Описание
გაწმენდა და დატენიანება ერთ ფლაკონში! ეს მიცელარული წყალი ეფექტურად აცილებს ჭუჭყს და ერთი მოძრაობით აშორებს მაკიაჟს. ამშვიდებს კანს და ხელს უწყობს კანის დატენიანების დონის დაბალანსებას. უწონო ტექსტურა არ აღიზიანებს კანს, არ საჭიროებს ჩამობანას. მისი რბილი და ნაზი ფორმულა საუკეთესოა ტუჩებზე და თვალის გარშემო არეში გამოსაყენებლად. შენი კანი სუფთა, გაახლებული და დატენიანებულია!
დაასველე ბამბის დისკი დიდი რაოდენობით მიცელარული წყლით და ფრთხილად გადაატარე ბამბის დისკი სახეზე, თვალებზე, ტუჩებზე და კისერზე. მაკიაჟის მოსაცილებლად, ბამბის დისკი ფრთხილად დააჭირე ქუთუთოებს, წამწამებსა და ტუჩებს. არ დაიზილო კანი, ასევე არ საჭიროებს წყლით ჩამობანას. მოერიდე თვალებთან უშუალო კონტაქტს, თვალებში მოხვედრის შემთხვევაში, თვალები კარგად ჩამოიბანე წყლით.
ურსოლის მჟავა მანანასგან (ერიკასგან) ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით.
HydraRise ტექნოლოგია ატენიანებს კანს და ტოვებს სიახლის შეგრძნებას
Micellar Water ტექნოლოგია მაგნიტივით იზიდავს ჭუჭყს, ზეთს და მაკიაჟს, ეფექტურად აშორებს მათ კანიდან
Oriflame India Private Limited
B-44, Phase II, Post Office - NSEZ
Gautam Budh Nagar
Uttar Pradesh, 201305 INDIA
INDIA
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.