Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

სამეცნიერო აღმოჩენა

Novage სერიის პროდუქტები კანის დაბერების ინოვაციური და ხანგრძლივი კვლევის AgeReflect™ შედეგია, ჩატარებული ორიფლეიმის სამეცნიერო გუნდის მიერ, სადაც შედიოდნენ სხვადასხვა მიმართულების და საქმიანობის სფეროში დასაქმებული მეცნიერები, ბიოლოგები, დერმატოლოგები, მარკეტოლოგები და კოსმეტოლოგიის ცენტრში მომუშავე ექსპერტები. მიზანი — კანის დაბერების მრავალრიცხოვანი ფაქტორების ანალიზი.

მაღალეფექტური ანტიასაკობრივი საშუალებების ინოვაციური სერია NovAge - 7 წლიანი სამეცნიერო კვლევის, 1000 აქტიური ინგრედიენტის და 3000 შესწავლილი გენის შედეგია. ჩვენ ვზრუნავთ არა მარტო შენს ასაკზე, არამედ კანზეც, მასში მიმდინარე პროცესებზე და ვიცით, როგორ გავაახალგაზრდავოთ ის. 

5 დან 4 ქალი თავიან ასაკთან შეუსაბამოდ გამოიყურება. ეს უნიკალური აღმოჩენა ჩვენს მიერ კანის დაბერების პროცესისადმი მიძღვნილი AgeReflect™ ფართო კვლევის შედეგია. კვლევის დროს კანის დაბერების ბევრი ფაქტორი იქნა გაანალიზებული. გამოიკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რის გამოც ქალბატონები თავიანთ ასაკთან შედარებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურებიან.

ინოვაციური აღმოჩენა ლიფტინგის და კანის სიმკვრივის აღდენისთვის NovAge – ასაკის მატებასთან ერთად და ფოტოდაბერების ზემოქმედების შედეგად შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, ფიბრობლასტები, კარგავს ელასტიურობას და ელასტინის გამოყოფაც არასაკმარისი რაოდენობით ხდება, რაც კანის სიმკვრივის დაკარგვას და მოშვებული კანის კონტურებს განაპირობებს.    

კანის დაბერების პროცესი 80% პირდაპირ დამოკიდებულია გარემო პირობებზე და მხოლოდ 20% – ჩვენს გენეტიკურ განწყობაზე. NovAge სერიამ პასუხი გასცა ამ ფაქტს: თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ასაკი! NovAge თითოეული ხაზი შემუშავებულია ისე, რომ ერთი სერიის ყველა საშუალების კომპლექსური და რეგულარული გამოყენება იძლევა საუკეთესო და სწრაფ შედეგს. 

გამოიყენე NovAge სერიის ყველა პროდუქტი ყოველ დღე და შენი კანი შეუდარებელი იქნება ნებისმიერ ასაკში!