მთავარი
არომატები
nordic-waters
ქალის პარფიუმერული წყალი Nordic Waters (ნორდიქ ვოთერს)
(0)
Посмотреть все 0 отзывы
(0)
Посмотреть все 0 отзывы

Описание

Nordic Waters – პარფიუმერული წყალი ფენომენალური გამაგრილებელი ეფექტით. შეიგრძენი, როგორ ცოცხლდება ყოველ წვეთთან ერთად შენი გრძნობები!

ბოთლის ახალი დიზაინი შთაგონებულია შვედური აკვატორიის კონტრასტებით: ბობოქარი ზღვიდან ტბების მშვიდ ზედაპირამდე.


ზედა ნოტები: ბერგამოტი, ლიმონის ესენცია, მწვანე ვაშლი
გულის ნოტები: Nordic Waters აკორდი, ჟასმინის ფურცლები, ხილის და აკვატიკური აკორდი
ქვედა ნოტები: კედარი, თეთრი მუშკი, ქაშმირის ხე

პარფიუმერის შესახებ:

არომატი შექმნილია ფრანგი პარფიუმერის ფაბრის პელეგრენის მიერ. არომატების დედაქალაქში - გრასში, პარფიუმერის ოჯახში დაბადებულ ფაბრისს მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა ყოველნაირი არომატების დაუოკებელი წყურვილი. მას ბავშვობიდან შთააგონებდა აყვავებული მინდვრების და ხეხილის ბაღების, მდინარეებისა და ტყეების, ტბებისა და მზის საოცარი სურნელი: „ჩემთვის არაფერია იმაზე მეტად სრულყოფილი, ვიდრე თავად ბუნება. ბუნების დახვეწილი წახნაგები უამრავ რთულ დეტალს გვთავაზობს".

თავისი კარიერის განმავლობაში, ფაბრის პელეგრენი არაერთგზის თანამშრომლობდა და ქმნიდა არომატებს მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდებისთვის, როგორიცაა: Yves Saint Laurent, Roberto Cavalli, Lalique, Lancôme, Lanvin, Issey Miyake, By Kilian და სხვა მრავალი.

მოჰყევი ჩვენს მარტივ წესებს იდეალური შედეგების მისაღწევად:

  1. შეიფრქვიე არომატი მაჯისცემის წერტილებზე: კისერზე, ყურების უკან ზონაზე, იდაყვის ზედაპირის შიდა არეზე, მუხლების ზედაპირის უკანა მიდამოზე. მაგრამ ყველა ერთდროულად არა, რომ შელიფი არ იყოს ზედმეტად ძლიერი. იდეალური მომენტია შხაპის მიღებისთანავე, ნოტიო კანსა და თმაზე. ამ გზით სურნელი უფრო დიდხანს გაგრძელდება. ან გააფრქვიე ცოტაოდენი სურნელი შენს წინ ჰაერში და შეაბიჯე სურნელოვან ღრუბელში.
  2. აირჩიე შენი არომატი სეზონის მიხედვით: მსუბუქი არომატი ზაფხულისთვის და უფრო მძიმე — წლის ცივი სეზონისთვის.
ALCOHOL DENAT., AQUA, PARFUM, LIMONENE, LINALOOL, CITRAL, GERANIOL
Nordic Waters – პარფიუმერიის წყლები ფენომენალური გამაგრილებელი ეფექტით. იგრძენი როგორ ცოცხლდება შენი გრძნობები არომატის ყოველი წვეთით!

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.