რა ფასდაკლება ბრუნდება ჩემს Oriflame-ის საფულეში (ქეშბექი)? - მხოლოდ წევრებისთვის
„ქეშბექი“ არის ფასდაკლება, რომელიც გამოითვლება კატალოგის ფასიდან, და გროვდება თქვენს ელექტრონულ საფულეში. ქეშბექი გამოიყენება თქვენი შემდეგი შეკვეთების გადასახდელად. თითოეული წევრი იღებს საფულეში შეკვეთის ღირებულების მთლიანი ოდენობის 15%-ს.
ქეშბექი ავტომატურად გამოიყენება შეკვეთის განთავსებისას. ერთი შეკვეთისთვის გამოყენებული ქეშბექი არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის ღირებულების 60%-ს. თუ დაგროვილი თანხა შეკვეთის ღირებულების 60%-ზე მეტია, ზედმეტი თანხა შეინახება და ხელმისაწვდომი გახდება მომავალი შეკვეთებისთვის. ქეშბექი ძალაშია იმ კატალოგიდან როდესაც მოხდა მისი გამომუშავება + 3 კატალოგის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ქეშბექის თანხა უქმდება.
თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ ქეშბექი ისეთ პროდუქტებზე რომლებსაც არ გააჩნიათ ბონუს ქულა; როგორიცაა საფასური, ბეჭდური მასალა ან სინჯები.
პირველი შეკვეთის განთავსებისას, წევრები მიიღებენ 15% მისასალმებელ ფასდაკლებას, თუ მოწვეულები არიან Oriflame-ის ბრენდ პარტნიორის ან წევრის მიერ. თუმცა, ამ შეკვეთისთვის ქეშბექი გამოითვლება სრული კატალოგის ფასის საფუძველზე.
თქვენი ბალანსის შესამოწმებლად, გადადით Oriflame საფულეზე მთავარ მენიუში.