვლენების შემცირებას.