Описание
გამათანაბრებელი ბაზა მაკიაჟის ქვეშ ვიზუალ-ფილტრების ტექნოლოგიით კანს რბილ ბზინვარებას ანიჭებს, ნიღბავს სიწითლეს, ვიზუალურად არბილებს ნაოჭებსა და ფორებს, მყისიერად გიქმნით დატენიანების შეგრძნებას - და სუფთა იერს 12 საათის განმავლობაში. ეფექტი მუშაობს როგორც რეალურად, ისე კამერაზე. როგორც წესი, კამერა კანის ნაკლოვანებებს აჩენს - მაგრამ არა ამ პრაიმერის შემთხვევაში. კორექცია ფოტოებსა და ვიდეოებზე მუშაობს! ნაზი, სწრაფად შრობადი ტექსტურა სპეციალურადაა შემუშავებული იმისათვის, რომ კანი წამებში გახდეს არა მხოლოდ უფრო სრულყოფილი, არამედ უფრო გლუვიც.
წაისვი თითების, ფუნჯის ან სპონჟის მეშვეობით სუფთა კანზე მაკიაჟის დადებამდე. დაიწყე სახის ცენტრიდან და განაგრძე კიდეების მიმართულებით. თანაბრად გაანაწილე სრულყოფილი დაფარვის მისაღებად. ცოტა ხანს დაელოდე, სანამ პროდუქტი კანში „ჩაჯდება“ და, შემდეგ, ჩვეული მაკიაჟი დაიდე. საინტერესოა: ბაზის წასმა, ასევე, შესაძლებელია შემდგომი მაკიაჟის გარეშეც - კანის შეუმჩნევლად გაუმჯობესების მიზნით.
ფერის საკორექციო პიგმენტები დღის განათების შემთხვევაში მწვანე ფლუორესცენციით ხასიათდება, ნიღბავს რა სიწითლეს, სპეციალური დამატენიანებელი კომპონენტები, ასევე, მიკრონაწილაკები, რომლებიც ქმნიან სიგლუვისა და რბილი ბზინვარების ეფექტს.
Oriflame India Private Limited
B-44, Phase II, Post Office - NSEZ
Gautam Budh Nagar
Uttar Pradesh, 201305 INDIA
INDIA
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.