მაყვალი
Rubus fruticosus
მუქი, გემრიელი, დესერტებისა და ღვეზელების მოსამზადებლად დიდებული ველური მაყვალი საკვები ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა და ამასთანავე, შეუძლია დაიკვეხოს დიეტური უჯრედისის, C ვიტამინის, K ვიტამინის და უამრავი მნიშვნელოვანი მინერალების შემცველობით. როგორც კენკრას, ასევე მთლიანად მცენარეს უამრავი ფასეული კოსმეტიკური თვისება გააჩნია. ფოთლების ექსტრაქტი შეიცავს ხილის მჟავებს, ფლავონოიდებს და სათრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დატენიანებას, ხოლო მაყვლის თესლის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებისა და ცხიმოვანი მჟავების უნიკალურ კომბინაციას, რომელიც კვებავს და ატენიანებს კანს.
ძირითადი მახასიათებლები
მას გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები პოლიფენოლებისა და C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო.
ამშვიდებს და კვებავს კანს.
მაყვლის თესლის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.