მაგნოლია
Magnolia officinalis
ბევრი მიიჩნევს ვარდისფერ მაგნოლიას მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ყვავილად, ქალურობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ. ის ყველაზე ძველი ყვავილოვანი მცენარეა დედამიწაზე, რომელსაც ძლიერი თვისებები აქვს: მისი ყვავილი გვჩუქნის დელიკატურ, მიმზიდველ არომატს, ხოლო ქერქის ექსტრაქტი შეიცავს ძვირფას ანტიოქსიდანტურ ნაერთებს. ამიტომ მაგნოლია ძალიან ეფექტურია კანის მოვლაში - მას შეუძლია დაიცვას კანი თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან და შეანელოს კანის დაბერება.
ძირითადი მახასიათებლები
მაგნოლიას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და კანის დამამშვიდებელი ეფექტი.
ანტიოქსიდანტური ნაერთები ხელს უწყობს კანის დაბერების შენელებას.
მაგნოლიის ექსტრაქტი აღიავებს კანს.
მაგნოლიის ქერქის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნოლოლს და ჰონოკიოლს: ორ ორგანულ ნაერთს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ანტიოქსიდანტების სახით 1000-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე E ვიტამინი, რაც ეხმარება კანის დაცვას თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან.