Описание
გამოფენები, მუზეუმები, კონცერტები და თეატრები - ეს ის არის, რისთვისაც ქალაქი გიყვარს? ეს არომარი შენთვისაა შექმნილი: წვნიანი ბერგამოტი, მწარე გრეიფრუტი და მწვანე სუროს ფოთოლი ერწყმის ზედა ნოტების ციტრუსოვან-მწვანე მიქსს. გულში - ბამბუკის აკორდის აკვატური სიგრილეა, რომელიც ბაზაში მოდური კედრის ნოტით იცვლება.
ზედა ნოტები: ბერგამოტი, სუროს ფოთლები, გრეიფრუტი
გულის ნოტები: წყლის ჟასმინი, ბამბუკის აკორდი, ზღვიური ხის აკორდი
ქვედა ნოტები: კედრის ხე, ფაჩული, ქარვა
სიუზის გატაცება ბუნებრივი ინგრედიენტებით ბავშვობიდან იღებს სათავეს, რომელიც მან გაატარა სახლში, რომელსაც დიდი ბაღი ჰქონდა. აქ ის ტკბებოდა ყვავილებისა და მცენარეების დიდებული სურნელებით. გარდა ამისა, პატარაობიდანვე ხიბლავდა სანელებლების სურნელებით, რომლებიც დედამისს შორეული ქვეყნებიდან ჩამოჰქონდა. ახლა, გახდა რა პარფიუმერი, თავს უძღვნის შემოქმედებასა და მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას "ძვირფასი" ინგრედიენტის ძიებაში, რომელსაც "სუფთა ვნებას" უწოდებს.
Venture Unlimited-ზე მუშაობისას მას სურდა შეექმნა არომატი, რომელიც ეხმიანება თანამედროვე მეგაპოლისის მკვიდრთა ცხოვრების წესს.
სიუზი თანამშრომლობდა და არომატებს ქმნიდა ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Boss, Bourjois და EDIT(h)
აირჩიე გამოყენების ოპტიმალური მეთოდი:
არომატის ტიპი: არომატული, ახალი
ზედა ნოტები: ბერგამოტი, სუროს ფოთლები, გრეიფრუტი
გულის ნოტები: წყლის ჟასმინი, ბამბუკის აკორდი, ზღვიური ხის აკორდი
ბაზის ნოტები: კედრის ხე, ფაჩული, ქარვა
პარფიუმერი: სიუზი ლე ჰელი
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.