Описание
მკვეთრი მწვანე არომატი შთაგონებულია დაჩრდილული პარკების, ზღვრამდე გახურებულ მეგაპოლისში ოაზისების სიგრილით. პიტნის სტიქიური სიგრილე გულში პიკანტური რეჰანისა და დამიანას ეფექტური ფესვით იცვლება. კომპოზიციას ასრულებს კედრის, ვეტივერისა და ტონკას თბილი მარცვლების ბუკეტი.
ზედა ნოტები: პიტნა, ლავანდა, მანდარინი
გულის ნოტები: რეჰანი, მუსკატის კაკალი და დამიანას ფესვი
ბაზის ნოტები: კედარი, ვეტივერი, ტონკას მარცვლები
მარი სალამანი Firmenich-ის წამყვანი პარფიუმერი, ყოველთვის ძალიან მგრძნობიარე იყო სურნელების მიმართ და იმ დღეს, როდესაც პირველად გაიგო პარფიუმერული სკოლების არსებობის შესახებ, მაშინვე მიხვდა: ეს სწორედ ის არის, რაზეც ოცნებობს. მისი თქმით, კარგ სუნამოს შეუძლია, გადაგიყვანოთ ჯადოსნურ სამყაროებში, ემოციები კი, რომლებსაც ის იწვევს, უკონტროლო და ძლიერია. მარი გამუდმებით ამ ჯადოსნობის ძიებაშია.
მარი არის ისეთი ცნობილი არომატების ავტორი, როგორიცაა Martin Margiela, Atelier des Ors, Jo Malone, Mugler, Guerlain, Yves Saint Laurent, Narciso Rodriguez და Giorgio Armani.
პარფიუმერი: კრისტიანა პლოსი
პარფიუმერიაში მოვიდა ქიმიის მეცნიერებათა ხარისხით. ამიტომ, მას განსაკუთრებული მიდგომა აქვს ინგრედიენტების შერჩევის მიმართ. იწყებს პრაგმატიზმით, შემდეგ კი შემოქმედებაში გადადის. მან იცის, როგორ გადააქციოს ნებისმიერი ინგრედიენტი პოეზიად და ისტორიას თავად მოყოლის შესძლებლობა მისცეს.
კრისტიანა პლოსი არის არომატების ავტორი შემდეგი ბრენდებისთვის: Fendi, Christian Dior, Celine და Andy Warhol Homme Collection.
აირჩიე შენთვის საუკეთესო მეთოდი:
არომატის ტიპი: არომატული, ფუჟერული
ზედა ნოტები: პიტნა, ლავანდა, მანდარინი
გულის ნოტები: რეჰანი, მუსკატის კაკალი და დამიანას ფესვი
ბაზის ნოტები: კედარი, ვეტივერი, ტონკას მარცვლები
პარფიუმერი: მარი სალამანი და კრისტიანა პლოსი
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.