ინგრედიენტების ბიბლიოთეკა
მთავარი
ლამინარია

ლამინარია

Laminaria digitata

ელეგანტური ჟღერადობის სახელი Laminaria digitata ეწოდება ტალღოვან, ყავისფერ-მწვანე წყალმცენარეს, რომელიც წააგავს ხელს რბილად მოფრიალე თითებით: lamina ლათინურად ნიშნავს "ფხას" (ალესილ პირს), ხოლო digitus - "თითს". ამ წყალმცენარეს ასევე უწოდებენ "კელპს", "გორგლებს", "ზღვის ჩხირებს" ან "კომბუს" და იგი გვხვდება ცივ და ზომიერად ცივ წყლებში, მათ შორის შვედეთის ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროზე. ლამინარია პოპულარული ინგრედიენტია ტრადიციულ იაპონურ და ჩინურ სამზარეულოში, ის ძალიან ფასდება მისი კვებითი ღირებულებისა და მიკროელემენტებისა და მინერალების შემცველობის გამო, რაც მისი, როგორც მაკონდიცირებელი და აღმდგენი თვისებების მქონე ბიუთი-ინგრედიენტის გამოყენების საშუალებას იძლევა.

ძირითადი მახასიათებლები

  • აახლებს და აღადგენს კანს ისეთი მინერალების შემცველობის წყალობით, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი.

  • ლამინარია ხელს უწყობს კანში ტენიანობის შენარჩუნებას, რადგან შეიცავს პოლისაქარიდებს.

  • ეს წყალმცენარეები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კერძოდ, A და B ვიტამინებით.

ცნობილია, რომ Laminaria digitata შეიცავს უამრავ მინერალურ კომპონენტს, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი, რომლებიც ხელს უწყობენ კანის აღდგენას.

შეიცავს