როგორ მოვათვინიეროთ ურჩი თმა

თმა არ გიჯერებთ, გეწეწებათ და გიფუვდებათ? საქმე პროტეინის და ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობაშია, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა გამომშრალი და დაზიანებული თმისათვის. როდესაც თმა ტენიანობას კარგავს, კუტიკულა ანუ თმის გარეგანი შრე ხდება ფხვიერი, ფაშარი და ამის შედეგად ვარცხნილობა დაელექტროებულად გამოიყურება. ნესტიანი ამინდი, ჩვეულებრივ, აუარესებს საქმის ვითარებას. გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვათვინიეროთ ურჩი თმა და სიტუაცია კონტროლის ქვეშ ავიყვანოთ.

1. შამპუნი და კონდიციონერი
დასაწყისისთვის აიღე ურჩი თმის გასწორებისთვის სპეციალურად შემუშავებული შამპუნი და კონდიციონერიმაგალითად, სერიიდან HairZ Frizz Control აბრეშუმის პროტეინებით. ის ხელს უწყობს დამცავი მიკროაპკის ფორმირებას და თმას მოქნილობას, სიგლუვეს ანიჭებს, ამიტომ თმა უფრო "დამჯერი" ხდება. 

2. სწორი დავარცხნა 
შამპუნის და კონდიციონერის გამოყენების შემდეგ მიეცი თმას ოდნავ გაშრობის საშუალება, შემდეგ გულდასმით დაივარცხნე სპეციალური სავარცხელი მასაჟორითსველი თმა ადვილად ხდება მტვრევადი, ამიტომ უკეთესია ორი პირობის დაცვა: რბილი მასაჟის ჯაგრისი და პირსახოცით შეშრობილი თმა.  

3. შრატი
შემდეგი ნაბიჯია — ურჩ თმაზე სიგლუვის მიმნიჭებელი შრატის წასმა. მას მსუბუქი ფორმულა აქვს, ამიტომ არ ამძიმებს ვარცხნილობას, იცავს სიცხისგან და მომატებული ტენიანობისგან, გამორიცხავს თმის აფუებას. 2-3 წვეთი შრატი ხელისგულზე დაისხი, ხელისგულები ერთმანეთს გაუსვი და გადაანაწილე თმაზე შუიდან ბოლოებამდე. არ ჩამოიბანო, ეს მნიშვნელოვანია!

4. ტექნიკა
მაშ ასე, ვარცხნილობის გასაკეთებლად დაგჭირდება ვარცხნილობის დასაყენებელი სავარცხელი. იშვიათი და თხელი კბილების წყალობით, რომლებიც ჰაერის ნაკადის თავისუფალ ცირკულაციას უზრუნველყოფენ, ვარცხნილობის გაკეთება დიდ დროს არ წაგართმევს. ამასთანავე, ასეთი სავარცხელი დაგეხმარება ფრთხილად, ზიანის მიუყენებლად დაივარცხნო მოკლე და საშუალო სიგრძის თმა. გაიშრე თმა საშუალო ტემპერატურაზე და თმის კულულების დასაჭერად ვარცხნილობის დასაყენებელი სავარცხელი შეაშველე. ასე თავიდან აიცილებ თმის დაზიანებას და აწეწვას.  

5. და დამცავი სპრეი
თითქმის მზად არის! დარჩა მხოლოდ დამცავი სპრეის წასმა იმისთვის, რომ ვერავითარმა ამინდმა ვერ შეგიშალოს ხელი დიდებულად გამოიყურებოდე. ჩვენ მოგვწონს თმის მულტიფუნქციური СС-სპრეი HairXის დაიცავს თმას გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან, უზრუნველყოფს ანტისტატიკურ ეფექტს, შეამცირებს თმის აფუებას და შეამსუბუქებს აწეწილი თმის დავარცხნას.     

ტექსტი: ფოტო: Oriflame