Описание
მეცნიერულად დამტკიცებულია: Magnetista ზრდის შენს მიმზიდველობას*. რა არის საიდუმლო? არომატის ცენტრალური ინგრედიენტი — პასიფლორას მდიდრული და უჩვეულო ყვავილი — შეიცავს ქრიზინის ფლავონოიდს, რომელიც ასტიმულირებს გრძნობებს და ზრდის ტესტოსტერონის რაოდენობას მამაკაცებში. ტესტირების დროს იზომებოდა ტვინის აქტივობა, თვალების მოძრაობა და ემოციების დონე. კვლევებმა აჩვენა მკაფიოდ გამოხატული დადებითი რეაქცია არომატზე.
* 33 მოხალისე მამაკაცის მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად. კვლევები ტარდებოდა Spincontrol ლაბორატორიაში (საფრანგეთი).
არომატი შექმნა ორმა ცნობილმა პარფიუმერმა — ემილი კოპერმანმა და ალიენორ მასნემ. ემილი ქმნიდა კომპოზიციებს ბრენდებისთვის Balmain, Givenchy, Roberto Cavalli, Trussardi და Versace, ხოლო 2015 წელს ფრანგულმა ჟურნალმა Cosmétique Mag-მა და იტალიის პარფიუმერულმა აკადემიამ დაასახელეს "წლის პარფიუმერად". ალიენორმა შექმნა ასზე მეტი არომატი პარფიუმერული სახლებისთვის Brocard, Tonino Lamborghini, Tous, Armand Basi, Chloé, Chopard და სხვა ბრენდებისთვის.
ახლა არომატი ხელმისაწვდომია მინი-სპრეის ფორმატით.
სინჯის (1 მლ) კოდი: 34506.
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.