გადასვლა მთავარ კონტენტზემენიუზე გადასვლაგადასვლა ძიებაზე

ნიშური არომატები კოლექციონერებისთვის: Top Scents Oriflame x Givaudan-ისგან

გამოქვეყნებული: 20.07.2026

არის მომენტები, როდესაც ვიღაც ინტერესდება: „რა გასხია?“ ეს ნიშური ეფექტია. გაიცანით Top Scents, Oriflame-ის ნიშური არომატების კოლექცია, რომელიც შექმნილია ცნობილი სუნამოების სახლ Givaudan-თან ერთად. კონტრასტსა და ხასიათზე აგებული, თითოეული პარფიუმერული წყალი შექმნილია ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის, რომლებსაც მოსწონთ, რომ არიან გამორჩეულები. შეაგროვეთ ისინი და შექმენით თქვენი არომატების გარდერობი - დაიწყეთ Top Scents არომატებით.

აღმოაჩინეთ კოლექცია. იპოვეთ თქვენი ნიშური სურნელი.

Givaudan: სურნელოვანი ხელწერის ავტორი Top Scents-ის მიღმა

Top Scents Oriflame-ის პარფიუმერიაში ახალ თავს აღნიშნავს: ნიშური არომატების კოლექცია, შექმნილი იმისთვის, რომ დაგეხმაროთ საკუთარი, გამორჩეული სურნელოვანი ხელწერის ჩამოყალიბებაში, რომელიც ყველას არ ჰგავს. ეს კოლექცია კლასიკურ ნოტებს სრულიად ახალი კუთხით წარმოგვიდგენს: სინაზე ხასიათით, ნათელი აკორდები სიღრმით და სისუფთავე იდუმალი ელფერით.
Top Scents-ის ყოველი ქმნილების უკან დგას Givaudan, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სუნამოების სახლი და პრესტიჟული Givaudan Perfumery School-პარფიუმერიის სკოლა. Oriflame-მა და Givaudan-მა ახალი თაობის პარფიუმერები გამოწვევის წინაშე დააყენეს — გადაეწერათ სურნელების შესახებ არსებული წარმოდგენები, თავიდან გაეაზრებინათ ნაცნობი ნოტები და შეექმნათ გამორჩეული პარფიუმერული წყალები, რომლებიც აოცებს, აინტრიგებს და ცნობისმოყვარეობას აღვიძებს.
თითოეული მათგანი განსხვავებული თვითგამოხატულებაა. თითოეული შექმნილია იმისთვის, რომ ნიშურად ჟღერდეთ
Oriflame-ის ახალი პარფიუმერული წყალი Top Scents La La Lime

Oriflame-ის ახალი პარფიუმერული წყალი Top Scents La La Lime

ფიქრობთ, რომ ლაიმის შესახებ ყველაფერი იცით? კიდევ ერთხელ დაფიქრდით. La La Lime-ის ნიშური არომატი ციტრუსის ტრადიციულ აღქმას თავდაყირა აყენებს, ახლადგარეცხილი თეთრეულის სისუფთავითა და ცოცხალი Akigalawood™-ის ნოტებით. მბზინავი, მხიარული და ძნელად დასახასიათებელი სურნელი ოპტიმიზმით იწყება, შემდეგ კი ხის ნოტების გამორჩეულ ხასიათს ავლენს, რომელიც დიდხანს რჩება მას შემდეგაც, რაც საწყისი სიკაშკაშე ნელ-ნელა ქრება.სურნელის განწყობა: სიახლე და ენერგიულიძირითადი ენერგია: მზის სხივები ახალი ინტერპრეტაციით, ნათელი და მოულოდნელი.გამოიყენეთ, როცა: გსურთ სიახლის შეგრძნება და თავი იგრძნოთ გამორჩეულად.შემქმნელი: ანდრეა მონტანარი - Andrea Montanari Givaudan Perfumery School-ის კურსდამთავრებული, რომელმაც შექმნა La La Lime.
 Oriflame-ის ახალი პარფიუმერული წყალი Top Scents Tropic Thunder

