Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

კომპლექსური მოვლა

ჩვენი სახე ჩვენი ასაკის შესახებ მრავლისმთქმელია...ან არაფრის. რა გვმატებს ასაკს და რა გვაახალგაზრდავებს? როგორ შევნიშნოთ და ავიცილოთ თავიდან სიბერის ნიშნები? იზრუნე შენს კანზე მიზანმიმართულად.

СериNovAge —  ორიფლეიმის მაღალეფექტური ანტიასაკობრივი საშუალებების ინოვაციური სერია, რომელიც ებრძვის კანის დაბერების ნიშნებს. ის წარმოდგენილია ოთხი განსხვავებული ბრენდით და შედგება 6 სტანდარტული მოცულობის საშუალებებისგან – ყველა ხაზი დაფუძნებულია უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნებრივ კომპონენტებზე და უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს.
ყოველდღიური მოვლის ოთხ ეტაპიანი  სისტემა  შექმნილია ისე, რომ ყოველი მომდევნო ეტაპი ავსებს წინამორბედს. ექვსი საშუალებისგან შემდგარი სპეციალური ფორმულა კი აძლიერებს მათ ურთიერთქმედებას. 
კომპლექსური მოვლა — აუცილებელია ყველა ასაკში, რათა ჩვენი კანი ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს. ყოველდღიური რიტუალი: 2 წუთი, რომელიც ყველაფერს შეცვლის.

ნაბიჯი 1. წმენდა
კანის საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს კრემის და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას. NovAge გამწმენდი საშუალებები (გამწმენდი გელი, მატონიზირებელი საშუალება, რძე) აშორებს მაკიაჟის და ჭუჭყის ნარჩენებს და იდეალურად ამზადებს კანს დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებისთვის.

ნაბიჯი 2. თვალის გარშემო კანის მოვლა
თვალის გარშემო კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. NovAge თვალის გარშემო კრემის ფორმულები სპეციალურად შემუშავებულია ისე, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად დელიკატური და ამავდროულად ეფექტური მოვლა.

ნაბიჯი 3. აქტივატორი
NovAge შრატები კანის ყოველდღიური მოვლის შეუცვლელ ეტაპს წარმოადგენს: ფორმულები შეიცავს კანის ახალგაზრდობისთვის აუცილებელი ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას და აძლიერებს ღამის და დღის კრემების მოქმედებას.

ნაბიჯი 4. ძირითადი მოვლა
დღის და ღამის კრემების  NovAge გამოყენება საჭიროა კომპლექსურად მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად: მათი ფორმულა შემუშავებულია ისე, რომ იდეალურად ავსებს, მაგრამ არ ცვლის ერთმანეთს. დღის კრემი იცავს კანს ფოტოდაბერებისგან. ღამის კრემი კი ღრმად კვებავს კანს ღამის განმავლობაში.