Oriflame-ის ახალი პარფიუმერული წყალი Top Scents Tropic Thunder

სამოთხეს მცირე მოულოდნელობა სჭირდებოდა, ამიტომ Tropic Thunder-ის ნიშური არომატი ყველა ხილის სურნელოვან კლიშეს გვერდს უვლის. ის შორდება ზედმეტ სიტკბოს და კრემისებრი ქოქოსისა და წვნიანი ლეღვის ნოტებს ნათელ ხის აკორდებს და რბილ მუშკს უხამებს. შედეგი არის სურნელი, რომელიც თბილი, ცოცხალი და შეუმჩნევლად მომხიბვლელია. ნაკლებად — პლაჟის კოქტეილი, მეტად — მზის ენერგიით შთაგონებული დახვეწილობა. სურნელის განწყობა: ბედნიერი და ენერგიული ძირითადი ენერგია: ტროპიკების ახალი ინტერპრეტაცია — კრემისებრი, კაშკაშა და მომაჯადოებელი.. გამოიყენეთ, როცა: გსურთ შვებულების განწყობა და თავდაჯერებულობა ყველგან თან გახლდეთ. შემქმნელი: იაცეკ ლაშჩინსკი - Jacek Laszczynski Givaudan Perfumery School-ის კურსდამთავრებული, რომელმაც შექმნა Tropic Thunder.
Oriflame-ის Top Scents Rose Mode პარფიუმერული წყალი

Oriflame-ის Top Scents Rose Mode პარფიუმერული წყალი

ეს პარფიუმერული წყალი თანამედროვე ვარდის რეინტერპრეტაციაა. Rose Mode niche perfume ეწინააღმდეგება რომანტიკულ კლიშეებს: ნაკლები თაიგული, მეტი დამოკიდებულება. მისი ნიშური არომატი იშლება ნაზი ინტენსივობით. ის არის ტკბილი, დახვეწილი, მაგრამ ამასთანავე პროგნოზირებადი; კანთან შეხებისას ის იშლება ნელ-ნელა და რჩება დიდხანს. არომატის ტიპი: სენსუალური და იდუმალი
ძირითადი ენერგია: ვარდის სურნელი, აბრეშუმისებრი, სენსუალური.
გამოიყენეთ ის, როდესაც: გსურთ შეიგრძნოთ ყვავილების ნოტები.
შემქმნელი: Julie Noé, Givaudan-ის პარფიუმერიის სკოლის წარმომადგენელი
Oriflame-ის Top Scents Neon Oud პარფიუმერული წყალი

Oriflame-ის Top Scents Neon Oud პარფიუმერული წყალი

თბილი, ხის ნოტები სინათლისა და ნეონის ნაპერწკლებს ერწყმის. თავდაჯერებული სურნელება რომლის იგნორირება შეუძლებელია. ეს არის Neon Oud niche perfume რომელის შეპკურებით გახდებით გამორჩეული. არომატის ტიპი: ძლიერი და თავდაჯერებული
ძირითადი ენერგია: Oud ნეონის სინათლე. ტკბილი, შეუჩერებელი.
გამოიყენეთ ის, როდესაც: გსურთ გახდეთ უფრო მეტად თამამები.
შემქმნელი: Andrea Montanari, Givaudan-ის პარფიუმერიის სკოლის წარმომადგენელი.

Top Scents პარფიუმერების კონკურსის ფარგლებში

ჩვენი Top Scents-ის ნიშური არომატები Oriflame x Givaudan creative challenge შემოქმედებითი გამოწვევის შედეგად დაიბადა. ამ პარფიუმერული სკოლის Givaudan Perfumery School ფარგლებში, ახალბედა პარფიუმერებმა ნიშური კოდების, ხელახლა ინტერპრეტაციის და ახალი ინგრედიენტების საშუალებით ჩაატარეს ექსპერიმენტები და შექმნეს გამორჩეული, გამომხატველი არომატები.
როდესაც Top Scents-ს იპკურებთ, თქვენ არა მხოლოდ შედეგს იღებთ - არამედ გამარჯვებულადაც გრძნობთ თავს. ეს არის ნიშური არომატი თქვენი სიამოვნებისთვის.

სუნამოს მიღმა: როგორ შეიქმნა La La Lime

სუნამოს მიღმა: როგორ შეიქმნა Tropic Thunder

ფლაკონის უკან: Rose Mode შექმნის პროცესი

ფლაკონის მიღმა: Neon Oud შექმნის პროცესი

ნიშური არომატები, გაშიფრულია

აღმოაჩინეთ ნიშური პარფიუმერიის ენა მისი აკორდებიდან დაწყებული და ისწავლეთ, როგორ აირჩიოთ თქვენი შემდეგი არომატი თავდაჯერებულად.
შეიტყვე მეტი
ნიშური არომატები, გაშიფრულია